რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
May 13 2007, 11:42 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს. ორიგენის მთავარი არგუმენტი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ''ღმერთი იქნება ყველგან და ყველაფერში'' - მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს? - რას ფიქრომ პავლეს ამ ნათქვამზე? გაგვიხარდა შენი გამოჩენა ზურაბ, საკითხს რაც შეეხება, ეს ერთგვარად ორიგენეს დამახასიათებელი აზროვნებაა, სამწუხაროდ აქ ახლა დრო არა მაქვს, ორიგენეზე ჩავღრმავდეთ, თუმცა ეკლესიის ისტორიაში მალე გავხსნი ახალ თემას და იქ ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ პავლეს სიტყვები დავინახოთ ჯოჯოხეთთან მიმართებაში: ისმის კითხვა, რა შეიცვლება ღმერთის მდგომარეობა მეორედ მოსვლის ან რაღაც დროის ან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ? ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში? ორიგენეს მიერ საკუთარ სწავლებაზე იქნა მორგებული ეს ციტატა და არა პირიქით, სინამდვილეში კი "იქნება"-ში იგულისხმება საბოლოო მშვიდობის, საბოლოო ნეტარების, საბოლოო გარჩევის დამყარება, ეშმაკის საბოლოო დამარცხება და მართალთა სრული და მარადიული ნეტარების დაწყება! რაც შეეხება ორიგენეს ამ სწავლებას, ის ჯაჭვივითაა დაკავშირებული მის სხვა მცდარ სწავლებასთან, სადაც ის ასახელბდა, ეშმაკის დაცემის ნამდვილ მიზეზ "მოყირჭებას", აქ გასაგებია უკვე რომ პირველ ადგილზე არათუ ნებელობითი არჩევანი და მერე ამ მცდარ არჩევანში ურყევი გამყარება კი არ არის წამოწეული, არამედ უბრალოდ მადლში უცვლელი მდგომარეობის "მოყირჭება", ამის საწინააღმდეგო მოყვანილი კონტარგუმენტით შეგვიძლია გამოვყენოთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მამებმა სამოთხისეული ნეტარება შეადარეს ფერდობიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც ყოველ წამში უფროდაუფრო სწრაფად მიდის, ახლა წარმოვიდგინოთ მუდმივი ფერდობი და მუდმივად დაგორებული ლოდი ანუ მუდმივად მატებადი სიჩქარე, მიახლოებით ასეა სამოთხეში და შესაბამისად ასევეა ჯოჯოხეთშიც, თუკი სასუფეველში მუდმივად "უახლოვდებიან" ღმერთს და მუდმივად იზრდება მათი ნეტარება, ჯოჯოხეთში კი პირიქით მუდმივად "შორდებიან" და მუდმივად ზრდადია მათი ტანჯვაც, ერთიც და მეორეც გამოწვეული მხოლოდამხოლოდ თავისუფალი ნებით... ანუ, კარგად დაწერე: ციტატა ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა; მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა; ... და ამ დროს, უფალი უცვლელია როგორც ერთისათვის ასევე მეორესათვის - მას ორივეერთნაირად უყვარს. ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი