![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
Tamro |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 ![]() |
,,მოთმინება იქონიე მწუხარებასა და ავადმყოფობაში და მოუწოდე ქრისტეს, ბაგეზე მუდამ იესოს ლოცვა გქონდეს და მისმა და ჩვენმა უტკბესმა დედამ დაგიფაროს ყოველგვარი ბოროტისაგან,,
,,თქვენი შემწენი ქრისტე და ღვთისმშობელია. მუდამ გულსა და გონებაში გქონდეთ მათი უტკბესი და საწადელი სახელები და ეს საკმარისია მრავალი ლოცვის ნაცვლად. ნუ მწუხარებ იმის გამო, რომ მადლს ვერ პოულობ შენს ლოცვაში. იგი გშორდება რათა მეტი მოსწრაფებით ეძიო. ხოლო როცა მოდის, მეტად გულისხმიერი იყავი, რომ არ დაკარგო. მაგრამ ის ისევ გშორდება და ამრიგად ხდები სრულყოფილი, მოქმედი და გამოცდილი, რომ სხვებიც უსაფრთხოდ ატარო ცხონების გზაზე. ამრიგად, თავს ძალა დაატანეთ და უფრთხილდით ეშმაკის მახეს. რადგან ცათა სასუფეველს ისინი მიიტაცებენ, ვინც თავს აიძულებს.,, ეს სიტყვები ჩემი უსაყვარლესი მამის იოსებ ათონელის სიტყვებია ერთერთი წერილიდან მიწერილი სულიერი შვილებისადმი. მას მრავალი დარიგება აქვს იესოს ლოცვის შესახებ. მე კი ჩემის მხრით დავამატებ მადლობა უფალს რომ ლოცვის სიტყვები მასწავლა და თითთა ჩემთა ასწავა პირჯვრის წერა ! -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი