ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
marine |
May 11 2007, 11:07 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დაბადების დღის საჩუქარი
ცას კიბე მივადგი, მინდოდა შენთვის, დაბადების დღეზე, ზეციური საჩუქარი ჩამომეტანა. გზად, უხილავად, შენი მფარეველი ანგელოზი შემომხვდა და შენზე მეჩურჩულა. თურმე ისეთი კარგი ხარ,რომ ადვილად გიცავს ფრთებით. შევჩერდი და მფარველი ანგელოზის წინაშე ვილოცე: ლამაზი ფრთებით დაიფარე მწუხარებისგან, შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა, თუ რამ კეთილი გააჩნია, არ დაივიწყო, ღირსი გახადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა... ........ ცას ადვილად მივაღწიე, მაგრამ შემომაღამდა და საჩუქრებად მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დამხვდა. ყველაფერს ხელი მოვხვიე და წამოგიღე. შენი მფარეველი ანგელოზი წამომეშველა, მაგრამ გზად მთვარე მაინც დამიმძიმდა და უკან დავაბრუნე. მერე თითო კიბეზე თითო დამძიმებულ ვარსკვლავს ვაბრუნებდი. ბოლოს, დედამიწამდე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მსუბუქი, ჩემი ბედის ვარსკვლავი ჩამომყვა და აჰა, შენი იყოს, მიჩუქნია... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი