”მარად უკვდავი ხელოვნება”, გავეცნოთ მსოფლიო მხატვრობას :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
”მარად უკვდავი ხელოვნება”, გავეცნოთ მსოფლიო მხატვრობას :) |
Floyd |
May 7 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
მეგობრებო მოდი განვიხილოთ ნახატები და გავეცნოთ იმ უკვდავ ფუნჯით ნახატ ნახატებს თუ ფრესკებს აბა არ დაიზაროთ და ინფორმაციებიც არ მოგვაკლოთ ამა თუ იმ შემოქმედზე მადლობთ წინასწარ
-------------------- And the times , they are all changin' ...
|
სოფი |
May 7 2007, 07:49 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მიქელანჯელო(1474-1564)
მიქელანჯელო მაღალი და გვიანი რენესანსის უდიდესი წარმომადგენელია,ლეონარდოსა და რაფაელთან ერთად.თითოეულს თავისი ადგილი აქვს,მაგრამ მიქელანჯელო ალბათ გამოირჩევა თავისი შემოქმედების მასშტაბებით.მან მოღვაწეობა დაიწყო,როცა მაღალი რენესანსი ისახებოდა და დაამთავრა,როცა უკვე მანიერიზმი იყო.მის შემოწმედებაში ყველა ეტაპი აისახა.ის უნივერსალური პიროვნება იყო პლასტიური ხელოვნების ყველა დარგში.თუ ლეონარდო მაინც ფერწერით წარმოდგინდა,რაფაელი მხატვრობაში,მიქელანჯელომ სამივე დარგში უდიდესი კვალი დატოვა.თუმცა ის თვლიდა,რომ პირველ რიგში მოქანდაკე იყო და ეს არ იყო მისი სუბიექტური აზრი.მის მხატვრობაშიც და ხუროთმოძღვრებაშიც პლასტიური ფორმებით აზროვნება ჩანს.გარდა ამისა ის იყო პოეტი.მას ახასიათებს ყველა ის ნიშნები,რაც მაღალ რენესანს.მისი ასახვის მთავარი საგანი ადამიანია.ისიც არა კონკრეტული,არამედ იდეალური,კრებითი სახის.პირველ რიგში ის ნახატის ოსტატია, ე.ი. ფორმის აგებას და მოდელირებას აქცევს დიდ ყურადღებას.მასაც უყვარს მკაფიოდ შემოსაზღვრული ხაზოვანი რიტმი,ძლიერი გრაფიკული საწყისი.ამასთან ყველა ეს ნიშნები მაქსიმალურად გამოხატულია:ადამიანი აბსოლუტურად გაბატონებულია,გარემო მინიმუმამდე დაყვანილი,პლასტიკა მაქსიმალურად გამოვლენილი,ისე როგორც არავისთან.პორტრეტს პრინციპულად არ აკეთებს.ცდილობს შექმნას მაქსიმალურად ჰეროიკული გმირი.იგი ვერ ეტევა ზომიერების ჩარჩოში,თან ეს თვისება დროსთან,განვითარებასთან ერთად მატულობს. მიქელანჯელო დაიბადა კაპრეზეში,ფლორენციის მახლობლად,აზნაურის ოჯახში. 13წ. ასაკში მიაბარეს მეთხუთმეტე საუკუნის დიდ ფლორენციელ ოსტატს გირლანდაიოს.მასთან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო,მაგრამ ასეთი ნიჭიერი მოწაფისთვის ესეც არ იყო ცოტა.ერთი წლის შემდეგ იგი გადადის ლორენცო მედიჩის სპეციალურ სკოლაში,ქანდაკების შესასწავლად.მას ასწავლიდა მოხუცი ბარტოლდო დი ჯოვანი,რომელსაც განვლილი ჰქონდა დონატელოს სკოლა.მხატვრობაში მას მხოლოდ მონუმენტური მხატვრობა იზიდავდა და გვიანი კვატროჩენტოს დეკორატიული სტილი.გარდა ამისა მედიჩის ჰქონდა ანტიკური ქანდაკების მშვენიერი კოლექცია.უკვე მოწაფეობის პერიოდში შესრულებულ მის ნაწარმოებებს მაღალი რენესანსისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.მოწაფისათვის საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს გადახლართულ სხეულებს,დიდ,მოცულობით ფორმებს........... ციტატა "პიეტა".. შესრულებულია 1499 წელს, როცა მიქელანჯელო იყო 24 წლის.. "პიეტაში" ანუ დატირებაში კარგად ჩანს მიქელანჯელოს ინდივიდულურობა.აქ იგი ძალიან გაბედულ გადაწყვეტილებას იღებს ,როდესაც მარიამს გამოგვისახავს არა 33წ. იესოს დედას,არამედ როგორც იდეალურ,ლამაზ,ბავშვური იერის მქონე ქალს.რადგან ის უნდა ყოფილიყო სულიერი სიწმინდის განსახიერება და ეს მართლაც აისახა მასში.მარიამს მუხლებზე უწევს მკვდარი ქრისტე,რომლის სხეული ექსპრესიულად არის მოცემული,გამხდარი,უკან გადაგდებული თავითა და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით.მარიამის რეაქცია,როგორც ეს რენესანს სჩვევია,ძალზედ თავშეკავებულადაა გადმოცემული - დახრილი მზერითა და მრავლისმთქმელად განზე გაწეული ხელით.ქანდაკება იწერება სამკუთხა ფორმაში,ნათელი,გაწონასწორებუ ლი ფორმებით.მარიამის კაბის ნაოჭები საოცრად მდიდრული და პლასტიურია,მთელი სიმძიმე სწორედ მასზე მოდის,მას უჭირავს. ქანდაკება მარმარილოშია შესრულებული და საგულდაგულოდაა გაპრიალებული. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი