სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
![]() ![]() |
| KAIROS |
May 13 2007, 11:42 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კითხვა ეხება ''ჯოჯოხეთის მარადიულობის'' საკითხს. ორიგენის მთავარი არგუმენტი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ''ღმერთი იქნება ყველგან და ყველაფერში'' - მაშ მოვა დრო და ჯოჯოხეთიც აღარ იარსებებს? - რას ფიქრომ პავლეს ამ ნათქვამზე? გაგვიხარდა შენი გამოჩენა ზურაბ, საკითხს რაც შეეხება, ეს ერთგვარად ორიგენეს დამახასიათებელი აზროვნებაა, სამწუხაროდ აქ ახლა დრო არა მაქვს, ორიგენეზე ჩავღრმავდეთ, თუმცა ეკლესიის ისტორიაში მალე გავხსნი ახალ თემას და იქ ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ პავლეს სიტყვები დავინახოთ ჯოჯოხეთთან მიმართებაში: ისმის კითხვა, რა შეიცვლება ღმერთის მდგომარეობა მეორედ მოსვლის ან რაღაც დროის ან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ? ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში? ორიგენეს მიერ საკუთარ სწავლებაზე იქნა მორგებული ეს ციტატა და არა პირიქით, სინამდვილეში კი "იქნება"-ში იგულისხმება საბოლოო მშვიდობის, საბოლოო ნეტარების, საბოლოო გარჩევის დამყარება, ეშმაკის საბოლოო დამარცხება და მართალთა სრული და მარადიული ნეტარების დაწყება! რაც შეეხება ორიგენეს ამ სწავლებას, ის ჯაჭვივითაა დაკავშირებული მის სხვა მცდარ სწავლებასთან, სადაც ის ასახელბდა, ეშმაკის დაცემის ნამდვილ მიზეზ "მოყირჭებას", აქ გასაგებია უკვე რომ პირველ ადგილზე არათუ ნებელობითი არჩევანი და მერე ამ მცდარ არჩევანში ურყევი გამყარება კი არ არის წამოწეული, არამედ უბრალოდ მადლში უცვლელი მდგომარეობის "მოყირჭება", ამის საწინააღმდეგო მოყვანილი კონტარგუმენტით შეგვიძლია გამოვყენოთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მამებმა სამოთხისეული ნეტარება შეადარეს ფერდობიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც ყოველ წამში უფროდაუფრო სწრაფად მიდის, ახლა წარმოვიდგინოთ მუდმივი ფერდობი და მუდმივად დაგორებული ლოდი ანუ მუდმივად მატებადი სიჩქარე, მიახლოებით ასეა სამოთხეში და შესაბამისად ასევეა ჯოჯოხეთშიც, თუკი სასუფეველში მუდმივად "უახლოვდებიან" ღმერთს და მუდმივად იზრდება მათი ნეტარება, ჯოჯოხეთში კი პირიქით მუდმივად "შორდებიან" და მუდმივად ზრდადია მათი ტანჯვაც, ერთიც და მეორეც გამოწვეული მხოლოდამხოლოდ თავისუფალი ნებით... ანუ, კარგად დაწერე: ციტატა ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა; მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა; ... და ამ დროს, უფალი უცვლელია როგორც ერთისათვის ასევე მეორესათვის - მას ორივეერთნაირად უყვარს. ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა ჩაკეტილი!!! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
| ზურა |
May 15 2007, 07:06 PM
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
ღმერთმა გადლოცოთ
ან რა ახლა არაა ღმერთი ყველგან და ყველაფერში? ჭეშმარიტად! სწორედ ესაა, ასე ვთქვათ - საკითხის ქვაკუთხედი. ციტატა ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა; მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა *** ჯოჯოხეთის მცნების არსის აღთქმა საკმაოდ სტერეოტიპული და დამახინჯებულია. აქ თავი რომ არ მოგაწყინოთ საკუთარი ლაქლაქით: - დაინტერესებულთ მსურს შევთავაზო ჩემი ერთი ძალიან საყვარელი და პატივცემული ქრისტიან ღვთისმეტყველის ნაშრომი. მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს მოს ერთ-ერთ განთქმულ ნაწარმოებს, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება. არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ძალზედ პოზიტიურად უყურებენ სხვა ქრისტიანული კონცეფციის წარმომადგენელი ღვთისმეტყველის მოსაზრებებს. ინგლისელი ღვთისმეტყველ კლავ ლუისის მიერ, XX საუკუნის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებებზე დაფუძნებულ ფართოდ ჩამოყალიბებულ აზრებს, ხშირად მოისმენთ იგივე (აქ ხშირად ნახსენები) კურაევისა თუ ოსიპოვის ლექციებში. მაშ ასე, მოთხრობის მოკლე შინაარსი: ტრადიციულად, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში სამოგზაუროდ მოემართება ავტობუსი; ჯოჯოხეთის ბინადარნი ათვალიერებენ სამოთხეს, ხვდებიან თავის ძველ ნაცნობებს... მათ შეუძლიათ სამოთხეში დარჩენა... ძველი ნაცნობები, ახლობლები, საყვარელი ხალხი, თხოვენ რომ დარჩნენ... მაგრამ.... მათ ეს არ შეუძლიათ! ... უბრალოდ აღარ შეუძლიათ.. ისინი თავად კეტავენ ჯოჯოხეთის კარს... Клайв Стейплз Льюис ''Расторжение брака'' http://www.predanie.ru/mp3/Lewis/ http://www.tvspas.ru/audioarhiv01/1audiobooks_names/?ID=3744 *** KAIROS რაც შეეხება ორიგენს... აქ მართლაც ძააალიან ბევრის თქმა შეიძლება. არ დავმალავ- მას მე სიმპატიით ვუყურებ. მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული წმ. ბასილი დიდი და მართლმადიდებლობაში, ღვთისმეტყველობის [დიდი ასოთი] წოდების სამი მქონედან ერთ-ერთი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი , მას საკუთარ მასწავლებლად მოიხსენიებნენ; ეპისკოპოსი წმ. დიონის ალექსანდრიელი, რომელმაც საველის ერესი საეკლესიო კრებაზე (261წ.) ანათემას გადასცა, ორიგენის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა; რომელიც (ორიგენი) 18 წლის ასაკიდან, 30 წელიწადი ხელმძღვანელობდა განთქმულ სასულიერო სასწავლებელს ალექსანდრიაში. ქრისტიანობის დასაცავად და ასევე მისიონერული საქმიანობისათვის, ორიგენი მიმართავდა ფილოსოფიას და ეძებდა საერთოს ბიბლიურ სიბრძნესა და საყოველთაოდ აღიარებულ ელინთა ფილოსოფიას შორის. თავისთავად ეს, ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო ეტაპი იყო ქრისტიანულ ღვთისმეტყველობაში სხვათაშორის, ერესთან ჭიდილში ის მკაცრად იცავდა იმ დროისათვის ეკლესიაში არსებულ ტრადიციულ ხედვასა და გავრცელებულ აზრს; ფაქტობრივად იმას რასაც ჩვენც ვიზიარებთ; მაგრამ რატომ და როგორ ვიზიარებთ?! ეს ჯერ კიდევ უნდა გაცხადებულიყო/ახსნილიყო... მაშინ კი, დასაწყისში, ქრისტიანული ღვთისმეტყველობა პირველ ნაბიჯებს დგავდა; ამიტომ დეცემა, ხშირად განპირობებული იყო არა სუბიექტური შეხედულობებისაგან, არამედ არსებული ობიექტური ფაქტორებისაგან. სამწუხაროდ, ორიგენის მოსწავლეებმა და მიმდევრებმა იმდაგვარად შეავსეს/ხელზე დაიხვიეს მისი სწავლება, რომ მისი სიკვდილიდან 300 წლის მერე - სწავლება ერესად შეირაცხა. უფრო მეტსაც ვიტყვი, ის რაც ამ თემას ეხება მართლმადიდებლობის სვეტად წოდებული, წმიდა ბასილ დიდის საქმის გამგრძელებელი, ეკლესიის მამა, განთქმულ კაპადოკიელთა წარმომადგენელი წმიდა გრიგოლ ნოსელის ინიციატივით კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დადგინდა ეკლესიის უდიდესი მამა და ღვთისმეტყველი დიდი ასოთი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - რომელიც იზიარებდა ''აპოკატასტასის'' [(a)pokata/stasij] იდეას, ... და რაც 543 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებაზე ანათემას გადაეცა. (a)pokata/stasij - ბერძ. ''აღდგენა, დაბრუნება საწყის მდგომარეობაში'' სწავლების არსი: საბოლოოდ ყოველგვარი ბოროტება მოისპობა, ყველა გადარჩება, ჯოჯოხეთი არ აიარსებებს... სწავლების ფუძემდებელი - ორიგენი sofi89 ზევით ნათქვამი შემიძლია შევავსო ხსენებული კითხვა/პასუხით I კორინთელთა მიმართ 15:28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა. ციტატა - Здравствуйте, уважаемый отец Рафаил! ''Когда же все покорит Ему, тогда и Сам Сын покорится Покорившему все Ему, да будет Бог все во всем.'' [IКор.15:28] Бог будет "Все во всем" - т. э. Во время Своего последнего пришествия Иисус Христос поставит последнюю точку в Своей победе над дьяволом и затем Бог - Отец, Сын и Святой Дух - будет править всем творением. - А как же Ад? - Не указывает ли это на тот факт, что в конце концов Ад как токового не станет? - Исходя из этого, куда денутся грешники? Архимандрит Рафаил: - Зураб! Ад будет вычеркнут из памяти Божьей и предан забвению. Сатана и грешники хоть существуют, но они не живы, - они духовные мертвецы. Ад – это антибытие, это вечная смерть без уничтожения. Поэтому, под словом "все во всем" подразумеваются те, кто имеют вечную жизнь. Так, например, самое загадочное из числовых знаков "нуль" сам по себе, вне других чисел – существует и не существует. Не существует в том смысле, что он указывает на отсутствие, а не на присутствие. Ад – это отсутствие жизни, это темный негатив бытия. Он выпал из любви Божией, выпал из памяти святых и превратился в великое ничто. Эту мысль трудно понять, так как у нас другие категории бытия. Помоги вам, Господи. ანუ... მამა რაფაელის აზრით: ჯოჯოხეთი იარსებებს, მაგრამ დავიწყებული იქნება, უფლის მეხსიერებიდან ამოვარდება და ა.შ. ამიტომ როდესაც ნათქვამია, რომ უფალი იქნება ყველგან და ყოველივეში - ამ ყველაფერში არშედის ე. წ. ''დავიწყებული ჯოჯოხეთი'' მე ვერ დავეთანხმე ამ მოსაზრებას და ამის შესახებ არაერთხელ გამოვთქვი აზრი აქ... უფალი ყველგან არის და იქნება... უბრალოდ ციტატა ერთისათვის უფლის გვერძე ყოფნა საუკუნე ნეტარებაა; მეორესათვის კი - საუკუნე ტანჯვა გაიხსენე როგორ თხოვდნენ ავი სულები მაცხოვარს: - განგვშორდი, ნუ გვაწვალებ, ნუ გვტანჯავ... უფალო შეგვიწყალე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
ilia_7 რა არის ჯოჯოხეთი May 2 2007, 10:45 PM
miss_kartveli ღმერთმა ადამიანს უ... May 2 2007, 10:48 PM
makuna7474 ცოტა რთული თემაა დ... May 2 2007, 10:54 PM
მარიამი მე მაქვს კარგი წიგ... May 2 2007, 11:04 PM
ilia_7
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:12 PM
ეკუმენისტი
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:40 PM
დათიკო makuna7474
მოძღვრის გარე... May 2 2007, 11:42 PM
ilia_7
მოწყალებას გაცემე... May 2 2007, 11:58 PM
ai gogoo მე იმას გავიმეორებ... May 3 2007, 12:23 AM
ალექსანდრე ilia_7
როგორც ყოველთვ... May 3 2007, 12:40 AM
KAIROS http://church.ge/index.php?showtopic=1558&...t=0... May 3 2007, 12:58 AM
მეხელი შეკითხვები მაქვს. ... May 3 2007, 11:17 AM
KAIROS მეხელი,
აჯობებს ბო... May 3 2007, 12:01 PM
KAIROS დამხმარე ლიტერატუ... May 3 2007, 12:38 PM
Dulos
თავად გჯერავს, რო... May 3 2007, 02:39 PM
orthodox_82
თავად გჯერავს, რომ ... May 3 2007, 05:24 PM
afxazi Dulos
შენ არ გჯერა? May 3 2007, 02:53 PM
მეხელი KAIROS, მადლობას გიხდი... May 3 2007, 03:48 PM
lado s
შეგახსენებთ, რომ ს... May 3 2007, 05:54 PM
მეხელი
რაც შეეხება წმ. გრ... May 4 2007, 01:29 PM
marita26 მეც მწამს რომ შეიძ... May 3 2007, 05:49 PM
sofi89
მე პირადად ნამდვი... May 3 2007, 06:51 PM
ai gogoo
ai gogoo
ე.ი. შენი მოძღვ... May 3 2007, 09:50 PM
marita26 sofi89
მეც მსმენია მაგ ... May 3 2007, 08:08 PM
ilia_7
როგერ შეილება მივ... May 3 2007, 09:21 PM
marita26 ilia_7
მერე შეიძლება ს... May 3 2007, 09:30 PM
ilia_7
ანუ ადამიანის ლოც... May 3 2007, 09:44 PM
marita26 ilia_7
არა მარტო ლოცვი... May 3 2007, 09:45 PM
ilia_7
მე იმის მჯერა რომ მ... May 3 2007, 09:49 PM
marita26 ilia_7
რათქმაუნდა უფლი... May 3 2007, 09:52 PM
adamis_nekni რავიცი, ჯოჯოხეთი ა... May 3 2007, 09:53 PM
ilia_7 KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:56 PM
ეკუმენისტი
KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:58 PM
მხევალი ნინო sofi89
ეს ცოტა კითხვი... May 4 2007, 01:39 PM
Dulos
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 04:22 PM
ეკუმენისტი
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 07:03 PM
marita26 Dulos
აბა რატომ მოგვიწ... May 4 2007, 04:24 PM
მხევალი ნინო Dulos
????????????????????? ბევრზე ... May 4 2007, 04:32 PM
sofi89
ილია, რა თქმა უნდა, ... May 4 2007, 07:11 PM
ეკუმენისტი [center]ჯოჯოხეთური სატ... May 4 2007, 07:13 PM
ილია ეკუმენისტი
მადლობ... May 5 2007, 08:24 PM
KAIROS
ნინოს გაუმარჯოს,
... May 5 2007, 08:56 PM
ეკუმენისტი
ცხონება სულის მდგ... May 5 2007, 10:47 PM
KAIROS
ვერა, მაგრამ ის მხ... May 6 2007, 11:37 AM
ეკუმენისტი
ჩვენი არცერთი გულ... May 6 2007, 02:02 PM
KAIROS
რათქმაუნდა, ასწავ... May 6 2007, 05:56 PM
ზურა KAIROS
კარგი გამარჯობა... May 13 2007, 03:09 PM
ილია ხო საინტერესო საკ... May 13 2007, 03:41 PM
დათიკო ზურა
როგორ მოგვანა... May 13 2007, 07:35 PM
ზურა ღმერთმა გაგიმარჯო... May 13 2007, 08:58 PM
დათიკო ზურა
:მპუა:
"მოკვ... May 13 2007, 09:26 PM
Iona
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:12 AM
ეკუმენისტი
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:26 AM
ekusia ჯოჯოხეთი ერთადერთ... May 14 2007, 12:21 AM
ნათია ჯოჯოხეთი - ეს არის ა... May 14 2007, 12:55 AM
sofi89
:კი: არ უნდა დაგვავ... May 14 2007, 06:34 PM
KAIROS
მგონი გავეცი პასუ... May 14 2007, 07:17 PM
Iona
სრულიად ვერა მაგრ... May 14 2007, 08:38 PM
sofi89 მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 2 2007, 11:27 PM
ზებედე
მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 4 2007, 03:26 AM
ეკუმენისტი
მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 4 2007, 10:20 PM
inkvizitor კეთილო ხალხო!
დეი... Jun 5 2007, 10:52 AM
sofi89 წიგნს ჰქვია "ჩევნ... Jun 9 2007, 08:15 PM
sofi89
ეს შეიძლება პირობ... Jun 9 2007, 09:22 PM
KAIROS
სოფი შეეშვი ამ ზღ... Jun 9 2007, 09:41 PM
sofi89
ok,არც მე მინდა მაგა... Jun 10 2007, 07:12 PM
inkvizitor ვისაც გგონიათ რომ ... Jun 10 2007, 08:47 PM
KAIROS
ხუმრობდი მეგონა, ა... Jun 10 2007, 09:00 PM
death ჯოჯოხეთის მდებარე... Jun 10 2007, 10:43 PM
KAIROS
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 10 2007, 10:58 PM
death
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 11 2007, 12:05 AM
KAIROS
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 11 2007, 12:02 PM
death
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 12 2007, 07:09 PM
sofi89
შეგეშალა,სვანი არ ... Jun 11 2007, 02:30 PM
shota1 ჩემი აზრით ჯოჯოხეთ... Jun 11 2007, 05:10 PM
agmsarebeli ჯოჯოხეთი მარადიულ... Jun 15 2007, 01:46 PM
ზებედე
ან კიდევ ისეთი კატ... Jun 15 2007, 06:13 PM
agmsarebeli [განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 07:06 PM
ზებედე
[განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 10:11 PM
agmsarebeli [რა დავწერე და თუ მი... Jun 17 2007, 10:26 PM
ზებედე
[რა დავწერე და თუ მ... Jun 17 2007, 10:47 PM
agmsarebeli [შეწყალებულ იქნები... Jun 18 2007, 05:41 PM
afxazi agmsarebeli
განსაწმედელს ... Jun 15 2007, 04:44 PM
ალექსანდრე ვინმეს შეუძლია გამ... Jun 15 2007, 06:21 PM
ზებედე
ვინმეს შეუძლია გა... Jun 16 2007, 04:55 PM
KAIROS
პასუხს მაგ კითხვა... Jun 16 2007, 09:01 PM
death
მაშინ სადაა აბრაა... Jun 16 2007, 11:08 PM
ზებედე
აბრამმა ბინა გაყი... Jun 17 2007, 12:06 AM
death
მოგიტევოს უფალმა...... Jun 17 2007, 12:17 AM
ზებედე
ვახ კაცო, მოდი მაში... Jun 17 2007, 12:30 AM
death
რა უაზრო შედარება... Jun 17 2007, 12:41 AM
ზებედე
აბრამის წიაღი არ ი... Jun 17 2007, 12:55 AM
death ზებედე როგორ ჩანს, ... Jun 18 2007, 06:24 PM
ალექსანდრე KAIROS
ეს ყველაფერი კა... Jun 16 2007, 11:37 PM
KAIROS აბრამიის წიაღის არ... Jun 17 2007, 11:30 AM
Sotiris ამ პოლემიკაში ჩართ... Jun 18 2007, 05:30 PM
KAIROS
მოდი ახლა ალექსან... Jun 17 2007, 11:43 AM
KAIROS სოტირისს, აშკარად ... Jun 18 2007, 06:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 03:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი