სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
May 13 2007, 09:37 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვაგრძელებ.....
25. შესვლის შემდეგ მეუფე აკმევს საკურთხეველს და კანკელის ხატებს. ამ დროს იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა, აგრეთვე დღის და ტაძრის ტროპრები 26. საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი 27. "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის დროს მეუფე გამოდის საკურთხევლიდან, მარჯვენა ხელში უპყრია დიკირი, ხოლო მარცხენაში - ტრაპეზის ჯვარი და აკურთხებს მრევლს შემდეგი სიტყვებით: გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან 28. სახარება იკითხება პირველდიაკვნის მიერ, შუა ტაძარში, პირით საკურთხევლისკენ 29. სახარების კითხვის წინ საკურთხევლიდან გამოაქვთ სამეუფეო ომოფორი, რომლის მტვირთველი მნათე ჩერდება სახარების გვერდით (ან დიაკონს შეაქვს საკურთხეველში) 30. სახარების კითხვაზე დიაკონი იღებს საგანგებო კურთხევას მღვდელმთავრისაგან, რომელიც სრულდება შემდეგნაირად: დ - აკურთხე .... მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა, წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) მ - ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) გცეს შენ კეთილმითხრობაი ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. 31. სახარების დასრულების შემდეგ მეუფე გამოდის აღსავლის კარში და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს. იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა 32. "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს ღია აღსავლის კარში აღესრულება სამეუფეო ხელთბანვა, რის შემდეგაც მღვდელმთავარი გადაინაცვლებს სამკვეთლოში და კვეთს 2 სეფისკვერს 33. დიდი გამოსვლის დროს ბარძიმს გამოაბრძანებს პირველი მღვდელი, ხოლო ფეშხუმს პირველი დიაკონი, ცალკე გამობრძანდება სამეუფეო ომოფორი. 34. მოსახსენებელს წარმოთქვამს მწირველი მღვდელმთავარი, რის დასრულების შემდეგაც მის მოსახსენიებელს ამბობს უპირატესი მღვდელმსახური 35. "რომელნი ქერუბიმთა"-ს შემდეგ აღსავლის კარი რჩება ღია 36. მრწამსის შემდგომ, მას შემდეგ რაც წარმოითქმის ვსდგეთ კეთილად.... მეუფეს საკურთხეველშივე გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, რომლითაც მეუფე გამოდის გარეთ აღსავლის კარით და წარმოთქვამს სამ ლოცვას, რომლის დროსაც ჯვარს გამოსახავს მრევლზე. ეს ლოცვებია: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა - და სულისაცა შენისა თანა ზე გვაქვდინ გულნი - გვაქვს უფლისა მიმართ ვმადლობდეთ უფალსა - ღირს არს და მართალ... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი