![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართლმადიდებლურ ეკლესიაში რაც ძალიან მომწონს ეს არის მოძღვრის ინსტიტუტი.
კარგი მოძღვარი როცა გყავს ადამიანს, დიდი ბედნიერებაა. მიკვირს რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი მოძღვრის ნათქვამზე მზად არის კლდიდანაც კი გადახტეს, მაგრამ გუშინ ერთ ეკლესიაში ვიყავი რომლის შესასვლელში თეთრზე შავით ეწერა (და ასე ბევრგან წერია) აკრძალულია ჩართული მობილურით შემოსვლა! მაგრამ თუ პატივს სცემენ მოძღვარს და ეკლესიის წესრიგს, რატომ არ ემორჩილებიან ღვთის მსახურის ამ მოთხოვნას? რა დონემდე უნდა იყოს ადამიანი მოძღვრის, ან სხვა ღვთისმსახურის მორჩილი? რა დროს შეუძლია არ დაემორჩილოს მას? |
![]() ![]() |
di_onise |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
ადრე მეც მქონდა ეგეთი სირცხვილის გრძნობა, მაგრამ შემდეგ მამაომ მითხრა ჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენთვის ეს ყოველივე ნაცნობიაო და თუ კიდე გრცხვენია, ჩემი აქ სირცხვილი გირჩევნია უფალთან შეხვედრისას სირცხვილსო, რადგანაც თუ აღსარებაში არ მოინანიე ცოდვა, განკითხვის დღეს აუცილებლად მოგეკითხება და თანაც ყველას წინაშეო. რაც შეეხება ეკლესიაში სიარულის მიზანს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს
მეგობარმა მომიყვა "სამებაში ვიყავიო წირვაზე და უცებ გვერდიდან ორი გოგოს საუბარი შემომესმა აუ ნახე რა კარგი ბიჭია მიდი რა სანთელი სთხოვეო" ისე კი ჯობია ადამიანი ტაძარში მივიდეს თუნდაც ასეთი მიზნების გამო ვიდრე მთელი დღე ქუჩაში იდგეს სადმე ეგეთ ადგილებში და რაიმე ცუდს აკეთებდეს. მაგრამ ხალხნო მემგონი დროა გამოვფხიზლდეთ, და დავიწყოთ წინსვლა. აუ არავინ ცუდად არ გამიგით არც არავის განკითხვა არ მაქვს მიზნად უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი. აბა წარმატებები ყველას ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი