გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
May 5 2007, 09:43 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
MELOMAN
ციტატა მერე ის რომ თავისებური დოგმატია. რა არის დოგმატი? ინსტრუმენტებით გალობა რომ არ შეიძლება? არ არსებობს ეგეთი დოგმატი. ეგ მხოლოდ ტრადიციის ამბავია. ციტატა თუმცა ფსალმუნი სიმებიანი ინსტრუმენტია ფსალმუნი არაა ინსტრუმენტი |
N. R. |
May 7 2007, 06:16 PM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
MELOMAN ფსალმუნი არაა ინსტრუმენტი სწორედაც რომ ინსტრუმენტია, ყოველ შემთხვევაში დავით მეფსალმუნის დროს იყო ძალიან საინტერესო თემაა, ძაან დამაინტერესა... მადლობა მნათეს ისე მართლა საინტერესოა ტრადიციისა და კანონიკის ურთიერთობის საკითხი. თუ მსახურების დროს ინსტრუმენტების არ გამოყენება მხოლოდ ტრადიციაა, მაშინ ყველა განსხვავებული ეროვნების ეკლესიაში განსხვავებული ტრადიციები არ უნდა იყოს? გვაქვს კი ასეთი შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყნის მართლმადიდებლურ ტაძარში ინსტრუმენზე უკრავდნენ? ამ მხრივ საინტერესოა არაბი ქრისტიანები, რომლებიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ თუ არ ვცდები (ტელევიზორში ასე მინახავს მგონი) და თუ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია არსად არ უშვებს მსგავს პრეცედენტს მაშ რატომ მივაკუთვნებთ მხოლოდ ტრადიციას, უთუოდ რაიმე კანონიც უნდა იყოს მიღებული... ამ ისედაც მეტნაკლებად გაურკვეველ სიტუაციაში კიდე კითხვები დაგაყარეთ, მაგრამ რა ვქნა მეც მაინტერესებს -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი