თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ |
kato_Bato |
Mar 3 2007, 01:09 AM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ეს თემა არის ტექნიკური ხასიათის.
აუცილებლად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ არ უნდა გააოფტოპიკოთ და რაც თავში მოგივათ ყველაფერი არ წეროთ. თქვით, ვის რა თხოვნა გექნებათ, ან სურვილი... მერე ყველანი ერთად შევეცდებით დაგეხმაროთ ან თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მოგაწოდოთ. kato_Bato -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნათია |
May 8 2007, 10:42 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ეს ილიას წმინდანად შერაცხას არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერ, საინტერესოა.
ერთი მეფე საქართველოსი ილია ჭავჭავაძე თავიდანვე აღიარა ხალხმა უგვირგვინო მეფედ. ჯერ კიდევ ლევ ტოლსტოის სიცოცხლეში იასნაია პოლიანაში ამბობდნენ, ამიერიდან რუსეთს ორი მეფე ჰყავს, ერთ-ერთი ლევ ტოლსტოიაო. რუსეთისგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ერთ მეფე ჰყავდა და ის ერთი ილია ჭავჭავაძე იყო. მსოფლიოს პრეზიდენტი 1936 წელი. ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეთა დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. იგი კრემლში მიიღო საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა იოსებ სტალინმა. დელეგატთა შორის იყო გამოჩენილი მწერალი და მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის შეუდარებელი მკლევარი და პატრიარქი კორნელი კეკელიძე. სტალინსა და კორნელი კეკელიძეს შორის გაიმართა დიალოგი. სტალინი - პირდაპირ მითხარი, ილია ჭავჭავაძე უფრო დიდია თუ მე? კორნელი კეკელიძე - ცხადია, თქვენ, იოსებ ბესარიონის ძევ! ბელადს უხერხულად გაეღიმა. - თუ ნამდვილად არ იცი, - განაგრძო სტალინმა, - ძალიან მეცოდები. თუ იცი და მეპირფერები, უფრო მეცოდები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მსოფლიოს პრეზიდენტად გამოდგებოდა. ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარავის ეპარება. ილიას მკვლელობის ადგილი ეს არის გოლგოთა და ქრისტეს ჯვარცმა, მამულში დაღვრილ სისხლს სისხლითაც ვერ მოშლი. - ვინ მოკლა ილია? - ქართველმა კაცმა! - სად მოკლეს ილია? - საქართველოში! ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა, საქართველოა ილიას მკვლელობის ადგილი. იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა, უცრემლოდ გავლა არაა ადვილი. ჯერ მოვკალით და მერე თავს ვევლებით, ის თავს გვევლებოდა, მამულის ველებო, ილიას მკვლელები ვართ ქართველები, ქართველები ვართ ილიას მკვლელები. მოკალით ილია. "დაეშვა ფარდა"... მიწა შევღებეთ პოეტის სისხლით, ვინ არის შემდეგი ილიას გარდა, საქართველოში მკვლელობის ღირსი?! იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა, შავი ყორანი შავ ტყეს თავს ევლება... ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა, ილიას მკვლელები ჩვენ ვართ, ქართველები! ვაი ქართველნო... * * * თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა… არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი