IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.)
KAIROS
პოსტი Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438




ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია...
შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს...
აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება:

აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს

http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html

ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება:

http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html

აბა, გელით smile.gif

პატივისცემით,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 9 2007, 12:06 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
1) წმიდა სახარება - პირველწყარო უფლისა და მისი მოციქულების მოღვაწეობისა

ვაღიარებთ რა ქრისტეს როგორც განკაცებულ ღმერთად, რომელიც განკაცდა ჩვენს გამოსახსნელად, სწორედ ქრისტეა და არა ვინმე სხვა ბაზისი და საფუძველი ქრისტეს ეკლესიისა, რომელის მისტიური თავიც თავად უფალია!

2) ქრისტეს მოციქულები

უფლის ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს, მის ირგვლივ იყო 12 მოციქული
მარკოზი 3:14
" და ყვნა ათორმეტნი იგი, რაითა იყნეს მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად"
: პეტრე ( ნამდვილი სახელი სიმონი, ძმა ანდრიასი, შემდგომ ანდრია პირველწოდებული); ძმები იაკობი და იოანე ზებედეს ძენი, ფილიპე, თომა, ბართლომე, იაკობ ალფეს ძე, თადეოზი, სიმონ ზილოტი და იუდა ისკარიოტელი

ამ 12 მოციქულს ( იუდა იცვლება მატათიათი : "
გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა. ( საქმე : 1 : 26) განსაკუთრებულად აღერიცხება და თავად მოციქულთად შეირაცხება საული-პავლედ ქცეული; რომელიც მსოფლიო მქადაგებლად იქცა ქრისტიანობისათვის, პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები ქრისტიანობას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში, პირდაპირი თხრობა მოციქულთა მოღვაწეობისა, სწორედ აქ , ანუ 64 წლამდე მთავრდება, როდესაც მოციქულთა თავნი აღესრულნენ.

3) ქრისტიანობის გავრცელების ისტორია სამ ცეცხლს შუა:
იუდეველთა, წარმართა და რომის იმპერიისა.

ა) იუდეველები: ისინი არ ღებულობდნენ ქრისტიანობას, რადგან ვერ წარმოედგინათ მათი მესია ჯვარზე და 60.იან წლებში უძლიერეს და უდიდეს აჯანყებას იწყებენ, რაც მათი სასტიკი დამარცხებით მთავრდება, ქრისტიანები ამ აჯანყებაში ( როგორც ერთ დროს იერემია) მონაწილებას არ ღებულობენ და არ იზიარებენ იუდეველთა ამ უაზრო წინააღმდეგობის სულს , და ამიტომაც მეტად და მეტად დევნილი იქნა იუდეველთა მხრიდან, მით უმეტეს, რომ ისინი ქრისტიანებს მამათა რელიგიის მოღალატეებად მიიჩნევდნენ.

ბ) წარმართები: წარმართულ სამყაროში ქრისტიანების დევნის და ზიზღის პირველი მიზეზი, ქრისტიანების მხრიდან წარმართი ღმერთების უარყოფა იყო, თავიდან საერთოდაც არ განასხვავებდნენ იუდეველებს და ქრისტიანებს, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებისთანავე, მიხვდნენ, რომ ქრისტიანები დიდად განხვავდებიან მათგან , ქრისტიანობა უფრო უნივერსალურია, აქ ებრაელების გარდა, რომალებიცაა, ბერძნებიც და ყველა სხვა ერის წევრებიც, განსვავების გარეშე, ცოტა ხანში როდესაც იმპერიის ხელისუფლება დაუპირისპირდება ქრისტიანულ თემებს, გავრცელებას იწყებს რამოდენიმე დიდი ცილისწამება, მათ შორის კაციჭამიობა ( ზიარების საიდუმლოს დამახინჯებული გაგება) გარყვნილება ( საიდუმლო შეკრებების დამახინჯებული გაგება), ღმერთების განრისხება ( რადგან ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს წარმართ ღმერთებს, მაშინ ყველა უბედურებას სწორედ ქრისტიანებს მიეწერებოდათ)...

ცოტა ხანში ეს ყველაფერი საშინელ დევნაში გადაიზრდება , თუმცა იერუსალიმში დიდი მნიშვნელობის კრება იმართება, 50 წელი, როდესაც ეკლესიამ განურჩევლად მიიღო საკუთარ რიგებში წარმართიც და იუდეველიც, მხოლოდ ნათლისღების გზით, ამავე წლებში რომში ხვდებიან თავნი მოციქულთანი:პეტრე და პავლე, ხოლო მოციქულთაგან უმეტესობა უკვე ქადაგებს სხვადასხვა მხარეს, ზოგი აღესრულა კიდეც : წმ. სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე, იაკობი ეპისკოპოსი იერუსალიმისა...

ქრისტიანობა უახლოვდება დევნების პერიოდს, რომელსაც წინ საოცარი მოგზაურობა და მისიონერული მოღვაწეობა უძღვის მოციქულთა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პავლე მოციქულის მოღვაწეობა, რომელიც აღწერილია "საქმე მოციქულთაში", ჩვენ კი თხრობას სწორედ იქიდან გავაგრძლებთ სადაც "საქმე" წყდება, ანუ დევნებიდან, იმპერატორი ნერონის სისხლიანი ეპოქიდან!


გ) და აი დადგა, 54 წელი, რომის იმპერია ყვავის, და როგორც ამ პერიოდს ჩვევია,ზუსტად ამ პერიოდში უნდა გამოჩენილიყო, ყველაზე ბილწი, ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი რომის იმპერატორთაგან,

ნ ე რ ო ნ ი

IPB-ს სურათი

არ მეყოფა ალბათ ეს სივრცე, რომ ნერონზე ვისაუბრო, ეს ყოვლადუცნაური, ტრაგიკული და ამავდროულად შემზარავი პიროვნება, მოკლედ მიმოვიხილოთ,

Nerone (37-68 ქ.შ.), რომის იმპერატორი (54-68), ბოლო წევრი იულიუს - კლაუდიუსის ოჯახიდან, იყო შვილი გნეუს დომიციუს ენობარბოსი და აგრიპინა მცირესი, საკუთარი სახელი ლუციუს დომიციუს ენობარბო, შეიცვალა ნერონე კლაუდიუს კეისარად, იმის შემდეგ რაც იშვილა კლაუდიუს იმპერატორმა, რომელიც მისი მამინაცვალი იყო, დედამისის მეორე ქმარი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 53 წელს, ცოლად მოეყვანა ის ვინც დად ერგებოდა, კლაუდიუსის ქალიშვილი ოტტავია; მალევე, 54 წელს, კლაუდიუსის გარდაცვალებისთანავე, პრეტორიანელები, აფრანიუს ბურროს მეთაურობით ( რომელიც ნერონის დედის ერთგული იყო), ნერონს აცხადებენ იმპერატორად; თავდაპირველად ნერონი ეძლევა დიდებას, ტკბება ძლიერებით და მშვიდობა სუფევს მის ირგვლივ, გვერდით ყავდა მტკიცე დაცვა აფრანიუს ბურრო და მტკიცე მრჩეველი უძლიერესი ფილოსოფოსი სენეკა!

მაგრამ... ნერონის ცხოვრებაში შემოვიდა სხვა ქალი - პოპეა საბინა, საკუთარი დედაც კი გაიმეტა ნერონმა ამ ქალის გამო, 59 წელს, ჯერ მოაკვლევინა მამინაცვალ კლაუდიუსის შვილი - ბრიტანიკო, შემდეგ გადაასახლა და მოაკვლევინა საკუთარი დედა-აგრიპინა.

ამ ყველაფერს ცოტა ხანში, ბურროს გარდაცვალება (ბურრო იტ. კარაქი, ამ კაცს უკავშირდება პავლე მოციქულის განთავისუფლება პირველ სასამართლოზე, ეს დადებითი პიროვნება იცვლება სისხლიანია ტიჯელინოთი) და სენეკას საზოგადოებრივ-პოლიტიკური არენიდან წასვლა მოყვა, ნერონის მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებსაც ( მონეტის შეცვლა) და პოლიტიკურ სვლებსაც ( საბერძნეთისათვის თავისუფლების მინიჭება) სრული კრახი მოყვა, პირველ შემთხვევაში გამოწვეული აჯანყება სისხლში ჩაახშო, რომელის დროსაც არ დაინდო საკუთარი მასწავლებელი,დიდი ფილოსოფოსი სენეკა და პოეტი ლუკანო.

მეორე აჯანყებამდე, რომში საშინელ გეგმას ახორციელებს, გადაწვავს რომის ღარიბ უბნებს, ცეცხლი მოედება მთელ რომს, ამ ცეცხლზე დღეს ბევრს წერევ, ცნობილია, რომ 64 წლის ხანძარით, დღევანდელი კოლზეუმის ახლომდებარე ტერიტორიაზე ააგებს უზარმაზარ ოქროში და ძვირფას თვლებში ჩასმულ სასახლეს "დომუს აურეა"-ს, ხოლო ხანძარს კი ქრისტიანებს აბრალებს, რითაც ხალხის საოცარ ზიზღს და სიძულვილს გამოიწვევს ქრისტიანების მიმართ, საკუთარ ცირკში, იქ სადაც ცხენების რბოლა ხდებოდა და ასევე სისხლიანი დადგმები, რომელიც 500 მეტრი იყო სიგრძეში , აწყობდა ცხოველისტყავ მოსხმულ ქრისტიანთა წამებას, ხოლო იქვე არსებულ საკუთარ ბაღებს ანათებდა ცოცხალი ქრისტიანების ფისგადასხმული სხეულებით, ამ სიძულვილსაც ქრისტიანთა მიმართ იგივე ქალბატონს პოპპეას მიაწერენ, რადგან როგორც იოსებ ფლავიუსი გვწერს, პოპპეა განიცდიდდა ებრაელების დიდ ზეგავლენას და ფაქტობრივად მათ შეკვეთებს ახორციელებდა.

67 წელს, რომშია დატყვევებული თავნი მოციქულთანი, ცნობილ კარჩერე მამერტინოში, ციხე ტულიანუმ, იგივე მამერტინო დღეს, რომელიც ყველაზე ძველი ციხეა დღევანდელ რომში რაც შემორჩა და საიდანაც ასწავლიდნენ და ნათლავდნენ თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე, და საიდანაც წაიყვანეს ნერონის ბრძანებით რომის სხვადასხვა კუთხეში საწამებლად, ერთი ნომენტანას გზაზე, პავლე, სადაც თავი მოკვეთეს , მეორე, პეტრე, ვატიკანის გორაზე, ნერონის ბაღებთან ახლოს, სადაც უკუღმა აცვეს ჯვარს...

IPB-ს სურათი


ათი ათასობით ქრისტიანი აღესრულა 64-67 წლებში... 68 წელს კი საფრანგეთის ( გალია) და ესპანეთის ლეგიონები უჯანყდებიან ნერონს, რომელიც რომშიც მოღალატედ გამოაცხადეს, და საკუთარ სასახლეში ჩაკეტილი თავს იკლავს...

ასეთი იყო ყველაზე სისხლიანი პირველი დევნა ქრისტიანთა რომში...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   პირველი საუკუნეების ეკლესია   Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი   KAIROS მეორე სტატიის ა...   Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა   ცოტა დიდი რომ მოვრ...   Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე   ახლა სენკევიჩს ვკი...   Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი   ნახე <_< წიგნი ვინ...   Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე   მთავარია არა საშუ...   Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა   წაიკითხეთ საქმე მო...   Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე   რომელი ეკლესიის? :)   Apr 20 2007, 07:17 PM
მარიამი   [b]ფაბრიციო მანჩინე...   Apr 20 2007, 09:55 PM
KAIROS   საოცარია! არ ვიცო...   Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი   საოცარია! არ ვიც...   Apr 21 2007, 12:18 AM
athos   აქ დავდებ კანადელი...   Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი   გაგრძელება [b]ლატერ...   Apr 21 2007, 12:39 AM
მარიამი   [b]წმ. პეტრეს ტაძარი ...   Apr 21 2007, 12:56 AM
athos   Молитва в определенные час...   Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა   მნათე რომელი ეკლეს...   Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS   მარიამ, არ ველოდი თ...   Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი   [b]ფაბრიციო მანჩინე...   Apr 23 2007, 12:09 PM
athos   ვაგრძელებ ნაწყვეტ...   Apr 23 2007, 07:45 PM
athos   თემში შესვლა არ იყ...   Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი   athos აქვე მცირედი გა...   Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS   შეცდომით სხვა ტექს...   May 3 2007, 01:00 AM
KAIROS   რუსული რომ მოსაწყე...   May 3 2007, 01:40 AM
athos   ნაწყვეტები მინუცი...   May 8 2007, 06:12 PM
KAIROS   საუკეთესო ქადაგე...   May 9 2007, 11:01 AM
KAIROS   გ) და აი დადგა, 54 წელ...   May 9 2007, 12:06 PM
მარიამი   რამდენი ხანია მინდ...   May 10 2007, 08:27 PM
მარიამი   წმინდა აგნესას ტაძ...   May 10 2007, 08:54 PM
athos   მღვდელი სერგი მანს...   May 15 2007, 09:25 PM
ირგე   ეს თარიღი არაა სწო...   May 27 2007, 12:42 PM
Lenus   :) როდის, 33 წლის 30 მარ...   May 30 2007, 10:08 AM
ირგე   Lenus ადრე. ვიდრე 30 წელ...   May 30 2007, 10:26 AM
Lenus   კი. უფრო სწორად ვი...   May 30 2007, 10:58 AM
ირგე   Lenus ვისაუბროთ, კი ბა...   May 30 2007, 11:09 AM
Lenus   ვერა. დაიბადა აშკა...   May 30 2007, 11:44 AM
ირგე   Lenus გახსენი.   May 30 2007, 12:46 PM
KAIROS   მალე გავაგრძელებ, ...   Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS   კიდევ ვაგრძელებ ან...   Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS   კარგა ხანია ეს თემ...   Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი   ძალიან საინტერესო ...   Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS   ამ თემას რატომ არ ა...   Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M   ,,ხალხი ვერ კმაყოფი...   Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba   მე გამახსენდა სტეფ...   Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M   ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ...   Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M   ქრისტიანთა დევნებ...   Jan 16 2015, 09:46 PM
marine   A.V.M :მპუა2:   Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M   I-III საუკუნის , ეკლეს...   Jan 17 2015, 08:47 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Nov 16 2015, 08:29 PM
marine   "იმპერატორმა იულ...   Jul 27 2017, 10:40 PM
marine   "ამ დროს [რომის იმ...   Aug 18 2017, 10:43 AM
marine   "[II საუკუნი მიწურუ...   Aug 22 2017, 11:07 AM
marine   "რომის იმპერიაში ...   Aug 24 2017, 01:33 PM
marine   "II საუკუნის ქრისტ...   Aug 29 2017, 11:22 AM
marine   "რა თქმა უნდა, არც ...   Oct 5 2017, 11:46 AM
marine   "[იულიანე განდგომ...   Nov 30 2017, 10:33 AM
marine   "არ დავფარავ თქვე...   Feb 6 2018, 06:29 PM
marine   "თუ რამდენად სწრა...   Sep 1 2021, 08:16 PM
marine   "პირველი ქრისტია...   Jan 11 2022, 10:17 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 11:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი