სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| aleqsandre |
Nov 14 2006, 11:47 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 476 |
|
![]() ![]() |
| zepp |
May 10 2007, 01:17 AM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 7-February 07 მდებარ.: München,Bayern (D) წევრი № 1,035 |
კამანის მონასტრის მოძღვარი წამებული მამა ანდრია და მისი მეგობარი იური ანუაა მოკლეს აფხაზებმა მასთან ერთად ...
1975 წელს იური ანუაამ პირადად მიიღო კამანის მონასტრის აღდგენაში მონაწილეობა: 1992 წელი კამანი ![]() რწმენისთვის და სამშობლოსთვის წამებული მამა ანდრია ლოცვისას კამანის მონასტერში: ![]() გამორჩეული აფხაზი ადამიანი იური ანუაა კამანის მონასტრის შესასვლელში: ![]() იური ანუაას ქალიშვილის მანანას მონათხრობი 1993 წელს მამა ანდრიას სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ: http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...59&info_id=2247 მორჩილი მარიამი (მანანა ანუა) ჩვენი სახლი რომ დაწვეს (გოგა ხაინდრავას, გენო ადამიას, ჯაბა იოსელიანის სტუმრობის შემდეგ), მამა ანდრიამ გამოიჩინა რაღაც საოცარი ვაჟკაცობა. გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც მან გააკეთა. პირდაპირ ცეცხლში შევარდა და გამოაბრძანა სიწმიდეები. ლოგიკურად წარმოუდგენელი იყო იქიდან უვნებლად გამოსვლა. ძირითადი უმრავლესობა ხატებისა და სიწმინდეების, რაც ჩვენს სახლში იმყოფებოდა, გადაარჩინა მამა ანდრიამ. ამ დღიდან ცოტა ხანი იყო გასული, როცა აფხაზები შემოვიდნენ კამანაში. წინა დღეს ჭურვმა მოკლა ჩემი გაზრდილი ნაგაზი და როცა ეს დავინახე, ცუდად მენიშნა. ამბობენ, რომ როცა ოჯახში ძაღლი კვდება, არის რაღაც უხილავი კავშირი – ვიღაცა მიდის იმ ოჯახიდან. მე მამას ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი, ალბათ, უფალმა ამით გვანიშნა. იმ დღეს რომ წამოვსულიყავით შინიდან, არ ვიცი რა მოგვივიდოდა შემდგომში. მივედით ტაძარში, იქ მამა ანდრია დაგვხვდა და გვითხრა: რა კარგია, რომ მოხვედით, მაგრამ ჩემთვის ცუდიაო ეს. თავის ბერულ ღვაწლზე და განმარტოებაზე ფიქრობდა, რომელშიც ჩვენ – მე, დედა (შემდგომში მონაზონი მარიამი) და მამა ხელს შევუშლიდით. იმ საღამოს დიდხანს თბილად მესაუბრა – მანანა, ხომ კარგიაო სიმდაბლე, რა კარგიაო არა? კი მამაო – მეც დავეთანხმე. აი, შენ თუ გიფიქრია ამ სიტყვებზე – ქვეყანასა ზედა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? აი, მათხოვარიც რომ ზის, ისიც ქვეყანასა ზედა ზისო, - თავისებურად ახსნა ეს. ისიც კი, მათხოვარი ქვეყანასა ზედა დასვა უფალმა, ანუ რაღაცით მაინც აამაღლა. ამ სიმდაბლეში რაღაც სიმაღლე დაინახა მამა ანდრიამ – არაფერი არ სჯობსო ამ სიმდაბლეს. აი, მე მინდა ვიჯდე ქვეყანასა ზედა, მათხოვარივით, გლახაკივით, ყველაზე მეტ ნეტარებას ასეთ ყოფაში გრძნობსო ადამიანი. დილის ხუთი საათი იქნებოდა, მოგვესმა ხმები, რუსული, აფხაზური ლაპარაკი და მივხვდით, რომ "ბოევიკებმა" ღამით გადმოლახეს მდინარე და კამანის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ტაძარში ვიყავით: მე, დედა, მამა და მამა ანდრია. მაშინ გვითხრა მამა ანდრიამ, ახლა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთო მზად, ახლა ისეთი მომენტია, ყველაფერი მოსალოდნელია აბსოლუტურად და ჩვენც ამ წუთებს ღირსეულად უნდა შევხვდეთო. ტაძრის გვერდით იყო ხეიბართა სახლი. მამა ანდრიას ხმები რომ მოესმა, უნდა წავიდე და იმ ხალხს ვუშველოო, გვითხრა. ირგვლივ სროლა მიმდინარეობდა, რაღაც წამებში გადმოიყვანა ისინი. იქ იყო ერთი ოჯახი, სამივე ხეიბარი, და ერთი რუსი ქალი. მერე ძალიან მოფიქრებულად, გადაწყვეტილად გვითხრა: ჩვენ უკვე სიკვდილის წინ ვდგავართ ყველანი და სიკვდილი ახლა ჩვენთვის სხვა რამეს ნიშნავს, მორწმუნეებისთვის, ეკლესიურებისთვის. ახლა ყველასგან მივიღებ აღსარებას, ყველას გაზიარებთ და ეცადეთ, რაც შეიძლება გულწრფელად თქვათ, რადგან თუ სინდისი გაწუხებთ, ყველაფრისგან გათავისუფლდეთო. ჩავაბარეთ აღსარება, ლექსომ (ხეიბარი) არ ისურვა მხოლოდ. ცოტა გონებასუსტი იყო და მამა ანდრიას მისთვის არ უთხოვია აღსარება, უბრალოდ ჰკითხა: შენ გინდა ზიარება? მანდ ხომ თავისუფალი ნება უნდა ყოფილიყო. არაფრით არ დათანხმდა – არა, არა და არაო. ზიარების შემდეგ გვითხრა, ახლა ყველანი გავჩუმდეთ და საკუთარ თავებს ჩავუღრმავდეთ ჩვენს სულში და ვიფიქროთ, რომ რამდენიმე წუთში ან საათში ჩვენ შეიძლება უფლის წინაშე წარვდგეთო. თვითონ ამბიონზე ავიდა და დაჯდა. ასე ჩაფიქრებული იჯდა, მუხლებში თავჩარგული. გარეთ გაჩაღებული სროლა მიდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა, ანუ უკვე დაეცა კამანი. ისმის ხმები რუსულად – გააღეთ ტაძარი. მამაჩემმა მამა ანდრიასაგან აიღო ლოცვა-კურთხევა, რომ გაეღო კარი. მამაჩემი იმწუთასვე გაიყვანეს კონდახების ცემით. ერთი მოვასწარი და ვუთხარი, კურთხევა აიღე მამა ანდრიასგან-თქო. აიღო კურთხევა და ისე წავიდა. წავიდა და წავიდა, მას შემდეგ მამაჩემი აღარ მინახავს. ტაძარში შემოდიან "გამარჯვებულები", გამარჯვების ეიფორიაში მყოფი აფხაზები და მამა ანდრიას ეუბნებიან ძალიან ცინიკურად – не благословишь ли нас,святой отец.. მამა ანდრიას ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი. არანაირი რეაგირება არ მოახდინა მათ სიტყვებზე, იმიტომ, რომ ხედავდა, ეს არ იყო კურთხევისთვის მოსული ადამიანი, ეს იყო გამარჯვებული მეომრის მიერ ფაქტის კონსტატაცია. – მე ვარ გამარჯვებული, რასაც მინდა იმას ვიზამ და მამაოსაც რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებს. მაგრამ ესე არ გამოუვიდათ. მამა ანდრია ძალიან ღირსეულად მოიქცა და პროვოკაციაზე არ წამოეგო. გარიდებული იყო მათგან. ამის შემდეგ მამა ანდრია გაიყვანეს. მეორე დღეს გვითხრეს, თქვენი მოძღვარი მოკლესო. შევედით იმ ოთახში, რეზიდენციის პირველ სართულზე. დავინახე მამა ანდრიას სახე. არ შეიძლება, არ გეგრძნო, რომ შენ ეხები ძალიან დიდს... და ეს იყო სულ სხვა მამა ანდრია, ეს არ იყო ჩვენი მამა ანდრია, თითქოს ასჯერ მეტი იყო ის, ვინც იქ იწვა. მის სახეზე ღიმილის ანარეკლი არასოდეს დამავიწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წუთებში რაღაც დიდ ნუგეშს აგრძნობინებდა უფალი ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის, ეკლესიისთვის და ერისთვის იმ თავგანწირვისთვის, რაც მამა ანდრიამ გამოიჩინა. მამა ანდრიას ჰქონდა კარედი უფლის, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებით. უკვე კამანის აღების დღეს მაჩვენებს ამ კარედს და მეუბნება: აი, შეხედე. იოანე ნათლისმცემლის ხატს თითქოს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... ეს ხომ მისი დღეები იყო – ხუთი, ექვსი ივლისი. შევასვენეთ ტაძარში მამა ანდრიას სხეული და ამბიონზე დავასვენეთ. შვიდ ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს მივაბარეთ მიწას. თითქოს ეს ნიშანი იყო იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრული, ანუ ტყვია მას მოხვდა თავში უკნიდან. ერთი ტყვიით არის მოკლული. ეს იყო ტყვია, რომელიც მთელ სხეულში დადის. ეს ხატიც ჩავაყოლეთ. მამა ანდრიას გარშემო იხრწნებოდა მოკლულთა გვამები. საშინელი, აუტანელი სუნი იდგა ხრწნადი ხორცის. მამა ანდრიას სხეული იყო აბსოლუტურად უხრწნელი ის სამი დღე და მისი თავიდან ისევ მოჟონავდა სისხლი. ჩვენ მას გადავაფარეთ სუდარა, რომელსაც ვაფარებდით მაცხოვრის გარდამოხსნას. ის ცისფერი აბრეშუმის სუდარა შეიღება წითლად და იყო შემაძრწუნებელი. შემოდიოდნენ ეგრეთ წოდებული "გამარჯვებულები". სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები და სხვადასხვა რეაქციას იწვევდა ამ სურათის ხილვა მათში, მაგრამ გულგრილი არც ერთი არ წასულა იმ ტაძრიდან. ზოგს შეიძლება აგრესიაც კი ჰქონდა, მაგრამ შეძრწუნებულებიც იყვნენ, რომ უყურებდნენ ამ უხრწნელ სხეულს ასეთ სიცხეში – ეს წითლად შეღებილი ცისფერი აბრეშუმი, სისხლი ჟონავს... შიში ეუფლებოდათ და ყველაზე აგრესიულებიც კი ცდილობდნენ, ჩქარა გასულიყვნენ ტაძრიდან და მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, რომელიც ყველაზე საშიში იყო ჩვენთვის, მამა ანდრიამ დაგვიცვა ჩვენ. ფიზიკურად თავისი სხეულით გვიცავდა. "ბოევიკები" ვერ ჩერდებოდნენ ტაძარში და ამით გადავრჩით ჩვენ იმ დღეებში. სამი დღის შემდეგ მამა ანდრია მივაბარეთ კამანის წმიდა მიწას. ამაში ჩვენ დაგვეხმარნენ აფხაზი ბიჭი დაურ-დიოდოტი და იქ მყოფი რუსებიც. ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ. მაინც მართლმადიდებლები იყვნენ და რომ დაინახეს, მოძღვარი მოკლულია, ძალიან იმოქმედა მათზე. მამა ანდრია შევახვიეთ ორ სქელ "ადიალაში". ვფიქრობდით, ჭილოფით, ბერულად დაგვემარხა, მაგრამ იქ ძალიან ხრიოკი ადგილი იყო და არ გვინდოდა მისი სხეული დაზიანებულიყო, რადგან დარწმუნებული ვარ, როდესაც დაუშვებს უფალი იმ წუთებსა თუ წამს, როცა ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ამ სიწმიდეს, მამა ანდრია მოგვცემს ნიშანს, რომ მისი წმიდა ნაწილები უფრო გავაპატიოსნოთ და უფრო ღირსეულად დავასვენოთ ტაძარში. მამა ანდრიას გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში იქ ვიყავით. თითქოს ასე უნდა ყოფილიყო. ორმოციდან მეორე თუ მესამე დღეს კამანიდან გაგვიყვანა რაფაელმა (მაჰმადიანი აფხაზი) – ადამიანმა, რომელიც გვიცავდა ჩვენ. მამა ანდრიას საფლავი მისი დახმარებით და უშუალო მონაწილეობით შემოვღობეთ. და იყო აქ ერთი საინტერესო მომენტიც: იმათ, ვინც ამ ომში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარეს (აფხაზებს ვგულისხმობ) და არ იცოდა რატომ ომობდა, ეუბნებოდნენ: შენ იცავ მიწას; იყო ისეთი კატეგორია, ძალიან სუფთად განწყობილი ადამიანებისა, რომელთაც ეგონათ ძალიან პატრიოტულ მისიას ასრულებდნენ. მამა ანდრიას სიკვდილმა იმდენად შეაძრწუნა ისინი, რომ მათ ბზარი გაუჩნდათ რწმენაში, ნამდვილად სწორ საქმეს აკეთებდნენ თუ არა... და აი, დაური-დიოდოტი, ის აფხაზი ბიჭი, ვინც მოგვეხმარა მამა ანდრიას დასაფლავებაში, მოვიდა და გვითხრა, მე არც ერთი ადამიანი არ მომიკლავს ამ ომში და მამა ანდრიას მკვლელი ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, დიდხანს, დიდხანს იჯდა მამა ანდრიას საფლავთან. მერე მოვიდა ჩემთან და მეუბნება, მისი ნაქონი რომელიმე ხატი გამატანეო. წმიდა ნიკოლოზის პატარა ხატი მივეცი და მითხრა: მანანა! მამა ანდრია ხომ მაპატიებსო, მე რომ გუდაუთაში ვიყავი, იქ ჩამოიყვანეს ქართველი ტყვე, რომელსაც ყველა ცუდად ექცეოდა და ცემდა. მითხრეს, შენ რატომ არ ცემო, მე ვუპასუხე, მაინც ტყვეა და მეცოდება-თქო. რას ჰქვია გეცოდება? შენ მოღალატე ხარო... და მეც გავარტყი იმ ტყვეს. ეს ისეთ სიმძიმედ დამრჩა გულში, რომ ჩემი სინდისის წინააღმდეგ წავედი და ახლა მამა ანდრიას რომ შევხედე, უფრო მეტკინა გული. თურმე ამიტომ იჯდა ასე დიდხანს მის საფლავთან. მისგან ითხოვდა შენდობას. ანდრია კრიტელის ხსენების დღე იყო – 17 ივლისი. ეს საწყალი დაური-დიოდოტი, როცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გამოვა ამ ომიდან და გამოგვიყვანს ჩვენც, ხიდის ქვეშ აფეთქებული ჭურვისგან, რომელიც პირდაპირ მოხვედრია მას, დაღუპულა. ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთელ აფხაზურ ჯარში. ასე ამბობდნენ თურმე, მამა ანდრიას მკვლელობის გამო უფალმა დაუშვა ჩვენს ჯარში ასეთი სუფთა ბავშვის სიკვდილიო. დაური კამანში შემოსვლის წინ გუდაუთაში მოინათლა. ასე მგონია, როგორც მაცხოვარმა ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში, ისე მამა ანდრიამ პირდაპირ მოკიდა ხელი დაურს და წაიყვანა სამოთხეში თავისთან. ვიდეო ნახეთ აქ 1992 კამანი: http://www.youtube.com/watch?v=BlKMXaKr68w -------------------- http://www.youtube.com/daxure
|
aleqsandre დროებით დაკარგული მხარეები... Nov 14 2006, 11:47 PM
guri777 მართლა ზალიან ლამა... Nov 14 2006, 11:55 PM
aleqsandre გონსაც მოვალთ და დ... Nov 14 2006, 11:58 PM
guri777 ზალიან ცუდი. დაბრუ... Nov 15 2006, 12:01 AM
aleqsandre აფხაზეთი
http://images.caucasus.ne... Nov 15 2006, 12:13 AM
guri777 აბა ცარმოიდგინე ქა... Nov 15 2006, 12:13 AM
aleqsandre ოსეთი
http://images.caucasus.net/img/713... Nov 15 2006, 12:22 AM
aleqsandre გაგრა
http://images.caucasus.net/img/092... Nov 15 2006, 12:24 AM
guri777 ალექსანდრე მე დგეს... Nov 15 2006, 12:26 AM
aleqsandre ესეც ახალი ათონი.მ... Nov 15 2006, 01:19 AM
aleqsandre http://images.caucasus.net/img/11415c0a80cc7c94f02... Nov 15 2006, 01:27 AM
ninore აუუუუუუუუუუუუ!!... Nov 15 2006, 01:52 AM
Karo Маиа
ამასწინათ ქორწ... Feb 10 2007, 07:03 PM
მარიამი
სასიამოვნოდ გამიკ... Feb 10 2007, 07:11 PM
Karo მარიამი
გასაკვირი ... Feb 11 2007, 04:49 PM
zepp [b]ამ ლინკზე დევს გე... Feb 21 2007, 10:41 AM
zepp ახალი ათონის სამონ... Feb 24 2007, 12:10 PM
zepp სოხუმის რკინიგზის ... Feb 24 2007, 12:29 PM
zepp სასტუმრო აფხაზეთი
... Feb 24 2007, 01:02 PM
zepp სეპარატისტების მე... Feb 24 2007, 01:41 PM
zepp გუდაუთის სადგური
htt... Feb 24 2007, 01:58 PM
salome_tur ძალიან ლამაზი ფოტო... Feb 27 2007, 04:11 PM
ადარნესე რავი ვიწვალე და ეს ... Mar 2 2007, 08:13 PM
natia83 "ვერ ვპოვე სხვა ქ... Mar 13 2007, 01:05 AM
zepp ახლახან ვიპოვე ჩვე... Mar 21 2007, 07:18 AM
შოთა zepp
გაიხარე კაი კაი კ... Mar 21 2007, 11:12 AM
mampali http://img242.imageshack.us/img242/3088/scan10006s... Apr 5 2007, 03:23 PM
salomea07 ღმერთო, რა ლამაზი ს... Apr 5 2007, 04:07 PM
ninucia რა ლამაზი სურათები... Apr 6 2007, 08:48 PM
zepp კოზაკები და დნესტრ... Apr 26 2007, 06:41 PM
shakuna_ :( Apr 26 2007, 07:11 PM
makuna7474 :( :(
იმედია მალე დავ... Apr 26 2007, 07:40 PM
Mr.Leon მუსიკას ვწერ აბხაზ... Apr 26 2007, 10:19 PM
piligrimi
შარშან წიგნი წავი... Apr 27 2007, 12:01 AM
ალექსანდრე მამა ანდრია უდიდეს... Apr 27 2007, 12:13 AM
piligrimi
ეს ფაქტი კიდევ ერთ... Apr 27 2007, 12:18 AM
ubralod ninka ღმერთო ჩემო რა სილ... Apr 28 2007, 07:55 PM
zepp მოვიძიე ახალი ფოტო... May 5 2007, 06:40 AM
zepp მოკვის ტაძარი X-საუ... May 5 2007, 06:59 AM
zepp ანდრია პირველწოდე... May 5 2007, 07:39 AM
zepp კიდევ ერთი ეკლესია... May 5 2007, 08:07 AM
zepp ღმერთმა აცხონოს მა... Jul 5 2007, 09:54 PM
zepp [b]გთხოვთ გავიხსენო... Jul 5 2007, 10:02 PM
ალექსანდრე გაიხარე, ნამდვილად... Jul 5 2007, 10:14 PM
ლეონტი
გაიხარე, ნამდვილა... Jul 5 2007, 11:39 PM
Tamro გაიხარე ეს თარიღი ... Jul 5 2007, 10:55 PM
_Matasi_ მამა ანდრია მართლა... Jul 6 2007, 01:26 AM
თამარი_ცქნაფო მიუხედავად იმისა, ... Jul 6 2007, 01:36 AM
nin100 http://pic5.piczo.com/nin100/?g=44230520 Dec 2 2007, 06:16 PM
მართა zepp
გაიხარე შეხსენე... Dec 2 2007, 06:31 PM
უჩა ღრმად მწამს რომ ეს ... Oct 27 2008, 05:52 PM
A.v.B
ღრმად მწამს რომ ეს ... May 3 2010, 11:44 PM
qartveli_nini
კოზაკები და დნესტ... Oct 28 2008, 02:27 AM
.SaLoMe. http://s003.radikal.ru/i202/1003/c1/2e12a26a8c9e.j... Mar 21 2010, 12:00 AM
უჩა A.v.B
ამინ. ;) May 4 2010, 12:16 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th January 2026 - 10:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი