სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| athos |
May 15 2007, 09:25 PM
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მღვდელი სერგი მანსუროვი "ნარკვევები ეკლესიის ისტორიიდან"
დასავლეთის ეკლესიები II საუკუნის ბოლოს და III დასაწყისში (ნაწყვეტი) საშუალო რომაელი ქრისტიანისთვის პირველ რიგში დგებოდა საკითხი, თუ როგორ ერჩინა საკუთარი თავი და ოჯახი ისე, რომ მისი შრომა ან სამსახური არ ყოფილიყო დაკავშირებულ კერპთაყვანისცემასთან ან წარმართულ უზნეობასთან. კეთილსინდისიერი ქრისტიანისთვის ეს არც ისე ადვილი იყო. კურიოზის სახით ყვებოდნენ ერთ მოქცეულ ასტროლოგზე, რომელსაც სურდა გაეგრძელებინა ვარსკვლავებზე მკითხაობით შემოსავლის მიღება. ის რომ მას უნდა შეეცვალა საქმიანობა კამათს არ იწვევდა, მაგრამ იყო არც თუ მცირე შემთხვევები როცა მდგომარეობა ნაკლებად ნათელი იყო, და როცა "საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები" უბიძგებდა ქრისტიანს მოეხდინა საეჭვო გარიგებები საკუთარ სინდისთან. შეიძლება შევადგინოთ არც თუ მცირე ჩამონათვალი საქმიანობებისა (პროფესიების) რომელნიც ასე თუ ისე უკავშირდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას ან უზნეობას. დაკვირვებული განხილვისას დურგალი, ქვისმთლელი და არქიტექტორიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ქსოვილებით, ნელსაცხებლებით, ყვავილებით მოვაჭრეებზე, მასწავლებლებზე, ჩინოვნიკებზე, სამხედრო პირებზე, აღმოჩნდებოდნენ ცრუ ღმერთების სამსახურში. მგრძნობიარე სინდისისთვის არც ისე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო ვისთვის ემსახურათ - ჭეშმარიტი ღმერთისთვის თუ დემონებისთვის. იმ დროინდელ სკოლის მასწავლებელს პირველი გასამრჯელო, რომელსაც მოსწავლეებისგან მიიღებდა, უნდა მიეძღვნა მინერვასთვის, ამის შემდეგ ის ვალდებული იყო ედღესასწაულა მინერვალიები და სატურნალიები, და მიეღო ამასთან დაკავშირებით საჩუქრები. უნდა ეზეიმა ზამთრის ვაკხანალიები. ვაკაციების (არდადეგების) დაწყების დროს და მის დაბადების დღეს ქურუმები და ედილები სკოლის საპატივცემულოდ სწირავდნენ მსხვერპლს (მასწავლებლის დასწრება აუცილებელი იყო). მას უნდა აეხსნა მოსწავლეებისთვის ყველა ამ დღესასწაულის რელიგიური მნიშვნელობა, უნდა აეხსნა ღმერთების გენეალოგია, მოეთხრო მათი ცხოვრების ისტორია. ძნელი იყო მონის მდგომარეობა, რომელიც ვალდებული იყო მიეტანა სამსხვერპლო ღვინო და კიდევ სხვადასხვა სახით დახმარებოდა პატრონს კერპთმსახურებაში. ვაჭარი რომლისგანაც ქურუმები და წარმართი მოსახლეობა ყიდულობდა წარმართული მსახურებისთვის საჭირო ნივთებს, მისდაუნებურად უკავშრებდა მთელ თავის საქმიანობას წარმართულ დღესასწაულებს და კერპთშეწირვას, ეს ხდებოდა მისი მთავარი საზრუნავი თუ მომავალი შემოსავლის იმედი. მრავალი საქმიანობა იყო დაკავშირებული სამსხვერპლო ცხოველების გამოზრდასთან, წარმართული ტაძრების აშენებასა თუ შეკეთებასთან, მის მოოქროვებასთან. ასე რომ შეგვეძლო გვენახა,- როგორც წერს ტერტულიანე, რომ მხატვარი თუ მოქანდაკე რომლებიც მუშაობდნენ წარმართულ ტაძრებში, დროებით თავს ანებებდნენ თავიანთ საქმიანობას, მიდიოდნენ ეკლესიაში და "შემოქმედის მიმართ აღაპყრობდნენ ხელებს რომლებითაც ცოტა ხნის წინ კერპებს ამზადებდნენ". ბევრს არ ქონდა ძალა შეეცვალა ძველი ცხოვრების წესი და მიდრეკილებები. რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული და სიღრმისეული საკითხი იყო, რომელიც ეხებოდა ეკლესიის და ამა სოფლის ურთიერთობას. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა III საუკუნის დასაწყისში გამოვიდა წინა პლანზე. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ამ დროს გაჩნდა მრავალი ნახევრად წარმართული მომდინარეობა, რომელიც ამართლებდა ნებისმიერ ცხოვრებისეულ გარიგებას წარმართობასთან და ამას ნიღბავდა კეთილი სურვილებით. მაგალითად თუ ახლადმოქცეული ყოყმანობდა მიეღო თუ არა ნათლისღება, გამოჩნდებოდა რომელიმე კვინტილა, გნოსტიკოსი მქადაგებელი და ეტყოდა, რომ "წყლით ნათლობა" სულაც არ არის აუცილებელი და ათავისუფლებდა ადამიანს ნათლობის აღთქმებისგან. თუ ქრისტიანს ეძნელებოდა ქრისტიანული ცხოვრება, გამოჩნდებოდნენ რომელიღაცა კარპოკრატიელები, და ეტყოდნენ, რომ ამ სიმძიმეების ტვირთვა არ არის აუცილებელი, საკმარისია მხოლოდ "რწმენა და სიყვარული"თუმცა ამის ქვეშ რა მოიაზრებოდა მათთვისაც ბუნდოვანი იყო. თუ დგებოდა დევნის პერიოდი, გნოსტიკოსებს სუსტებისთვის ქონდა მტკიცებულებების მთელი არსენალი, რომ აღმსარებლობა და მოწამეობრივი სიკვდილი სულაც არ არის საჭირო, ხოლო კერპთმსახურებაში მონაწილეობა სავსებით მისაღებია. რას უპირისპირებდნენ ამას ქრისტიანი მამები? ისინი ასწავლიდნენ სხვა ფასეულობებზე დამყარებულ ცხოვრებას,განსხვავებულს წარმართული ფასეულობებისგან. მთელი სასოების ღმერთზე დამყარებას, და რომ არ შინებოდათ იმ მსხვერპლის გაღება, რასაც მოითხოვდა სარწმუნოება. ტერტულიანე წერდა: "რწმენას არ ეშინია შიმშილის... რაც ძნელია ადამიანისთვის, იოლია ღმერთისთვის" და ღმერთის დახმარებით. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
KAIROS პირველი საუკუნეების ეკლესია Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი KAIROS
მეორე სტატიის ა... Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა ცოტა დიდი რომ მოვრ... Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე ახლა სენკევიჩს ვკი... Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი
ნახე <_< წიგნი ვინ... Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე
მთავარია არა საშუ... Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა წაიკითხეთ საქმე მო... Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე
რომელი ეკლესიის? :) Apr 20 2007, 07:17 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 20 2007, 09:55 PM
KAIROS საოცარია!
არ ვიცო... Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი
საოცარია!
არ ვიც... Apr 21 2007, 12:18 AM
athos აქ დავდებ კანადელი... Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი გაგრძელება
[b]ლატერ... Apr 21 2007, 12:39 AM
მარიამი [b]წმ. პეტრეს ტაძარი
... Apr 21 2007, 12:56 AM
athos Молитва в определенные час... Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა მნათე
რომელი ეკლეს... Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS მარიამ, არ ველოდი თ... Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 23 2007, 12:09 PM
athos ვაგრძელებ ნაწყვეტ... Apr 23 2007, 07:45 PM
athos თემში შესვლა არ იყ... Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი athos
აქვე მცირედი გა... Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS შეცდომით სხვა ტექს... May 3 2007, 01:00 AM
KAIROS რუსული რომ მოსაწყე... May 3 2007, 01:40 AM
athos ნაწყვეტები მინუცი... May 8 2007, 06:12 PM
KAIROS
საუკეთესო ქადაგე... May 9 2007, 11:01 AM
KAIROS
გ) და აი დადგა, 54 წელ... May 9 2007, 12:06 PM
მარიამი რამდენი ხანია მინდ... May 10 2007, 08:27 PM
მარიამი წმინდა აგნესას ტაძ... May 10 2007, 08:54 PM
ირგე
ეს თარიღი არაა სწო... May 27 2007, 12:42 PM
Lenus
:)
როდის, 33 წლის 30 მარ... May 30 2007, 10:08 AM
ირგე Lenus
ადრე. ვიდრე 30 წელ... May 30 2007, 10:26 AM
Lenus
კი. უფრო სწორად ვი... May 30 2007, 10:58 AM
ირგე Lenus
ვისაუბროთ, კი ბა... May 30 2007, 11:09 AM
Lenus
ვერა.
დაიბადა აშკა... May 30 2007, 11:44 AM
ირგე Lenus
გახსენი. May 30 2007, 12:46 PM
KAIROS მალე გავაგრძელებ, ... Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS კიდევ ვაგრძელებ ან... Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS კარგა ხანია ეს თემ... Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი ძალიან საინტერესო ... Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS ამ თემას რატომ არ ა... Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M ,,ხალხი ვერ კმაყოფი... Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba მე გამახსენდა სტეფ... Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ... Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M ქრისტიანთა დევნებ... Jan 16 2015, 09:46 PM
marine A.V.M
:მპუა2: Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M I-III საუკუნის , ეკლეს... Jan 17 2015, 08:47 PM
marine "პირველ ქრისტიან... Nov 16 2015, 08:29 PM
marine "იმპერატორმა იულ... Jul 27 2017, 10:40 PM
marine "ამ დროს [რომის იმ... Aug 18 2017, 10:43 AM
marine "[II საუკუნი მიწურუ... Aug 22 2017, 11:07 AM
marine "რომის იმპერიაში ... Aug 24 2017, 01:33 PM
marine "II საუკუნის ქრისტ... Aug 29 2017, 11:22 AM
marine "რა თქმა უნდა, არც ... Oct 5 2017, 11:46 AM
marine "[იულიანე განდგომ... Nov 30 2017, 10:33 AM
marine "არ დავფარავ თქვე... Feb 6 2018, 06:29 PM
marine "თუ რამდენად სწრა... Sep 1 2021, 08:16 PM
marine "პირველი ქრისტია... Jan 11 2022, 10:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი