გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 04:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
როგორც მოგეხსენებათ დაარსდა გაზეთი " ქართული გალობა", საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ყოველთვიური გამოცემა.
ეს არის უშუალოდ ქართული გალობისადმი მიძღვნილი პირველი პერიოდული გამოცემა. წლების მანძილზე გვქონდა სურვილი მსგავსი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემის, მაგრამ როგორც ყველა სასიკეთო საქმეს, ამ წამოწყებასაც მრავალი დაბრკოლება შეხვდა. ღვთის შეწევნით, მოხერხდა სათანადო ხალხის შემოკრება და იმედი გვაქვს მრავალ სასიხარულო ცნობას მივაწვდით ჩვენს მკითხველს. გულითადად გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გაზეთს. უპირველესად ლოცვითი შეწევნა გესაჭიროება და ამის გარდა თუ სისტემატიურად, თვეში ერთხელ შეიძენთ გაზეთის ნომრებს, ამით დაეხმარებით ამ დიდებულ საქმეს. საბედნიეროდ, მოწმენი ვართ ძველი ქართული გალობის აღორძინების პროცესის და თქვენც გაქვთ საშუალება მცირედი წვლილის შეტანისა. გთხოვთ ამ თემის საშუალებით თვენი აზრი და შენიშვნები მოგვაწოდოთ. გაზეთ "ქართული გალობის" შემდგომი წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ninuna |
May 16 2007, 08:12 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,440 |
მოგესალმებით კეთილო ადამიანებო!! ასეთი გულშემატკივრობა და გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის!!!
ალბათ ბევრს არ გეცოდინებათ, რომ გამოვიდა გაზეთ ,,ქართული გალობის" VIII ნომერი. მგონი საინტერესო იქნება ნომრის თემატური ანონსი რომ შემოგთავაზოთ: აქტიურ მკითხველებს მოგეხსენებათ, რომ გაზეთი რამდენიმე რუბრიკისაგან შედგება. ქართული საეკლესიო გალობის ძველ მოამაგეთაგან ამ ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ ძმები კარბელაშვილებისა და მათი საგვარეულოს ისტორიასა და ღვაწლს ქართლ-კახური კილოს საგალობლების შენარჩუნებასა და ჩვენამდე მოტანაში.ცოტამ თუ იცის, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივში ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელის (ვასილ კარბელაშვილის) ათასობით სანოტო ხელნაწერი ინახება!!! რომელსაც მოვლა-პატრონობა და შესწავლა ესაჭიროება!!! რუბრიკაში: წმიდა მამები გალობის შესახებ- გაეცნობით იოანე ოქროპირის სიტყვას; სამგალობლო ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილია ტერმინ- განმანათლებელის მნიშვნელობა და საღვთისმსახურო დანიშნულება; მიმდინარე თვის ტიპიკონი მგალობელთათვის; ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას პირველ ქართული გალობის სკოლა-მუზეუმზე, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში მდებარეობს; სამგალობლო გუნდების თემაში- ალავერდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს გაეცნობით; გაზეთში ასევე განთავსებულია ქართულ გალობაში მიმდინარე სიახლეები, გამოცემები, კონცერტები, ინფორმაცია გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ პროგრამაზე. ქართული გალობის ბოლო რუბრიკა მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვასა და პასუხს ეთმობა. შენიშვნებით, სურვილებით და კითხვებით მოგვმართეთ ამავე თემაში და ასევე e mail:ზე kartuligaloba@posta.ge დიდი მოლოდინით გეელით!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი