ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
May 10 2007, 02:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა ეგ შენ გონია ეგრე, თორემ ლამაზად დაგიწერე, რომ ხატები არსებობდა, და ჯერ ამ არსებობაზე შევთანხმდეთ, დამოკიდებულების განსაზღვრა შემდეგი საფეხურია, ასე რომ რაც დაწერე არ შეესაბამება რეალობას... კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ რასაც იძახი კარგად დაუკვირდი. იყო პირველ საუკუნეში ხატთაყვანისცემა? შემდეგ მე დამადანაშაულებ ისტორიის დამახინჯებაში? ციტატა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის რომ ცხონებისათვის საჭიროა, რწმენა, საიდუმლოებებში მონაწილეობა და კეთილი საქმეები ეს ალბათ პავლე მოციქულის რომაელთა და ეფესელთა მიმართ წერილებში წაიკითხე. ან შენ გეშლება რაღაც ან პავლე მოციქულს. არც საიდუმლოებებში მონაწილეობა და არც კეთილი საქმეები არ არის უგულებელყოფილი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ არის გადარჩენის მიღებბის მოთხოვნა. ამ ლოგიკით გამოდის იესომ ჯვარზე იმ ავაზაკს მოატყუა????????? თუ ბიბლიას კარგად შევისწავლით და ცოტა ობიექტურებიც ვიქნებით აშკარად დავინახავთ, რომ ღმერთთან შესარიგებლად, მისი ოჯახის წევრად გასახდომად რწმენით მიღება იმის, რაც იესომ გოლგოთის ჯვარზე ჩემთვის და შენთვის გააკეთა და მადლით გადმოგვცა (ეს პავლე მოციქულის თეოლოგიაა). ამით არ მთავრდება არამედ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ამით იწყება იმ მიზნის აღსრულება, რისთვისაც ადამიანი ედემის ბაღში იქნა მოტავსებული და რასაც მართლმადიდებლური ეკლესია განღვთობას უწოდებს. ცოდვილ ადამიანს ამის უნარი არ გააჩნია. გამოსყიდულს - კი. საიდუმლოებებში მონაწილეობა და კეთილი საქმეები ამის შემდეგ მოდის და არის აუცილებელი ნებისმიერი ქრისტიანისათვის - ამით ჩვენს რწმენას ვაჩვენებთ, ვაჩვენებთ ვის ვეკუთვნით და "რომელი ხის ნაყოფი ვართ". "არა კეთილი საქმეებით, რათა არავინ დაიკვეხნოს" - ქადაგებდა პავლე მოციქული და გასაგებია ყველაფერი. გადარჩენილი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმ დღეებს, რაც ღმერთმა დედამიწაზე საცხოვრებ;ად განუსაზღვრა, იმ მცნებებით რომელიც უფალმა დაგვიტოვა. საიდუმლოებებში მონაწილეობა - მცნებაა ახალ აღთქმაში; კეთილი საქმეები - ესეც მცნებად გვაქვს ქრისტიანებს. მცნება შესასრულებლად, მაგრამ არა გადარჩენის პირობა. ციტატა ამათ თუ გააკეთებ XXI საუკუნეშიც ცხონდები ხატთაყავანისცემა, წმიდათა თაყვანისცემა და ა.შ. გამოგრჩა. ციტატა არაფრის გაიხარე ციტატა მაგრამ ეჭვი დამრჩა, რომ გეწყინა წყენა დაივიწყე. ერთი აზრი რომ არ გვაქვს ზოგირთ საკითხში, იმიტომ ვართ "მართლმადიდებელი ქრისტიანი" და "სახარების რწმენის ქრისტიანი" საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში უკუნისამდე იცოცხლე დულოსი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი