სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
May 12 2007, 01:03 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გაგრძელება.....
10. მრევლის კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გადაინაცვლებს კათედრისკენ, სადაც იწყება მისი შემოსვა საწირვო შესამოსელით. მანამდე ის განიმოსავს მანტიას და ანაფორას, მოიხსნის კუნკულ-ბარტყულას 11. შემოსვა ხდება სახალხოდ. დიაკონი თითოეული შესამოსლით შემოსვისას დიაკონი წარმოთქვამს სათანადო ლოცვას, ხოლო გუნდი იმეორებს იგივე ლოცვას გალობით 12. შემოსვის შემდეგ წინამძღვარს გამოაქვს სინზე დაბრძანებული სამეუფეო მიტრა, 2 პანაღია და გულსაკიდი ჯვარი, ამ დროს საკურთხევლიდან გამოდიან მნათეები დიკირ-ტრიკირით 13. მიტრის დახურვის შემდეგ, მნათეები მღვდელმთავარს გადასცემენ დიკირს (მარცხ.) და ტრიკირს, რომელსაც იგი აღამაღლებს. ამ დროს პირველი დიაკონი ამბიონზე სახით მისკენ განსაკუთრებული ხმამაღლობით წარმოთქვამს უფლის სიტყვებს, რომელიც მან მოციქულებს უთხრა: ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გუნდი იწყებს ტონ დესპოტინ-ს, ხოლო მღვდელმთავარი 4-ვე მხარეს დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს 14. სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და განლაგდება მღვდელმთავრის მარჯვნივ და მარცხნივ. მეუფე წარმოთქვამს მეუფეო ზეცათაო-ს (ან ქრისტე აღდგა-ს ზატიკში), დიდება მაღალთა შინა... (3-ჯერ), რომლებს შორის 2-ჯერ ჩაერთვის უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ... 15. წირვის წინ წარმოითქმის: დ: ჟამი არს მსახურებად უფლისა, .... მეუფეო გვაკურთხენ მ: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე დ: ამინ. ლოცვა ჰყავ ჩვენთვის... მეუფეო მ: წარგიმართოს უფალმან სლვანი თვისნი დ: ამინ. მოგვხსენე ... მეუფეო მ: მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე დ: ამინ აღნიშნულის შემდეგ იწყება წირვა...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი