IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა არის ჯოჯოხეთი
ილია
პოსტი May 2 2007, 10:45 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი?
ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 13 2007, 11:42 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს.

ორიგენის მთავარი არგუმენტი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ
''ღმერთი იქნება ყველგან და ყველაფერში''

- მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს?


- რას ფიქრომ პავლეს ამ ნათქვამზე?



გაგვიხარდა შენი გამოჩენა ზურაბ,

საკითხს რაც შეეხება, ეს ერთგვარად ორიგენეს დამახასიათებელი აზროვნებაა, სამწუხაროდ აქ ახლა დრო არა მაქვს, ორიგენეზე ჩავღრმავდეთ, თუმცა ეკლესიის ისტორიაში მალე გავხსნი ახალ თემას და იქ ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ პავლეს სიტყვები დავინახოთ ჯოჯოხეთთან მიმართებაში: ისმის კითხვა, რა შეიცვლება ღმერთის მდგომარეობა მეორედ მოსვლის ან რაღაც დროის ან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ? ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში? ორიგენეს მიერ საკუთარ სწავლებაზე იქნა მორგებული ეს ციტატა და არა პირიქით, სინამდვილეში კი "იქნება"-ში იგულისხმება საბოლოო მშვიდობის, საბოლოო ნეტარების, საბოლოო გარჩევის დამყარება, ეშმაკის საბოლოო დამარცხება და მართალთა სრული და მარადიული ნეტარების დაწყება!

რაც შეეხება ორიგენეს ამ სწავლებას, ის ჯაჭვივითაა დაკავშირებული მის სხვა მცდარ სწავლებასთან, სადაც ის ასახელბდა, ეშმაკის დაცემის ნამდვილ მიზეზ "მოყირჭებას", აქ გასაგებია უკვე რომ პირველ ადგილზე არათუ ნებელობითი არჩევანი და მერე ამ მცდარ არჩევანში ურყევი გამყარება კი არ არის წამოწეული, არამედ უბრალოდ მადლში უცვლელი მდგომარეობის "მოყირჭება", ამის საწინააღმდეგო მოყვანილი კონტარგუმენტით შეგვიძლია გამოვყენოთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მამებმა სამოთხისეული ნეტარება შეადარეს ფერდობიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც ყოველ წამში უფროდაუფრო სწრაფად მიდის, ახლა წარმოვიდგინოთ მუდმივი ფერდობი და მუდმივად დაგორებული ლოდი ანუ მუდმივად მატებადი სიჩქარე, მიახლოებით ასეა სამოთხეში და შესაბამისად ასევეა ჯოჯოხეთშიც, თუკი სასუფეველში მუდმივად "უახლოვდებიან" ღმერთს და მუდმივად იზრდება მათი ნეტარება, ჯოჯოხეთში კი პირიქით მუდმივად "შორდებიან" და მუდმივად ზრდადია მათი ტანჯვაც, ერთიც და მეორეც გამოწვეული მხოლოდამხოლოდ თავისუფალი ნებით... ანუ, კარგად დაწერე:
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა;
... და ამ დროს, უფალი უცვლელია როგორც ერთისათვის ასევე მეორესათვის
- მას ორივეერთნაირად უყვარს.


ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!!


იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი May 15 2007, 07:06 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ღმერთმა გადლოცოთ smile.gif

ციტატა(KAIROS @ May 13 2007, 11:42 PM) *
ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში?

ჭეშმარიტად!
სწორედ ესაა, ასე ვთქვათ - საკითხის ქვაკუთხედი.
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა


***

ჯოჯოხეთის მცნების არსის აღთქმა საკმაოდ სტერეოტიპული და დამახინჯებულია.
აქ თავი რომ არ მოგაწყინოთ საკუთარი ლაქლაქით:

- დაინტერესებულთ მსურს შევთავაზო ჩემი ერთი ძალიან საყვარელი და პატივცემული
ქრისტიან ღვთისმეტყველის ნაშრომი. მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს მოს ერთ-ერთ განთქმულ ნაწარმოებს, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება.
არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები
ძალზედ პოზიტიურად უყურებენ სხვა ქრისტიანული კონცეფციის წარმომადგენელი ღვთისმეტყველის მოსაზრებებს.
ინგლისელი ღვთისმეტყველ კლავ ლუისის მიერ, XX საუკუნის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებებზე დაფუძნებულ ფართოდ ჩამოყალიბებულ აზრებს, ხშირად მოისმენთ იგივე (აქ ხშირად ნახსენები) კურაევისა თუ ოსიპოვის ლექციებში.

მაშ ასე, მოთხრობის მოკლე შინაარსი:
ტრადიციულად, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში სამოგზაუროდ მოემართება ავტობუსი;
ჯოჯოხეთის ბინადარნი ათვალიერებენ სამოთხეს, ხვდებიან თავის ძველ ნაცნობებს...
მათ შეუძლიათ სამოთხეში დარჩენა...
ძველი ნაცნობები, ახლობლები, საყვარელი ხალხი, თხოვენ რომ დარჩნენ...
მაგრამ.... მათ ეს არ შეუძლიათ! ... უბრალოდ აღარ შეუძლიათ..
ისინი თავად კეტავენ ჯოჯოხეთის კარს..
.


Клайв Стейплз Льюис
''Расторжение брака''

http://www.predanie.ru/mp3/Lewis/
http://www.tvspas.ru/audioarhiv01/1audiobooks_names/?ID=3744

***

KAIROS
რაც შეეხება ორიგენს... აქ მართლაც ძააალიან ბევრის თქმა შეიძლება.
არ დავმალავ- მას მე სიმპატიით ვუყურებ.

მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული წმ. ბასილი დიდი და მართლმადიდებლობაში, ღვთისმეტყველობის [დიდი ასოთი] წოდების სამი მქონედან ერთ-ერთი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი , მას საკუთარ მასწავლებლად მოიხსენიებნენ;
ეპისკოპოსი წმ. დიონის ალექსანდრიელი, რომელმაც საველის ერესი საეკლესიო კრებაზე (261წ.) ანათემას გადასცა, ორიგენის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა;
რომელიც (ორიგენი) 18 წლის ასაკიდან, 30 წელიწადი ხელმძღვანელობდა განთქმულ სასულიერო სასწავლებელს ალექსანდრიაში.

ქრისტიანობის დასაცავად და ასევე მისიონერული საქმიანობისათვის, ორიგენი მიმართავდა ფილოსოფიას და ეძებდა საერთოს ბიბლიურ სიბრძნესა და საყოველთაოდ აღიარებულ ელინთა ფილოსოფიას შორის. თავისთავად ეს, ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო ეტაპი იყო ქრისტიანულ ღვთისმეტყველობაში

სხვათაშორის, ერესთან ჭიდილში ის მკაცრად იცავდა იმ დროისათვის
ეკლესიაში არსებულ ტრადიციულ ხედვასა და გავრცელებულ აზრს;
ფაქტობრივად იმას რასაც ჩვენც ვიზიარებთ; მაგრამ რატომ და როგორ ვიზიარებთ?!
ეს ჯერ კიდევ უნდა გაცხადებულიყო/ახსნილიყო...
მაშინ კი, დასაწყისში, ქრისტიანული ღვთისმეტყველობა პირველ ნაბიჯებს დგავდა;
ამიტომ დეცემა, ხშირად განპირობებული იყო არა სუბიექტური შეხედულობებისაგან,
არამედ არსებული ობიექტური ფაქტორებისაგან.

სამწუხაროდ, ორიგენის მოსწავლეებმა და მიმდევრებმა იმდაგვარად შეავსეს/ხელზე დაიხვიეს მისი სწავლება, რომ მისი სიკვდილიდან 300 წლის მერე - სწავლება ერესად შეირაცხა.

უფრო მეტსაც ვიტყვი, ის რაც ამ თემას ეხება

მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული, წმიდა ბასილ დიდის საქმის გამგრძელებელი,
ეკლესიის მამა, განთქმულ კაპადოკიელთა წარმომადგენელი წმიდა გრიგოლ ნოსელის
ინიციატივით კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დადგინდა ეკლესიის
უდიდესი მამა და ღვთისმეტყველი დიდი ასოთი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - რომელიც
იზიარებდა ''აპოკატასტასის'' [(a)pokata/stasij] იდეას,
... და რაც 543 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებაზე ანათემას გადაეცა.

(a)pokata/stasij - ბერძ. ''აღდგენა, დაბრუნება საწყის მდგომარეობაში''
სწავლების არსი: საბოლოოდ ყოველგვარი ბოროტება მოისპობა, ყველა გადარჩება,
ჯოჯოხეთი არ აიარსებებს...

სწავლების ფუძემდებელი - ორიგენი


sofi89
ზევით ნათქვამი შემიძლია შევავსო ხსენებული კითხვა/პასუხით

I კორინთელთა მიმართ 15:28.
ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი,
მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას,
რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი,
რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.


ციტატა
- Здравствуйте, уважаемый отец Рафаил!

''Когда же все покорит Ему,
тогда и Сам Сын покорится Покорившему все Ему,
да будет Бог все во всем.'' [IКор.15:28]

Бог будет "Все во всем" - т. э. Во время Своего последнего пришествия Иисус Христос поставит последнюю точку в Своей победе над дьяволом и затем Бог - Отец, Сын и Святой Дух - будет править всем творением.
- А как же Ад?
- Не указывает ли это на тот факт, что в конце концов Ад как токового не станет?
- Исходя из этого, куда денутся грешники?


Архимандрит Рафаил:
- Зураб! Ад будет вычеркнут из памяти Божьей и предан забвению. Сатана и грешники хоть существуют, но они не живы, - они духовные мертвецы. Ад – это антибытие, это вечная смерть без уничтожения. Поэтому, под словом "все во всем" подразумеваются те, кто имеют вечную жизнь. Так, например, самое загадочное из числовых знаков "нуль" сам по себе, вне других чисел – существует и не существует. Не существует в том смысле, что он указывает на отсутствие, а не на присутствие. Ад – это отсутствие жизни, это темный негатив бытия. Он выпал из любви Божией, выпал из памяти святых и превратился в великое ничто. Эту мысль трудно понять, так как у нас другие категории бытия. Помоги вам, Господи.


ანუ... მამა რაფაელის აზრით: ჯოჯოხეთი იარსებებს, მაგრამ დავიწყებული იქნება, უფლის მეხსიერებიდან ამოვარდება და ა.შ. ამიტომ როდესაც ნათქვამია, რომ უფალი იქნება ყველგან და ყოველივეში - ამ ყველაფერში არშედის ე. წ. ''დავიწყებული ჯოჯოხეთი''

მე ვერ დავეთანხმე ამ მოსაზრებას და ამის შესახებ არაერთხელ გამოვთქვი აზრი აქ...
უფალი ყველგან არის და იქნება... უბრალოდ
ციტატა
ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა;
მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა

გაიხსენე როგორ თხოვდნენ ავი სულები მაცხოვარს: - განგვშორდი, ნუ გვაწვალებ, ნუ გვტანჯავ...


უფალო შეგვიწყალე.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ilia_7   რა არის ჯოჯოხეთი   May 2 2007, 10:45 PM
miss_kartveli   ღმერთმა ადამიანს უ...   May 2 2007, 10:48 PM
makuna7474   ცოტა რთული თემაა დ...   May 2 2007, 10:54 PM
მარიამი   მე მაქვს კარგი წიგ...   May 2 2007, 11:04 PM
ilia_7   აქდან ადამიანები ...   May 2 2007, 11:12 PM
ეკუმენისტი   აქდან ადამიანები ...   May 2 2007, 11:40 PM
დათიკო   makuna7474 მოძღვრის გარე...   May 2 2007, 11:42 PM
ilia_7   მოწყალებას გაცემე...   May 2 2007, 11:58 PM
ai gogoo   მე იმას გავიმეორებ...   May 3 2007, 12:23 AM
ალექსანდრე   ilia_7 როგორც ყოველთვ...   May 3 2007, 12:40 AM
KAIROS   http://church.ge/index.php?showtopic=1558&...t=0...   May 3 2007, 12:58 AM
მეხელი   შეკითხვები მაქვს. ...   May 3 2007, 11:17 AM
KAIROS   მეხელი, აჯობებს ბო...   May 3 2007, 12:01 PM
KAIROS   დამხმარე ლიტერატუ...   May 3 2007, 12:38 PM
Dulos   თავად გჯერავს, რო...   May 3 2007, 02:39 PM
orthodox_82   თავად გჯერავს, რომ ...   May 3 2007, 05:24 PM
afxazi   Dulos შენ არ გჯერა?   May 3 2007, 02:53 PM
მეხელი   KAIROS, მადლობას გიხდი...   May 3 2007, 03:48 PM
lado s   შეგახსენებთ, რომ ს...   May 3 2007, 05:54 PM
მეხელი   რაც შეეხება წმ. გრ...   May 4 2007, 01:29 PM
marita26   მეც მწამს რომ შეიძ...   May 3 2007, 05:49 PM
sofi89   მე პირადად ნამდვი...   May 3 2007, 06:51 PM
ai gogoo   ai gogoo ე.ი. შენი მოძღვ...   May 3 2007, 09:50 PM
marita26   sofi89 მეც მსმენია მაგ ...   May 3 2007, 08:08 PM
ilia_7   როგერ შეილება მივ...   May 3 2007, 09:21 PM
marita26   ilia_7 მერე შეიძლება ს...   May 3 2007, 09:30 PM
ilia_7   ანუ ადამიანის ლოც...   May 3 2007, 09:44 PM
marita26   ilia_7 არა მარტო ლოცვი...   May 3 2007, 09:45 PM
ilia_7   მე იმის მჯერა რომ მ...   May 3 2007, 09:49 PM
marita26   ilia_7 რათქმაუნდა უფლი...   May 3 2007, 09:52 PM
adamis_nekni   რავიცი, ჯოჯოხეთი ა...   May 3 2007, 09:53 PM
ilia_7   KAIROS ჯოჯოხეთში ადამ...   May 3 2007, 09:56 PM
ეკუმენისტი   KAIROS ჯოჯოხეთში ადამ...   May 3 2007, 09:58 PM
მხევალი ნინო   sofi89 ეს ცოტა კითხვი...   May 4 2007, 01:39 PM
Dulos   მე არ მჯერა. არც ბი...   May 4 2007, 04:22 PM
ეკუმენისტი   მე არ მჯერა. არც ბი...   May 4 2007, 07:03 PM
marita26   Dulos აბა რატომ მოგვიწ...   May 4 2007, 04:24 PM
მხევალი ნინო   Dulos ????????????????????? ბევრზე ...   May 4 2007, 04:32 PM
sofi89   ილია, რა თქმა უნდა, ...   May 4 2007, 07:11 PM
ეკუმენისტი   [center]ჯოჯოხეთური სატ...   May 4 2007, 07:13 PM
ილია   ეკუმენისტი მადლობ...   May 5 2007, 08:24 PM
KAIROS   ნინოს გაუმარჯოს, ...   May 5 2007, 08:56 PM
ეკუმენისტი   ცხონება სულის მდგ...   May 5 2007, 10:47 PM
KAIROS   ვერა, მაგრამ ის მხ...   May 6 2007, 11:37 AM
ეკუმენისტი   ჩვენი არცერთი გულ...   May 6 2007, 02:02 PM
KAIROS   რათქმაუნდა, ასწავ...   May 6 2007, 05:56 PM
ზურა   KAIROS კარგი გამარჯობა...   May 13 2007, 03:09 PM
ილია   ხო საინტერესო საკ...   May 13 2007, 03:41 PM
დათიკო   ზურა როგორ მოგვანა...   May 13 2007, 07:35 PM
ზურა   ღმერთმა გაგიმარჯო...   May 13 2007, 08:58 PM
დათიკო   ზურა :მპუა: "მოკვ...   May 13 2007, 09:26 PM
KAIROS   გაგვიხარდა შენი გ...   May 13 2007, 11:42 PM
ზურა   ღმერთმა გადლოცოთ :) ...   May 15 2007, 07:06 PM
Iona   ჯოჯოხეთი?... ნამყოფ...   May 14 2007, 12:12 AM
ეკუმენისტი   ჯოჯოხეთი?... ნამყოფ...   May 14 2007, 12:26 AM
ekusia   ჯოჯოხეთი ერთადერთ...   May 14 2007, 12:21 AM
ნათია   ჯოჯოხეთი - ეს არის ა...   May 14 2007, 12:55 AM
sofi89   :კი: არ უნდა დაგვავ...   May 14 2007, 06:34 PM
KAIROS   მგონი გავეცი პასუ...   May 14 2007, 07:17 PM
Iona   სრულიად ვერა მაგრ...   May 14 2007, 08:38 PM
sofi89   მადლობ... ახლა ერთ-ე...   Jun 2 2007, 11:27 PM
ზებედე   მადლობ... ახლა ერთ-ე...   Jun 4 2007, 03:26 AM
ეკუმენისტი   მადლობ... ახლა ერთ-ე...   Jun 4 2007, 10:20 PM
inkvizitor   კეთილო ხალხო! დეი...   Jun 5 2007, 10:52 AM
sofi89   წიგნს ჰქვია "ჩევნ...   Jun 9 2007, 08:15 PM
sofi89   ეს შეიძლება პირობ...   Jun 9 2007, 09:22 PM
KAIROS   სოფი შეეშვი ამ ზღ...   Jun 9 2007, 09:41 PM
sofi89   ok,არც მე მინდა მაგა...   Jun 10 2007, 07:12 PM
inkvizitor   ვისაც გგონიათ რომ ...   Jun 10 2007, 08:47 PM
KAIROS   ხუმრობდი მეგონა, ა...   Jun 10 2007, 09:00 PM
death   ჯოჯოხეთის მდებარე...   Jun 10 2007, 10:43 PM
KAIROS   :D მაგარია :D გაგვიმ...   Jun 10 2007, 10:58 PM
death   :D მაგარია :D გაგვიმ...   Jun 11 2007, 12:05 AM
KAIROS   ეჰეჰე,საღოლ! ესეც...   Jun 11 2007, 12:02 PM
death   ეჰეჰე,საღოლ! ესეც...   Jun 12 2007, 07:09 PM
sofi89   შეგეშალა,სვანი არ ...   Jun 11 2007, 02:30 PM
shota1   ჩემი აზრით ჯოჯოხეთ...   Jun 11 2007, 05:10 PM
agmsarebeli   ჯოჯოხეთი მარადიულ...   Jun 15 2007, 01:46 PM
ზებედე   ან კიდევ ისეთი კატ...   Jun 15 2007, 06:13 PM
agmsarebeli   [განსაწმენდელი რა ...   Jun 17 2007, 07:06 PM
ზებედე   [განსაწმენდელი რა ...   Jun 17 2007, 10:11 PM
agmsarebeli   [რა დავწერე და თუ მი...   Jun 17 2007, 10:26 PM
ზებედე   [რა დავწერე და თუ მ...   Jun 17 2007, 10:47 PM
agmsarebeli   [შეწყალებულ იქნები...   Jun 18 2007, 05:41 PM
afxazi   agmsarebeli განსაწმედელს ...   Jun 15 2007, 04:44 PM
ალექსანდრე   ვინმეს შეუძლია გამ...   Jun 15 2007, 06:21 PM
ზებედე   ვინმეს შეუძლია გა...   Jun 16 2007, 04:55 PM
KAIROS   პასუხს მაგ კითხვა...   Jun 16 2007, 09:01 PM
death   მაშინ სადაა აბრაა...   Jun 16 2007, 11:08 PM
ზებედე   აბრამმა ბინა გაყი...   Jun 17 2007, 12:06 AM
death   მოგიტევოს უფალმა......   Jun 17 2007, 12:17 AM
ზებედე   ვახ კაცო, მოდი მაში...   Jun 17 2007, 12:30 AM
death   რა უაზრო შედარება...   Jun 17 2007, 12:41 AM
ზებედე   აბრამის წიაღი არ ი...   Jun 17 2007, 12:55 AM
death   ზებედე როგორ ჩანს, ...   Jun 18 2007, 06:24 PM
ალექსანდრე   KAIROS ეს ყველაფერი კა...   Jun 16 2007, 11:37 PM
KAIROS   აბრამიის წიაღის არ...   Jun 17 2007, 11:30 AM
Sotiris   ამ პოლემიკაში ჩართ...   Jun 18 2007, 05:30 PM
KAIROS   მოდი ახლა ალექსან...   Jun 17 2007, 11:43 AM
KAIROS   სოტირისს, აშკარად ...   Jun 18 2007, 06:17 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 11:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი