IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.)
KAIROS
პოსტი Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438




ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია...
შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს...
აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება:

აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს

http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html

ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება:

http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html

აბა, გელით smile.gif

პატივისცემით,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი May 10 2007, 08:54 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



წმინდა აგნესას ტაძარი „გალავნის გარეთ“
Sant "Agnese fuori le mura"

ეს მონუმენტური კომპლექსი სამი ნაწილისაგან შედგება: წმინდა აგნესას ტაძარი „გალავნის გარეთ“, ეგრეთ წოდებული Coemeterium Agnentis სასაფლაოს შთამბეჭდავი ნანგრევები და წმინდა კონსტანცას მავზოლეუმი. ბაზილიკის და მიმდებარე ტერიტორიის ქვეშ ვრცელი კატაკომბის გვირაბებია, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს 1865-1866 წლებში და მთელი გასული საუკუნის მანძილძე თხრიდნენ. სასაფლაო სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ამათგან ორი კომპლექსის დანარჩენ ნაწილებზე უფრო ძველია, რომლებიც კონსტანტინეს დროინდელია და, როგორც ჩანს, იმპერატორის კერძო სამფლობელოშია აგებული. პირველი ნაწილი, რომელიც ახლანდელი ბაზილიკის მარცხნივ მდებარეობს ყველაზე ძველია და II საუკუნის ბოლო წლებით და III საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მეორე ნაწილი, რომელიც წმ. აგნესას ბაზილიკის უკან იშლება ვია ნომენტანას მიმართულებით, თარიღდება III საუკუნის ბოლოთი და IV საუკუნის დასაწყისით. მესამე, რომელიც ბაზილიკას წმ. კონსტანცას მავზოლეუმთან აკავშირებს, ყველაზე გვიანდელია და IV-V საუკუნეებით თარიღდება. ამ კატაკომბის კედლები ფრესკებით არ ყოფილა შემკული, მაგრამ აღმოჩენილია მრავალი წარწერა, ქვაზე ნაკაწრი და სამგლოვიარო დანიშნულების ნივთი.
წმინდა აგნესას ბაზილიკა ახლანდელი სახით პაპი ონორიუსის (625-638) დროინდელი რეკონსტრუქციის შედეგია. ის აღმართულია ბორცვის კალთაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ხეობისაკენ ეშვება. აფსიდი გაუქმებულია და გადის ვია ნომენტანაზე, ხოლო ფასადი ხეობას გაჰყურებს. ნაგებობა ნაწილობრივ ჩაფლულია ბორცვის ფერდობში და კვეთს უფრო ადრე გაჭრილი კატაკომბის გალერეას. პირველი სართული კატაკომბაშია მოქცეული, უფრო ზუსტად, უკავშირდება წმინდა აგნესას საფლავს, რომელიც დეკიუსის დევნის დროს ეწამა. ზედა, ანუ გალერეების სართული, რომლებიც გვერდითა ნავებისა და სტოას თავზე გადიან, პატარა ხიდით აფსიდის ნაწილში ვია ნომენტანას უკავშირდება. ონორიუსის დროინდელი ბაზილიკა აღმართულია ბორცვის ფერდში თითქმის მთლიანად ჩაფლული კაპელის ადგილას, რომელიც კონსტანტინეს ბაზილიკის თანადროულად აშენდა იმ მიზნით, რომ წმინდანის საფლავზე ტრაპეზი აღმართულიყო. მისი სიმაღლე დადგინდა 0,65 მ. სიღრმეზე ახლანდელი ქოროს ქვეშ. V საუკუნეში ეს კაპელა მცირე ბაზილიკად გადააკეთეს. ამ ორი ნაგებობიდან მცირე ნაწილია შემორჩენილი, მათ შორის, ახლანდელის ქვეშ მოქცეული აფსიდი, რომელიც გაურკვეველია, რომელ შენობას ეკუთვნოდა.
დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, მცირე კაპელის სამხრეთით მდებარეობდა ეგრეთ წოდებული Coeneterium Agnentis, ცირკის მსგავსი დიდი ნაგებობა, სიგრძით 98,30 და სიგანით 40,30 მეტრი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ პერიმეტრის კედლის ნანგრევები და გარსშემოსავლელი დასავლეთის მხარეს.
ეს სტრუქტურა, მძლავრი კედლის გამაგრებით და დიდი მართკუთხა ფანჯრებით, სხვა არაფერია, თუ არა დიდი სასაფლაო ბაზილიკა, რომელიც დაქვრივებულმა კონსტანცამ, კონსტანტინე დიდის ქალიშვილმა, რომში ცხოვრების დროს (338-350) ააგებინა წმინდა აგნესას სახელზე. ნაგებობას წინ ატრიუმი ჰქონდა; ცენტრალური ნავი სიგრძით 80 და სიგანით 17,50 მეტრი იყო.
გვერდითა ნავები აფსიდის ნაწილში ერთმანეთს უერთდებოდა და ქმნიდა ერთიან გარშემოსავლელს. ქოროში შეინიშნება აფსიდიანი ნაწილის კვალი (15 X 5,70), რომლის დანიშნულება დაუდგენელია. უცნობია, როგორი საყრდენები, სვეტები ან ბურჯები ჰქონდა ცენტრალურ ან გვერდითა ნავებს, მაგრამ უდავოა, რომ ორქანობა გადახურვა შეკრული და გამაგრებული იყო ძელებით, იატაკი ფილებით არ იყო მოპირკეთებული და მთელი შიდა სივრცე დაფარული იყო საფლავებით. მსგავსი ნაგებობებია Basilica Apostolorum, (დღევანდელი სან სებასტიანი), წმინდა მარკელინეს და პეტრეს ტაძარი (SS. Marcellino e Pietro) და წმინდა ლავრენტის ტაძარი (San Lorenzo). ყველა მათგანი სასაფლაოდ გამოიყენებოდა (coemeteria subteglata, ანუ დახურული სასაფლაო). დოკუმენტებზე დაყრდნობით, Coemeterium Agnentis, სხვებისგან განსხვავებით, ბაპტისტერიუმი ჰქონია, V საუკუნეში უეჭველად, შესაძლებელია კონსტანტინეს დროიდანვე.
მავზოლეუმში შესასვლელი სამხრეთის ნავიდან ფასადის კედლის ხანს ოდნავ სცილდებოდა. ეს მონუმენტი 350 წელს ააშენეს იმ მიზნით, რომ აქ დაკრძალულიყო კონსტანტინეს ქალიშვილი, კონსტანცა და მისი და ელენე. ეს წრიული გემის მქონე ნაგებობაა, რომელსაც თავიდან გარს ეკრა პორტიკი წინ მართკუთხა ატრიუმით, გვერდებში ორი აფსიდით. ინტერიერს ორ კონცენტრულ სივრცედ ყოფს თაღედით დაკავშირებული 12 შეწყვილებული სვეტი (სურ. 7). რკალის ფორმის გალერიას, რომლის დიამეტრი 22,50 მეტრია, ადგას მოზაიკებით შემკული ნახევარსფერული ფორმის კამარა. ერთ-ერთ მოზაიკაზე გამოსახულია წარმართული წარმომავლობის სცენა: რამდენიმე ყმაწვილი კრეფს, ეზიდება და წურავს ყურძენს (სურ. 8). თემა არაეკლესიურია, მაგრამ მნიშვნელობა აშკარად ქრისტიანულია და უკავშირდება სახარების იმ ეპიზოდს, სადაც ქრისტე თავის თავს ადარებს ვენახს, ხოლო მოწაფეებს - რტოებს (იოანე 15,1-17).

IPB Image
სურ. 7

IPB Image
სურ. 8

შესასვლელში, პერიმეტრის კედელში იდგა წმინდა კოსტანცას სარკოფაგი, რომელიც დღეს ვატიკანის მუზეუმშია დაცული. გვერდითა კედლებზე ორი საფუძვლიანად რესტავრირებული მოზაიკაა შემორჩენილი. ნახევარსფერული გუმბათით დაბოლოებული ცენტრალური ნაწილი ეყრდნობა თაღოვან ფართო ფანჯრებიან მაღალ ტამბურს.

წმინდა საბინა
Santa Sabina

წმინდა საბინას ბაზილიკა აღმართულია ავენტინოს ბორცვზე და მისი ერთი მხარე გაჰყურებს ტიბრის ხეობას. ორიენტირებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. ტაძარი აგებულია უფრო ადრინდელ რამდენიმე ნაგებობაზე, რომელთაგან ზოგიერთი ნაწილობრივ ჩართულია მის სტრუქტურაში, კერძოდ, ერთ-ერთი რომაული სახლის ფასადი. მიაჩნიათ, რომ ეს იყო ტიტულად წოდებული სამრევლო სახლი და ის, ეკლესიის მსგავსად, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. XX საუკუნეში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ბაზილიკას დაუბრუნდა ადრექრისტიანული სახე. მისი შენება დალმატიელმა მღვდელმა, პეტრე ილირიელმა, დაიწყო პაპი კელესტინეს დროს (422-432) სიქსტე III დროს დაასრულა (432-440).
ტაძრის სქემა ძალიან მარტივია: ცენტრალური ნავი, რომელიც აფსიდით მთავრდება და ორი გვერდითა ნავი. ფასადის წინ მდებარე სტოას ორი შესასვლელი ჰქონდა ბაზილიკის მომიჯნავე ორი ქუჩიდან. დასავლეთის შესასვლელი დღეს აღარ არსებობს, აღმოსავლეთისა - დღევანდელ სანტა საბინას ქუჩაზე გადის. ინტერიერში შესასვლელი კარი სამი იყო, დღევანდელი ორის ნაცვლად. მთელი ბაზილიკის სიგრძე, სტოას ჩათვლით 62,98 მეტრია, სიგანე - 24,80 მეტრი. თაღედით დაკავშირებული 24- კორინთული სვეტის ორი რიგი ცენტრალურ ნავს გვერდითა ნავებისაგან ყოფს. ცენტრალური ნავი კარგად ნათდება სვეტების ზემოთ სიმეტრიულად განლაგებული ფანჯრებიდან (სურ. 9). აფსიდი ნათდება სამი დიდი თაღოვანი ფანჯრიდან, ხოლო გვერდითა ნავები უფრო მცირე ზომის სარკმლებიდან. დეკორის დიდი ნაწილი, რომელიც ტაძარს V საუკუნეში ამკობდა, აღარ არსებობს. ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ფრიზი opus sectile - ტონდოებით და კვადრატებით შემკული მარმარილოს ინკრუსტაცია, რომელიც კოლონადის თავზე გადადის.

IPB Image
სურ. 9

სიმეტრიულად, ყოველი კოლონის თავზე გამოსახულია რაიმე საბრძოლო შინაარსის სიმბოლო - მთელს იმპერიაში ქრისტეს და მისი სარწმუნოების გამარჯვების ნიშნად. ზედა ნაწილის მორთულობის კვალი აღარ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, რომ ისიც მარმარილოს ინკრუსტაციები ყოფილიყო. ცენტრალურ ნავშივე, შესასვლელის გვერდითა კედელზე მოზაიკის ფართო ზოლზე შემორჩენილია ლათინური წარწერა, სადაც ნათქვამია: „როდესაც კელესტინე სამოციქულო ღირსების უმაღლეს ხარისხში იყო აღზევებული და მსოფლიოში ბრწყინავდა, როგორც პირველი ეპისკოპოსთაგანი, ეს საოცრება შექმნა რომაელმა, წარმოშობით ილირიელმა მღვდელმა, პეტრემ, კაცმა, ღირსმა ამგვარი სახელის ტარებისა, რადგან დაბადებიდან ქრისტეთი დაპურებული, გლახაკთათვის მდიდარი, საკუთარი თავისთვის გლახაკი, რომელიც გაექცა ამქვეყნიურ სიკეთეს, ღირს იქნა მომავალი ცხოვრების სასოების მოხვეჭისა“. გვერდებზე გამოსახულია ქალის ორი ფიგურა, ეკლესიის აღმოსავლური და დასავლური წარმოშობის მინიშნება: მარცხნივ სინაგოგა ძველი აღთქმის კოდექსით, მარჯვნივ - ეკლესია ახალი აღთქმის კოდექსით. მათ ზემოთ გამოსახული იყვნენ წმინდა პეტრე და პავლე მოციქულები და ოთხი მახარებლის სიმბოლოები.
ბაზილიკის აგების თანადროულია, ალბათ, ცენტრალურ ნავში შესასვლელი ხის კარი, რომელიც კედარის ან კვიპაროსისაა და შემკულია როგორც შიდა, ისე გარე პირზე. შიდა პირის დეკორს წარმოადგენს 18 მართკუთხა ფიცარი (თავიდან 28 იყო), დიდები - ვერტიკალურად, პატარები - ჰორიზონტალურად. ზოომორფული მოტივებით მორთული ჩარჩო ვაზის ორნამენტებითაა შემკული. ფიცრებზე გამოსახულია მოსეს, ილიას და ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდები. იკონოგრაფიაში აირეკლება აღმოსავლური გავლენა, ალბათ, სირიული, და შესაძლებელია დავაკონკრეტოთ მინიატურებით შემკული ხელნაწერის ორი ტიპი: დიდი ფიცრების კომპოზიციები მომდინარეობს ერთ-ერთი გრაგნილის მინიატურებიდან, პატარა ფიცრებისა - ერთ-ერთი კოდექსიდან. ამ თემის ყველაზე ძველი პლასტიკური გამოსახულებაა ჯვარცმა (სურ. 10). ქრისტე გამოსახულია, როგორც სიკვდილის დამთრგუნველი: ღია თვალებით, წვერით და შარავანდის გარეშე, მისი ფიგურა აღმართულია ორ ავაზაკს შორის, რომელთა მოცულობები გაცილებით მცირეა. ჯვრების გამოსახულება მკრთალია, ფიგურები შიშველია და მხოლოდ თეძოზე აქვთ მოხვეული ტილო. ფონზე სამი სტილიზებული ნაგებობაა. ერთ-ერთ ფიცარზე გამოსახულია სამი სასწაული, იოანეს სახარების ეპიზოდები: ქვემოთ - კანას ქორწილი , შუაში - პურის და თევზის გამრავლება და ზემოთ - დაბადებით ბრმის განკურნება (სურ. 11).

IPB Image
სურ. 10

IPB Image
სურ. 11

კარის გარეთა პირზე I საუკუნის ალექსანდრიელი მკურნალის, დიოსკორიდეს ბოტანიკური ტრაქტატით შთაგონებული მცენარეული ორნამენტებია. კარს რესტავრაცია ჩაუტარდა 1836 წელს.

იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა
კონსულტანტი - ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ირმა მათიაშვილი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   პირველი საუკუნეების ეკლესია   Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი   KAIROS მეორე სტატიის ა...   Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა   ცოტა დიდი რომ მოვრ...   Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე   ახლა სენკევიჩს ვკი...   Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი   ნახე <_< წიგნი ვინ...   Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე   მთავარია არა საშუ...   Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა   წაიკითხეთ საქმე მო...   Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე   რომელი ეკლესიის? :)   Apr 20 2007, 07:17 PM
მარიამი   [b]ფაბრიციო მანჩინე...   Apr 20 2007, 09:55 PM
KAIROS   საოცარია! არ ვიცო...   Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი   საოცარია! არ ვიც...   Apr 21 2007, 12:18 AM
athos   აქ დავდებ კანადელი...   Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი   გაგრძელება [b]ლატერ...   Apr 21 2007, 12:39 AM
მარიამი   [b]წმ. პეტრეს ტაძარი ...   Apr 21 2007, 12:56 AM
athos   Молитва в определенные час...   Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა   მნათე რომელი ეკლეს...   Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS   მარიამ, არ ველოდი თ...   Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი   [b]ფაბრიციო მანჩინე...   Apr 23 2007, 12:09 PM
athos   ვაგრძელებ ნაწყვეტ...   Apr 23 2007, 07:45 PM
athos   თემში შესვლა არ იყ...   Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი   athos აქვე მცირედი გა...   Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS   შეცდომით სხვა ტექს...   May 3 2007, 01:00 AM
KAIROS   რუსული რომ მოსაწყე...   May 3 2007, 01:40 AM
athos   ნაწყვეტები მინუცი...   May 8 2007, 06:12 PM
KAIROS   საუკეთესო ქადაგე...   May 9 2007, 11:01 AM
KAIROS   გ) და აი დადგა, 54 წელ...   May 9 2007, 12:06 PM
მარიამი   რამდენი ხანია მინდ...   May 10 2007, 08:27 PM
მარიამი   წმინდა აგნესას ტაძ...   May 10 2007, 08:54 PM
athos   მღვდელი სერგი მანს...   May 15 2007, 09:25 PM
ირგე   ეს თარიღი არაა სწო...   May 27 2007, 12:42 PM
Lenus   :) როდის, 33 წლის 30 მარ...   May 30 2007, 10:08 AM
ირგე   Lenus ადრე. ვიდრე 30 წელ...   May 30 2007, 10:26 AM
Lenus   კი. უფრო სწორად ვი...   May 30 2007, 10:58 AM
ირგე   Lenus ვისაუბროთ, კი ბა...   May 30 2007, 11:09 AM
Lenus   ვერა. დაიბადა აშკა...   May 30 2007, 11:44 AM
ირგე   Lenus გახსენი.   May 30 2007, 12:46 PM
KAIROS   მალე გავაგრძელებ, ...   Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS   კიდევ ვაგრძელებ ან...   Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS   კარგა ხანია ეს თემ...   Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი   ძალიან საინტერესო ...   Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS   ამ თემას რატომ არ ა...   Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M   ,,ხალხი ვერ კმაყოფი...   Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba   მე გამახსენდა სტეფ...   Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M   ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ...   Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M   ქრისტიანთა დევნებ...   Jan 16 2015, 09:46 PM
marine   A.V.M :მპუა2:   Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M   I-III საუკუნის , ეკლეს...   Jan 17 2015, 08:47 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Nov 16 2015, 08:29 PM
marine   "იმპერატორმა იულ...   Jul 27 2017, 10:40 PM
marine   "ამ დროს [რომის იმ...   Aug 18 2017, 10:43 AM
marine   "[II საუკუნი მიწურუ...   Aug 22 2017, 11:07 AM
marine   "რომის იმპერიაში ...   Aug 24 2017, 01:33 PM
marine   "II საუკუნის ქრისტ...   Aug 29 2017, 11:22 AM
marine   "რა თქმა უნდა, არც ...   Oct 5 2017, 11:46 AM
marine   "[იულიანე განდგომ...   Nov 30 2017, 10:33 AM
marine   "არ დავფარავ თქვე...   Feb 6 2018, 06:29 PM
marine   "თუ რამდენად სწრა...   Sep 1 2021, 08:16 PM
marine   "პირველი ქრისტია...   Jan 11 2022, 10:17 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 08:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი