ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
ნათია |
May 3 2007, 08:19 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ფორუმელებო ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული რომელიმე ტალანტი, ნიჭი ან ნიჭები. მოგეხსენებათ, ჩვენი მიწიერი ცხოვრების უმთავრესი შინაარსი არის მსახურება, მსახურება ღვთისა და მოყვასის მიმართ, როგორც ყოველდღიურ, პრაქტიკულ, ისე სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ საამისოდ ღმერთი მსახურებისათვის გვჩუქნის სხვადასხვა ნიჭებს, რომელთაც წმ. პავლე მოციქული ჩამოთვლის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (12,7-8), - ნიჭი ქადაგებისა, ნიჭი დამოძღვრა-შეგონებისა, ნიჭი გაჩუქებისა და ქველ-მოქმედებისა და სხვა. ამრიგად, გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია. რადგან ჩვენი ფორუმი მართლმადიდებლურია ურიგო არ იქნებოდა თუ ქველმოქმედებას მივყოფთ ხელს. ანუ შევქმნათ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი და ყოველთვიურად ვისაც რა შესაძლებლობა გვექნება ფინანსურად თუ სულიერად დავეხმაროთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს, თვეში ერთხელ მოვინახულოთ. ეს ჩვენი ფორუმის სახელიც იქნება და ჩვენი კეთილი საქმეც ღვთის წინაშე. მარტო ტაძრების მოლოცვა არაა კეთილი საქმე, საქმითაც უნდა ვქმნათ სიკეთე. ვფიქრობ ეს კარგი იდეა იქნება. თუ უფლის ნებაა განვახორციელებთ და შევძლებთ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავუდგებდით გვერდით. ფორუმელებო შეერთდით უფალმა გაგვაძლიეროს და შეგვაძლებინოს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
May 13 2007, 08:05 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
2007 წლის 13 მაისს სამებაში ფორუმის საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა ესწრებოდნენ: ადმინი - გიორგი, კანონისტი - დავითი, მნათე - ლევანი, დავით ივერიელი - დავითი, ნიკოლოზ-V - ნიკოლოზი, ლექსო-ზეპ - ლექსო, ვალერი, დათიკო, ალექსანდრე, მარინე, იოანა - ანა, მოგზაურა - ნანიკო, მაეასი - სალომე, მაიკონა - მაია, ტ.ლ - ლიკა, სოფია23 - სოფო, ნათია. მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა განვიხილეთ რაც იგეგმება ახლო მომავალში: 1. ამ დღეებში მოხდება ფონდის რეგისტრაცია 2. ბანკში გაიხსნება ანგარიში 3. იგეგმება პატრიარქთან შეხვედრა 4. დაინიშნება არჩევნები 5. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოიზიდავს სპონსორებს 6. საჭიროა რეკლამა 7. იგეგმება ფონდის პრეზენტაცია, სადაც გაიმართება კონცერტი და მოწვეული იქნებიან ბიზნესმენები და ჟურნალისტები. ამ ეტაპისთვის ამის განხორციელებას ვაპირებთ და თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ დაამატეთ და შემდგომში განვიხილოთ გაიხარეთ 2007 წლის 13 მაისი. ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა. ადმინი - გიო, კანონისტი - დავითი ნიკოლოზი მეფესავით გრძნობს თავს იოანა, მაეასი, მოგზაურა და მარინე მარინე, დავით-ივერიელი, ლექსო-ზეპ, მნათე, კანონისტი სოფია-23 - სოფო, ნათია, ნიკოლოზ_V - ნიკოლოზი, ვალერი, მარინე (იმალება), ადმინი - გიორგი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი