![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ვისაუბრო ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში.
დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმში ვარ და ის ტენდენციები რაც მინახავს რეალში, არაა გასაკვირი, რომ სახეზეა აქაც. უკვე რამდენიმე თემაში კამათის და პოლემიკის შემდეგ ერთი უცნაური მომენტი გამოიკვეთა. გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. ამას არ დასჯერდნენ და საქართველოზეც გადმოვიდნენ, აგერ იგივე ჯგუფის მიმდევარნი, თურმე ჩვენი საღვთისმეტყველო სემინაირა-აკადემიის ცნობილი პროფესორის (რომელმაც არა ერთი თაობა გამოზარდა სასულიერო პირებისა) ედიშერ ჭელიძის მართლმადიდებლობასაც აყენებენ ეჭვის ქვეშ და მის ერეტიკულობაზეც კი საუბრობენ მინიშნებით. რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს? ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს. ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
ციტატა მაგრამ რატომ გაქვს ასეთი უცნაური ნიკი მარტო ნოკი კი არა, ავატარაც მაგარი მაქვს არა? ![]() ![]() ![]() ძირითადათ ხდება ისე რომ მარტო იქ ვპოსტავ ხოლმე, სადაც ვთვლი რომ ცდებიან. (ეს არ ეხება მართლმადიდებლურ ფორუმებს)ამის გამო, გამოდის ისე რომ ინკვიზიციას ვეწევი ხოლმე და სახელიც შესაბამისი მაქვს. ციტატა პირველი პოსტი ასეთი მომზადებული, თან ასეთ თემაში რომელიღაც პოსტი ხო უნდა ყოფილიყო პირველი!? საგანგებოდ არ მოვმზადებულვარ. უბრალოდ სრული პასუხი დავდე.![]() -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი