პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
May 8 2007, 06:12 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ნაწყვეტები მინუციუს ფელიქსის (III საუკ.) "ოქტავიუსი"-დან, სადაც ის აღწერს მის თანამედროვე ქრისტიანებს
...ჩვენ კი უბიწოება მხოლოდ სახეზე კი არ გვაწერია, გონებაშიც გვაქვს. ერთჯერ ვქორწინდებით, იმისთვის რომ გვყავდეს შთამომავლობა, ერთი ცოლი გვყავს, ან საერთოდ არ გვყავს. ჩვენი შეხვედრები არა მარტო კეთილგონივრულობითაა გამორჩეული, არამედ ზომიერებითა და სიფრთხილითაც. ღრეობას კი არ ვეძლევით, ზომიერად მიგვყავს ლხინი, მხიარულებას ვაწონასწორებთ სერიოზული ზნეობრივი საუბრებით და თავშეკავებული მოძრაობებით. უმრავლესობა ცხოვრობს სხეულის მუდმივი უბიწოებით და ამით არ მედიდურობს... არც მთლად უკანასკნელი მდაბიოთაგანი ვართ, თუმცა კი თქვენს დიდებასა და მეწამულ ტანსაცმელს უარვყოფთ, არც ბევრ რასმე მივედ-მოვედებით, ყველანი ერთ სიკეთეს მივყვებით, და ერთად შეკრებილები ისევე წყნარად ვიქცევით, როგორც თითოეული ცალ-ცალკე. არც ჩუმ-ჩუმად მოლაყბენი ვართ, საჯაროდ ჩვენი მოსმენის რომ გრცხვენიათ და გეშინიათ. ჩვენი რიცხვი მართლაც დღითი-დღე იზრდება, ეს დანაშაულებრივი შეცდომა კი არაა, საქებარი საბუთია. ლამაზად ვცხოვრობთ და ამიტომაც ვიზიდავთ სხვებს. ერთმანეთს ვცნობთ არა სხეულის ნიშნებით, როგორც თქვენ გგონიათ, არამედ უბიწოებითა და თავშეკავებულობით. ერთმანეთთან სიყვარული გვაკავშირებს, ამას თქვენც გრძნობთ, და არ ვიცით სიძულვილი. თქვენ გშურთ, ერთმანეთს ძმებს რომ ვუწოდებთ, როგორც ერთი ღმერთის შვილებს, რწმენისმიერ და-ძმებს, იმედით დაკავშირებულებს. თქვენ არც კი იცნობთ ერთმანეთს, სიძულვილი გამოძრავებთ, არც ძმებს უწოდებთ და მაშინაც ვერ ცნობთ ერთმანეთს, როცა ბოროტებას ჩადიხართ... ... შესაძლოა ზოგიერთი ქრისტიანი ვერ ერკვეოდეს ყველაფერში ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ თქვენთან შედარებით მაინც ბევრად უკეთესები ვართ. თქვენ კრძალავთ მრუშობას, მაგრამ მაინც მრუშობთ, ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ ცოლებთან ვცხოვრობთ. თქვენთვის დასაშვებია ბოროტების ჩადენა, თუმცა სჯით მას. ჩვენთვის კი მაგის გაფიქრებაც კი ცოდვაა. თქვენ გეშინიათ თანამხილველებისა, ჩვენ კი მხოლოდ სინდისის, რომლის გარეშე არ შეგვიძლია არსებობა. და ბოლოს, ციხეები გადავსებულია თქვენი ხალხით, ქრისტიანები იქ არ არიან, გარდა საკუთარი რწმენის სიმტკიცის გამო დასჯილებისა და რჯულგანდგომილებისა... ... მოთმინებით შთაგონებული ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები სიცილით უყურებენ ყველანაირ განსაცდელს, ადამიანთა დასასჯელად რომ გაქვთ მომზადებული. საცოდავებო, ნუთუ ვერ ხვდებით, უმიზეზოდ რომ არავინ მოიწადინებს განსაცდელის გადატანას, და ვერც გაუძლებს ასეთ წამებას ღმერთის თანადგომის გარეშე... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 04:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი