ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
KAIROS |
May 10 2007, 02:56 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იდევ ერთხელ გიმეორებ, რომ რასაც იძახი კარგად დაუკვირდი. იყო პირველ საუკუნეში ხატთაყვანისცემა? შემდეგ მე დამადანაშაულებ ისტორიის დამახინჯებაში? მე კი ისევ გიმეორებ ; იყო ხატი? მერე ვისაუბროთ დამოკიდებულებაზე! ციტატა ამათ თუ გააკეთებ XXI საუკუნეშიც ცხონდები ხატთაყავანისცემა, წმიდათა თაყვანისცემა და ა.შ. გამოგრჩა არ გამომრჩა, უბრალოდ შემდეგ საფეხურად დაგიტოვე ციტატა რა შეგიძლია თქვა ფარისევლებზე და მწიგნობრებზე? ცოტა მკვახედ მეპასუხა პირველად და შევასწორე მერე ... ძალიან ცუდი და უადგილო შედარებაა დულოს, არ გაიმეორო! ფარისევლები და მწიგნობრები არ უნდა შეადარო მსოფლიო ქრისტიანობას! სრული სისულელეა ქრისტეს დაარსებული ეკლესია შეადარო ფარისეველთა და მწიგნობართა სექტათ, ეს მკრეხელობაც კია, თან იმდენად დიდი და უადგილო, რომ ცოტა ლოგიკა თუ გაგაჩნია ამაზე კამათი აღარ უნდა გააგრძელო, უბრალოდ ამას თუ აიკვიატებ, მერე ყველა დიალოგი აზრს კარგავს, ქრისტეს ეკლესია დაარსებული და გავრცელებული მოციქულთა მიერ I-II ს.ში და მან მოიცვა მსოფლიო, იბრძოლა წვალებათა წინააღმდეგ, შეინარჩუნა ჭეშმარიტი სწავლება ათასობით წლებია და შენ კი ფარისეველები და მწიგნობრებიო... საწყენია, შენგან ამის თქმა არ შეიძლება... ციტატა კარგი რაღაცეები უნდა გითხრა შემდეგ. აქამდე რაც დაწერე არაფერი იყო კარგი და ...ციტატა ისტორია ისტორიაა. გამალიელიც ისტორიიდან გამომდინარე მსჯელობდა, მაგრამ დალოდებაც შესტავაზა. ბრძენი კაცი იყო. ისტორია შენი სისუსტეა დულოს და ყოველთვის ცდილობ გვერდი აუარო, ისტორია არაა რაიმე ციტატა, რომელსაც ისე განმარტავ შენ რომ გაწყობს, ისტორია არის შიშველი ფაქტი, რომელიც იქით აშიშვლებს ყოველ სიცრუეს... ასე თუ მას ემალები, იქნებ იკითხო რატომ? გამალიელის ანტიისტორისტად გამოყვანა ისევ უადგილოა... ციტატა პირველ საუკუნეში ეკლესიაში ხატები - ეს აღმოჩენა ვგონებ ტუტენჰამონის სამარხის აღმოჩენას გადაასწრებს. ტუტენჰამონი კი არა, შავით თეთრზე გაჩვენე რომ იყო და როცა ადამიანს არ უნდა მიიღოს, მერე უძნელესია მიაღებინო... ციტატა როგორ განმარტავ ... ამას მნიშვნელობა არა აქვს არგუმენტები რომ არ გქონდა ვიცოდი, მაგრამ ეს რამ დაგაწერინა დულოს? ვიცი, მოძებნი თავის გასამართებლად რაიმეს, მაგრამ ისევ გისვამ კითხვას, და შეეცადე ნათლად გამცე პასუხი: ბიბლიის განმარტებას ვისგან სწავლობ? ვინაა შენი ავტორიტეტი? ( არ გადაუხვიო ახლაც და არ დამიწყო გათანბრება და ა.შ. გათანაბრება არაფერ შუაშია, მე გეუბნები წმ. წერილის განმარტებას ვისგან სწავლობ მეთქი, არც ის დამიწერო, ახლა რაც მომწონს იმას ვღებულობო, თორემ არ იქნება მოტივი ავტორიტეტისა, არამედ შენი არჩევანის, ანუ ისევ შენ ხარ ავტორიტეტი, აბა კარგად გამეცი პასუხი, ნათლად ) ციტატა პეტრეს, ან პავლეს და კიდევ სხვებს ხელი ექავებოდათ, როდესაც ცრუსწავლებების შესახებ აფრთიხელბდნენ ეკლესიებს და მათ შეცდომებს უწორებდნენ? აუფ... შენი აზრით შეცდომა იყო კატაკომებების მოხატვა? კი თუ არა? ციტატა იუდეველებს რომ ჰქონდათ სხვდასხვა გამოსახულებები, ეს ცნობილია. მაგრამ იგივე აღთქმის კიდობანი,შენდობის ადგილით თავისი ქერუბიმებით არასოდეს ყოფილა თაყვანისცემის ობიექტი. წერია სადმე? ეს წმიდა წერილში წერია და სხვა გზა არ გაქვს, ვერ უარყოფ, მაგრამ შემდეგ ისევ ურევ, კიდობანისათვის და წმ. ტაძრისათვის თაყვანი არ უციათ? არ უკმევიათ? წმ. საგნად არ ჩაუთვლიათ? მაშინ რა საჭირო იყო ამდენი აკრძალვები, ხელი არ შეახო, წელიწადში ერთხელ შედი და ა.შ. საქმე იმაშია, რომ შენ არ გინდა ( ვერ კი არა არ ) რომ ციტატა პირველქრისტიანს ისე არ ეშლებოდა ხატი კერპში, როგორც ახლანდელ მართლმადიდებელს ან თუნდაც ძველ ებრაელს ქერუბიმებით რომ აავსო ტაძარი! ასეა, არ უშლიდა არც იუდეველს ქერუბიმი ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემაში ხელს, არც პირველქრისტიანს აბრკოლებდა უფლისათვის მოწამეობაში ხატებით სავსე კატაკომბები, და არც დღევანდელ მართლმადიდებელს არ აქვს ეს პრობლემა. გამოდის, რომ ერთი და იგივე ვწერთ, წინსვლას ვერ ვხედავ, მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ, მიპასუხე შედის თუ არა შენი "სახარების ეკლესია" მლფ-ში? მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციაში? მლფ-მ ემს-ს ( ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) ფარგლებში კმს-თან (კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო) ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია. აბა იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი