ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
May 10 2007, 03:55 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
[quote]არ გამომრჩა, უბრალოდ შემდეგ საფეხურად დაგიტოვე [/quote]
კი არ გამოგრჩა, უბრალოდ ეტყობა შეგრცხვა ამდენი მიგამატებინა გადარჩენის მოთხოვნებისათვის. ნებისყოფა სადამდეც გეყო წერე და მერე გაჩერდი. [quote]ფარისევლები და მწიგნობრებია ხომ მსოფლიო ქრისტიანობა და თქვენ XVIII ს.ში დაბადებული სექტები ხართ ჭეშმარიტები? [/quote] ერთ დროს ქრისტიანობასაც სექტად მიიჩნევდნენ, როგორც ჩანს შენნაირი ლოგიკის მქონე ადამიანები. ვინ როდის დაიბადა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვინ რაზე დგას - ეს არის მნიშვნელოვანი. მე რაც გკითხე, თუ შეგიძლია იმაზე მიპასუხე , თუ არ იცი, თქვი და მერე მე გეტყვი. მე რა მგონია, ეტყობა კარგად ვერ გაგიგია. უკვე მერამდენედ აკეთებ მსგავს "მკითხაობას" - თუ რამის თქმა მინდა, გეტყვი და არ მომერიდება, მიკიბულ-მოკიბულს არ დაგიწყებ. ამიტომ სანამ გაცეცხლდები, ჯერ წესივრად გაიგე აზრი, შემდეგ ისროლე ფრაზები. ვის გულისხმობ "მსოფლიო ქრისტიანობში"? მაინტერესებს ძალიან. [quote]სრული სისულელეა ქრისტეს დაარსებული ეკლესია[/quote] მერამდენედ გთხოვ პირველი საუკუნის ეკლესია ამიღწერე მეთქი და შენ შენსას გაიძახი. [quote]ეს მკრეხელობაც კია, თან იმდენად დიდი და უადგილო, რომ ცოტა ლოგიკა თუ გაგაჩნია ამაზე კამათი აღარ უნდა გააგრძელო [/quote] შენ მელაპარაკები მკრეხელობაზე? ერთი ხელის მოსმით მილიონობით ქრისტიანი ჯოჯოხეთში გაისტუმრე, რათა საკუთარი ტრადიცია დაიცვა. ახლა მე მეუბნევი მკრეხელობაზე, თან მაშინ როდესაც კითხვა დაგისვი, მინდოდა გამეგო თუ იცოდი მწიგნობრები და ფარისევლები ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ. როგორც ჩანს ვერც კითხვას მიხვდი და არც ის გცოდნია ფარისევლები და მწიგნობრები ვინ ყოფილან ან მათი პრობლემა რა იყო. კარგი რა კაიროს, არ გეკადრება ასეთი ლაპარაკი. [quote]აქამდე რაც დაწერე არაფერი იყო კარგი და ...[/quote] ამაზე უნდა გავიცინო??? ნუ ატრიალებ სიტყვებს, კიდევ ერთხელ გიმეორებ, რა გჭირს? იღებ ცემს ციტატას, ატრიალებ და მერე გიხარია. შენი შენი რწმენის უპირატესობის დაცვის გარდა სხვას რომ არაფერს პასუხობ ეგეც ნათელია. ველოდები ბიბლიიდან როდის იტყვი რამეს, მაგრამ როგორც ჩანს, ტყუილად. [quote]ისტორია შენი სისუსტეა დულოს და ყოველთვის ცდილობ გვერდი აუარო[/quote] ჩემი დამოკიდებულებაა არის სხვა ისტორიასტან, ვიდრე შენი. ბრალდებას თუ არგუმენტი და მოტივი არ აქვს ცილისწამებაა. რაში უნდა მჭირდებოდეს გვერდის ავლა ბრალმდებელო? [quote]გამალიელის ანტიისტორისტად გამოყვანა ისევ უადგილოა...[/quote] ეს უკვე მეტისმეტია. რეებს იგონებ? ვინ გამოიყვანა გამალიელი ანტიისტორიკოსად? [quote]არგუმენტები რომ არ გქონდა ვიცოდი, მაგრამ ეს რამ დაგაწერინა დულოს?[/quote] ეს უკვე ნამეტანია, კიდევ იგონებ და მაბრალებ, არ დაიღალე? ცოტა სინდისმაც შეგაწუხოს. რის განმარტებაზე გელაპარაკები წაიკითხე წესივრად, ქართულად არ წერია, რა გემართება? [quote]ბიბლიის განმარტებას ვისგან სწავლობ? ვინაა შენი ავტორიტეტი?[/quote] ამაზე მოგვიანებით მოგწერ. [quote]აუფ... შენი აზრით შეცდომა იყო კატაკომებების მოხატვა? კი თუ არა?[/quote] მე მგონი ქართული დაგავიწყდა ან ჩემზე ხარ გაბრაზებული. გიპასუხებ: კატაკომბების მოხატვა არ იყო შეცდომა. შეკითხები: იყო საჭირო? ოღონდ კითხვას რომ გისვავ და პასუხი გაეცი ნორმალურად და წივილ-კივილს შენებურად არ მოჰყვე. [quote]ეს წმიდა წერილში წერია და სხვა გზა არ გაქვს, ვერ უარყოფ[/quote] მართალი ხარ. რას იზავ აბა? წმიდა წერილში წერია და როგორ უნდა უარვყო? არც უარვყოფ არაფერს სხვას, რაც კიდევ წერია. მაგრამ რაც არ წერია, იმას კი ახლოს არ ვიკარებ. შენ? [quote]მაგრამ შემდეგ ისევ ურევ[/quote] მე არ ვურევ. შენ კი ამატებ. [quote]კიდობანისათვის და წმ. ტაძრისათვის თაყვანი არ უციათ? არ უკმევიათ? წმ. საგნად არ ჩაუთვლიათ? [/quote] ისე ლაპარაკობ, თითქოს ბიბლია ხელში ან მე არ ამიღია ან შენ. სად წერია, რომ თაყვანი სცეს? დაწერე და წავიკითხოთ და ერთად გავარჩიოთ რა ტაყვანისცემა იყო ეს? აბა გელოდები. სად წერია (რამდენიმე ადგილი მაინც მოიყვანე) [quote]მაშინ რა საჭირო იყო ამდენი აკრძალვები, ხელი არ შეახო, წელიწადში ერთხელ შედი და ა.შ. საქმე იმაშია[/quote] ეეეეჰ... კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ბიბლიაში ... კინაღამ წამომცდა. ადგილი დაწერე, წავიკითხოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ. რა აკრძალვები იყო, რატომ იყო ეს აკრძალვები, რა მიზნით და ა.შ. [quote]ასეა, არ უშლიდა არც იუდეველს ქერუბიმი ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემაში ხელს[/quote] შევთანხმდით უკვე დიდი ხანია ამაზე და ნუღარ იმეორებ. ჰგონდათ გამოსახულება და არაერთი, ბევრი. მოდი ახლა დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ. ყველაფერზე კომენტარს ხომ ვერ გავაკეთებ... შენც იხარე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი