სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
ნათია |
May 8 2007, 01:29 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
"დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი. ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი, ადამ, სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკანა სკნელი ადამ - სულად გამნაცხოველებელად, არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშვინვიერი, მაშინღა სულიერი" (1 კორ 15:44-46) "იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშვინველი" (მამათა სწავლანი) * * * ეს ერთ-ერთი მეცნიერის აზრია სულის პირველი ომონიმი (spiritus), რომელიც ღმერთთან და რწმენასთანაა კავშირში, პირობითად შეიძლება ვერტიკალურად ავღნიშნოთ: ესაა მადლი მინიჭებული ადამიანისათვის ზემოდან ქვემოთ, და ადამიანის სული, მიმართული ქვემოდან ზემოთ - ღმერთისკენ, შემეცნებისკენ. სულის მეორე ომონიმი (anima) კი ჰორიზონტალური ბუნებისაა, იგი ამ ყოფაში, ადამიანებთან, ბუნებასთან მიმართებაში ვლინდება და ვითარდება ვინაიდან სულის ქართული გაგება ამ ორი ომონიმის სინთეზს წარმოადგენს, ქართული სულის სიმბოლოდ ვერტიკალისა და ჰორიზონტალის გაერთიანებას მივიღებთ, ანუ ჯვარს. * * * ადამინის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა გონებისა (სულისა), სამშვინველისა და სხეულისა; ხოლო სიკვდილი ამ შერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა; ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს. გონება არ არის სამშვინველი. იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას. ღვთის სათნო-მყოფელი გონება სამშვინველს წინ მიუძღვება ამა ცხოვრებაში და ურჩევს ყოველივე წარმავალის, ნივთიერისა და ხრწნადის მოძაგებას. და მათს ნაცვლად შეყვარებას საუკუნო, უხრწნელი და არანივთიერი, ანუ სულიერი სიკეთეებისა იმგვარად, რომ სხეულშივე მცხოვრებმა ადამიანმა გონებით წარმოიდგინოს და შეიმეცნოს ღვთაებრივი სიკეთენი. ამრიგად, ღვთისმოყვარე გონება ადამიანისა კეთილისმყოფელია, მხსნელია სულისა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი