როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
May 7 2007, 02:05 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა გამონაკლისები? იურისტო, წყარო მოუ თითე ხოლმე კარგი? სჯულისკანონი აქ არ მაქვს (ჯერ არ ღირსებია ეს ბედნიერება კანცელარიას ), ჰოდა რაც დანამდვილებით მახსოვს, პირდაპირ გიწერთ ხოლმე. თუ გინდა მერე მოვეძებ სახლში და დავდებ. აი ერთხელ იყო, კაიროსმა მთხოვა გრძნეულებაზე თემა გავხსნათო და მაშინ ამოვიღე ყველა სათანადო კანონი ჰო, დალოცვას რაც შეეხება. ე.წ. "მაკურთხეველი მარჯვენის" (მარჯვენა ხელის ცერი და უსახელო თითები შეერთებული, საჩვენებელი და შუათითი მიტყუპებული, ამასთან შუათითი ოდნავ მოხრილი, რომ საჩვენებელ თითთან ერთად შექმნას ასო X) გამოსახვით დალოცვის უფლება აქვთ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს. სხვა ყველა დასისაგანი ადამიანს დალოცავს სიტყვით (ღმერთმა დაგლოცოს, ამის თქმის უფლება საერო პირსაც აქვს) ან ხელის დადებით თავზე დალოცვის დროს ე.წ. "ჯვარზე მთხვევა" რამდენადაც ვიცი ახალია საეკლესიო პრაქტიკაში -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 07:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი