როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლეონტი |
May 7 2007, 03:27 PM
პოსტი
#22
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ლეონტი გთხოვ ასეთ რამეს ნუღარ დაწერ. არავის დაუწესებია ბერისთვის სად იაროს და სად არა. ჩვენ უბადრული ცოდვილები ბერების განკითხვას რომ დავიწყებთ, რაღა უნდა ვილაპარაკოთ.... მე ყოველთვის იმას დავწერ რაც მიმაჩნია, მიუხედავად იმისა თქვენ აღელდებით და მოგეწონებათ თუ არა. მიმაჩნია რომ ბერი არ უნდა "ჩალიჩობდეს" არამედ უნდა ლოცულობდეს, და თუ ღმერთს მისი არ "ესმის", და შიმშილით კვდება , სხვაგან არ უნდა გაიქცეს საარსებო საშუალებების საძებნად. აგრეთვე არავის არ განვიკითხავ რადგან გვარი და სახელით არავინ მიხსენებია. არამედ საკითხს შევეხე ზოგადად. ასევე ის რომ ბერი წმინდა და აღმატებულია ერისკაცზე, ანუ რაც შენ თქვი და იგულისხმე "ჩვენ უბადრული ცოდვილები ", არასწორი იდეაა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი