![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ეგ პრობლემა არასდროს მქონია და საკუთარ გამოცდილებას ვერავის გავუზიარებ. მაგრამ ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც შვილებმა მიიყვანეს მშობლები ეკლესიაში. ერთმა მოძღვარმა თქვა: რა უცნაურ დროში ვცხოვრობთ - შვილები მშობლებს ასწავლიან სწორად ცხოვრებასო
![]() რაც შეეხება ამას: QUOTE ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ), მშობელი რა თქმა უნდა ბრკოლდება ამის შემხედვარე ასე მარტო ახალგაზრდები არ იქცევიან - ეს არის ზოგადად ახლადმოქცეულის პრობლემა. ახლადმოქცეული ადამიანი აღფრთოვანებულია თავისი აღმოჩენით (მან ხომ ყველაზე დიდი საუნჯე იპოვა) და სურს ყველაზე ახლობელ ადამიანებს გადასცეს თავისი განწყობა. ამას ემატება ისიც, რომ ახლადმოქცეული დიდი მოშურნეობით გამოირჩევა, უნდა თავიდანვე მკაცრად იმარხულოს, ბევრი ილოცოს, იკითხოს და ა.შ. რაც ახლობლებს არ ესმით. მაგრამ რადგან მას სულიერი ცხოვრების გამოცდილება აბსოლუტურად არ გააჩნია, ამიტომ, როცა ოჯახის მხრიდან სრულ გულგრილობას აწყდება, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ არასწორად მოიქცეს და დააბრკოლოს ახლობლები. მაგრამ სულიერი გამოცდილების ზრდასთან ერთად ეს პრობლემა, როგორც წესი, გვარდება. თუმცა საწინააღმდეგო შემთხვევებიც არსებობს. მონასტერზე კი მართლა უფრო რთულადაა საქმე. ხშირად მორწმუნე მშობლებსაც უჭირთ შვილის მონასტერში გაშვება. მაგრამ თუ მონასტერი მისი მოწოდებაა, რა ქნას აბა? დღევანდელი ბერ-მონაზვნების ალბათ 90% ასე მშობლების თანხმობის გარეშეა წასული მონასტერში. ვფიქრობ, ღმერთის ნებით... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი