![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ზოგადად იშვიათია მშობელი რომელიც გაგებით და სიხარულით შეხვდება იმას რომ თუ შვილმა გადაწყვიტა მონასტერში წასვლა.ამიტომ მშობელთა შეწინააღმდეგება გარკვეულ წილად ნორმალურიცაა,მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეჩვევა მშობელი და გაგებით იღებს შვილის ამ გადაწყვეტილებას.ასევეა არაეკლესიური მშობლების შემთხვევაშიც როდესაც შვილი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს გარკვეული შეწინააღმდეგებები (რა ამბავია ეკლესიაში ამდენი სიარული,რა ამბავია ამდენი მარხვა ჯანმთელობას დაიზიანებ და აშ)მაგრამ თუ შვილი ყოველივეს მოთმინებით და სიყვარულით დაითმენს და (ვირივით ჯიუტად იქნება)ანუ სიმტკიცეს გამოიჩენს და სულმოკლეობაში არ ჩავარდება და გააგრძელებს ეკლესიურ ცხოვრებას,გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობლებიც მიეჩვევიან და შვილის ლოცვებისა და მისი მოთმინების გამოც უფალმა შეიძლება მათი მშობლებიც მოაქციოს და მათაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ.
: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას შვილის ასეთი საქციელი მართლაც ზედმეტებში გადასვლაა.ადამიანის ეკლესიური ცხოვრება უნდა იყოს შინაგანი და დაფარული და არა აფიშირებული გახსნილი.ანუ (დაუშვათ მე ამდენი ვიმარხულე ამდენი ხანი ვილოცე ესეთი მარხვა დავიცავი მკაცრი ესეთი და აშ.)ზოგადად შეიძლება თქვა მაგრამ დეტალები შენი ეკლესიური ცხოვრებისა შენთვის უნდა შეინახო. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი