ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
May 8 2007, 01:00 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
კაიროს
ციტატა უფალი იმ ეკლესიას გულისხმობს , რომელიც არის "ერთი, წმიდა და სამოციქულო", ანუ ის ვინც დაარსდა მოციქულების მიერ და ინახავს ჭეშმარიტებას პირველი საუკუნეებიდან დღემდე, რომელია არ უნდა იყოს ძნელი, ორი უდიდესი ხაზია შემორჩენილი სადაც სამოციქული ხელდასხმის ჯაჭვი და ტრადიცია შემორჩა , კათოლიკურში და ჩვენთან სხვა საკითხია, როდესაც ბიბლიის ისტორიას უკავშირებ ეკლესიის ისტორიას. მათ დამოკიდებულებაზე და კავშირებზე სხვა დროს ვისაუბროთ. რაც შეეხება ორ დიდ ხაზს, ეს ბევრ კითხვას ბადებს და თავის მხრივ იგივე ისტორიიდან გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, რომ მსგავს დამოკიდებულებას (ანუ ტრადიციულის გარდა გამორიცხავ სხვას), შეიძლება არასახარბიელო შედეგები მოსდევს. ვინ იყვნენ ფარისევლები და მწიგნობრები დაწყების დღიდან? (გამეცი რა პასუხი ამაზე. შენი აზრი მაინტერესებს). და რა შეცდომა დაუშვეს შემდეგ? გეტყვი თუ გინდა? შედეგად მიიღეს ის, რომ იესო თავის მიმდევრებს აფრთხილებს მათ საფუარს ერიდონ. რა შეგიძლია თქვა ფარისევლებზე და მწიგნობრებზე? აღიარებ იესო ქრისტეს მღვდელმთავრობას? კარგი რაღაცეები უნდა გითხრა შემდეგ. ციტატა ეკლესიების ისტორია შენც კარგად იცი ისტორია ისტორიაა. გამალიელიც ისტორიიდან გამომდინარე მსჯელობდა, მაგრამ დალოდებაც შესტავაზა. ბრძენი კაცი იყო. ციტატა მოკლედ ანტიისტორიკოსებიც თუ იყვნენ პროტესტანტები არ მეგონა, მაგრამ ალბათ ლოგიკურია, თორემ გადაადგამ თუ არა საქმე მოციქულთა ეპოქიდან თუნდაც რამოდენიმე ათწლედს და უცებ მოხვდები პირველქრისტიანულ ეკლესიებში, თავისი ხატებით და ამას როგორ მიიღებთ... პროტესტანტები არ არიან ანტიისტორიკისები. მართლმადიდებლები კი როგორც ჩანს ნამეტანი ისტორიამანები ყოფილან. ახალი აღთქმის ეკლესია როგორი იყო? მოდი ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ ვნახავთ ვინ რა დაამატა თუ გამოაკლო მას. პირველ საუკუნეში ეკლესიაში ხატები - ეს აღმოჩენა ვგონებ ტუტენჰამონის სამარხის აღმოჩენას გადაასწრებს. ციტატა მესმის, მაგრამ შენთვის ავტორიტეტი შენი აზრია ეს საიდან მოიტანე, არ ვიცი. შეიძლება ბევრ საკითხში გამაჩნდეს ჩემი საკუთარი აზრი, მაგრამ ეს რომ უბრალოდ "საკითხი" არაა, შენც გესმის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რაც მითქვამს: ქრისტიანი მხოლოდ ის არაა, ვისაც მართლმადიდებელი ან კათოლიკე ჰქვია. ციტატა ვინ უფრო დიდი ავტორიტეტებისაგან სწავლობს ბიბლიას? მე უფრო დიდი ავტორიტეტისაგან ვსწავლობ. ჩემი აზრით და კიდევ სახარებისეული ქრისტიანის აზრით, ცუდი არაა ტრადიცია და შესაბამისად მისი უგულებელყოფა სისულელეა, მაგრა, რაოდენ მართებულია მისი ღმერთის სიტყვის ავტორიტეტთან გათანაბრება? როგორც ჩანს მთავარი ხელმოსაჭიდი, შენთვის არის ტრადიცია და არა ბიბლია. როგორ განმარტავ ან იმართლებ თავს ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, როგორ აქცენტს აკეთებ და რაზე აკეთებ აქცენტს. ისე კარგი იქნება თუ მოახერხებ და მხოლოდ განმარტებას მაინც წაიკითხავ ჩემი განთავსებული პოსტიდან სახარებისეულ ქრისტიანებს რა შეხედულება აქვთ ეკლესიაზე. ციტატა ასე მხოლოდ პროტესტანტები ფიქრობთ, ჩემო კარგო, თორემ პირველქრისტიანს ისე არ ეშლებოდა ხატი კერპში, როგორც ახლანდელ მართლმადიდებელს ან თუნდაც ძველ ებრაელს ქერუბიმებით რომ აავსო ტაძარი! ამას ჰქვია ისტორიის სუბიექტური ენით თარგმნა. პირველ ქრისტიანებს ესეც ეშლებოდათ და კიდევ სხვაც არაერთი. მითუმეტეს არაიუდეველ ქრისტიანებს. რომ არ შეშლოდათ, მაშინ რა პეტრეს, ან პავლეს და კიდევ სხვებს ხელი ექავებოდათ, როდესაც ცრუსწავლებების შესახებ აფრთიხელბდნენ ეკლესიებს და მათ შეცდომებს უწორებდნენ? იუდეველებს რომ ჰქონდათ სხვდასხვა გამოსახულებები, ეს ცნობილია. მაგრამ იგივე აღთქმის კიდობანი,შენდობის ადგილით თავისი ქერუბიმებით არასოდეს ყოფილა თაყვანისცემის ობიექტი. წერია სადმე? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი