![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
მართლმადიდებლებო და არამართლმადიდებლებო, დადიხართ სხვადასხვა რელიგიების სალოცავებში? მე დავდივარ, მაინტერესებს მათი ლოცვები როგორია, და ა.შ. ვიცი აქ ბევრი იქნება ისეთი ვისაც "ეშინია" სხვა სალოცავებში შესვლის, მაგრამ იქნებით ისეთები, ვისაც არც გეშინიათ და ინტერესიც გაქვთ იცნობდეთ სხვა რელიგიებს
![]() მე პირადად მადლს ვგრძნობ კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, რადგან უფალი ყველგან არის...და ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა რელიგიაშია.... |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის გამო ერთ დღეს ვარ ნამყოფი, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებში და სინაგოგაში. მადლი ნამდვილად არ მიგრძვნია
![]() სხვა რელიგიის სწავლას, არავინ გიშლის, უბრალოდ გამიგია რომ თუ რწმენაში არ ხარ ძლიერი შეიძლება სხვა სწავლებამ დაგაბრკოლოს. მე პირადად ძალიან მაინტერესებს სხვა რელიგიების წარმომადგენლებს რა სწამთ და ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე, ეს თემაც შემეცნებითი მეგონა და იმიტომ შემოვედი. მეჩეთში არ ვიცი, მაგრამ სინაგოგაში მგონი ქალებს არ უშვებდნენ და ჩვენ როგორც ვთქვი სამსახურებრივი მოვალეობის გამო შეგვიშვეს. თუმცა, შეიძლება სწორედ არ მახსოვს. მაგენ დავითის ისტორიაც მოვისმინე, თორასიც, მოხატულობის მნიშვნელობაც აგვიხსენს , ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ ლოცვას მმხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, რაც 10 კაცი შეგროვდება, ამის მნიშვნელობაც მოგვიყვეს და აშ. შემდეგ მათ სასწავლებელშიც შევიარეთ. რა თქმა უნდა რელიგიური გრძნობები არ წარმომქმნია, უფრო მეტად ინეტერესი იყო, მით უფრო ვფიქრობდი, რომ ასეთი მსახურება თუ წესი ძველი აღთქმის ხალხსითვის იყო დამახასიათებელი, ამიტომ ინტერესი მართლაც ძალიან დიდი მქონდა. რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას, ხომ იცით, როგორი ბრჭყვიალა ფერებია, ყველაფერი კაშკაშებდა, მეტი არაფერი. ჩემთვის ებრაული სალოცავი და ისტორია მეტად საინტერესო იყო. წასვლას მე მგონი არავინ დაგიშლიოთ, სიონის გვერდით არის სინაგოგაც, კათოლიკური ეკელსიაც და სომხურიც. ასე, რომ ბევრი სიარული არ მოგიწევთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი