როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
May 7 2007, 12:11 PM
პოსტი
#22
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რაც შეეხება კურთხევას მე ვიცი, რომ არ არის აუცილებელი და ზედმეტიც არის ქუჩაში დანახულ ყველა მღვდელს მოსთხოვო კურთხევა. ამასთან, მღვდელიც არ არის ვალდებული უცნობს მისცეს კურთხევა. ყველას კურთხევა, რომ მოუნდეს მაშინ ეს მღვდელი მთელი დღე ქუჩაში უნდა იდგეს და იძლეოდეს კურთხევას. მეტს ვერაფერს მოასწრებს. "აუცილებლობა", "ვალდებულება" და "მოვალეობის მოხდა" ანუ რასაც შენ გულისხმობ არ არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა სიყვარულია, და ყველა სასულიერო პირის მიმართ ელემენტარული მოკრძალება და პატივისცემა მაინც გვმართებს თუ დალოცვას არ ვთხოვთ, ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ხალხმა მოძღვრის მიმართ პატივისცემა....მღვდელი ძალით არავის ლოცავს, და თუ მასთან ვინმე მივა და ეტყვის "დამლოცე მამაო"ს ვალდებულია დალოცოს. და კიდევ, "უცხო" მამაოსგან ვითხოვთ დალოცვას და არა კურთხევას, კურთხევას მოძღვრისგან ვიღებთ სხვადასხვა საკითხებზე. რა უნდათ ქართველ ბერებს გერმანიაში... ამაზე ამბობდა ანტონი დიდი ბოლო ჟამს ერში იცხოვრებენ და თავს მარტომყოფებს უწოდებენო. თუ ბერია მონასტერში უნდა იყოს ან უდაბნოში, ისიც სასურველია სამშობლოში. ამერიკის და გერმანიის ქუჩებში რო პირმოღებული დაიწყებს "საქმეებზე" სიარულს ნამდვილად დასაჭერია. ელემენტარულ ლოგიკის არქონასთან ერთად ბერების მიმართ სიძულვილსაც ამჟღავნებ პირმოღებული დაიწყებს "საქმეებზე" სიარულს ნამდვილად დასაჭერია. დასაჭერია ხო? რა უნდა ქნას მონასტრის წინამძღვარმა როცა მის ქვეყანაში ძალიან ცოტა აქვს შენაწირი, არ ეხმარება მთავრობა, ყველაფერი "იხარჯება" სამების ტაძრისთვის და მისი მოოქროვებისთვის, უხდებოდეს მაინც....ბერს სულაც "არ უხარია" როცა უცხოეთში გადის თანხების შესაგროვებლად, მაგრამ იძულებულები არიან რომ ასე მოიქცნენ, რადგან მონასტრებში აღარ არის ისეთი მდგომარეობა რომ წინამძღვრები მხოლოდ "ლოცვებზე" ფიქრობდნენ, შემწირველებიც ცოტანი არიან, ამიტომ დასაჭერები სხვაგან მოიკითხე, და ბერებზე უფრო მოკრძალებულად ილაპარაკე! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლეონტი |
May 7 2007, 02:33 PM
პოსტი
#23
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ელემენტარულ ლოგიკის არქონასთან ერთად ბერების მიმართ სიძულვილსაც ამჟღავნებ დასაჭერია ხო? რა უნდა ქნას მონასტრის წინამძღვარმა როცა მის ქვეყანაში ძალიან ცოტა აქვს შენაწირი, არ ეხმარება მთავრობა, ყველაფერი "იხარჯება" სამების ტაძრისთვის და მისი მოოქროვებისთვის, უხდებოდეს მაინც....ბერს სულაც "არ უხარია" როცა უცხოეთში გადის თანხების შესაგროვებლად, მაგრამ იძულებულები არიან რომ ასე მოიქცნენ, რადგან მონასტრებში აღარ არის ისეთი მდგომარეობა რომ წინამძღვრები მხოლოდ "ლოცვებზე" ფიქრობდნენ, შემწირველებიც ცოტანი არიან, ამიტომ დასაჭერები სხვაგან მოიკითხე, და ბერებზე უფრო მოკრძალებულად ილაპარაკე! შენ დღეს მაგარი აგრესიული ხარ ,რაშია საქმე.ხო მშვიდობაა? ზაშიტნიჩეკ ტი მოი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 10:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი