როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
May 7 2007, 05:10 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა რახან ბერი გერმნიაში იყო ე.ი მას ასეთი კურთხევა აქვს, კურთხევის შესრულება მორჩილებაა. ცხადია ძნელია უცხოეთში მყოფ ქართველებთან მოძღვრად ცოლ-შვილიანი მღვდელი გაგზავნო, არადა იქაურ ჩვენებურებს ღვთის სიტყვა სჭირდებათ. ამიტომ უწმიდესი სწორედ რომ ბერებს აგზავნის ხოლმე იქ ბოდიში, გუჯა, რომ შენგან კურთხევა დაავიწყდა პატრიარქს.... ციტატა რახან ეს თემა ცაცმულობას ეხება, მოდი სქიმონაზონის ცაცმულობაზეც დავწეროთ ერთი-ორი სიტყვა მცოდნეება. ან რა არის საერთოდ დიდი და მცირე სქემა, ესეც დაწერეთ მცოდნეებმა. მცირე სქემა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. არსებობს დიდი სქემა, რომელსაც მოსავენ უკვე მონაზვნად შემდგარ პირს. და ამ დიდი სქემის საპირისპიროდ, ჩვეულებრივ საბერო შედგომას უწოდებენ ხოლმე მცირე სქემით შემოსვას ბერობაში გამოიყოფა შემდეგი საფეხურები: მორჩილი საბერო (ე.წ. კაბიანი) მორჩილი - ბერძნ. რასოფოროს მონაზონი - სტავროფოროს დიდსქემოსანი - მეღალოსხიმა რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით "სრული ბერი" მხოლოდ დიდი სქემით შემოსილ პირს ეწოდება. დიდი სქემით შემოსილ ადამიანს სამღვდელო ხარისხის წინ ემატება "სქემ-" (რუსული გავლენით "სქი-"): სქემმონაზონი სქემიღუმენი სქემარქიმანდრიტი ამჟამად საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მოღვაწეობს ერთადერთი სქემარქიმანდრიტი, ესაა მამა საბა ტელიანიდი აი, ასეთია დიდი სქემა (ბერძნ. მეღალოსხიმა) ზედ აქვს ქარაგმები, რომლებიც აღწერენ მაცხოვრის ტანჯვას, სამწმიდაოს გალობას, ციტატას ფსალმუნიდან და ა.შ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი