![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
მართლმადიდებლებო და არამართლმადიდებლებო, დადიხართ სხვადასხვა რელიგიების სალოცავებში? მე დავდივარ, მაინტერესებს მათი ლოცვები როგორია, და ა.შ. ვიცი აქ ბევრი იქნება ისეთი ვისაც "ეშინია" სხვა სალოცავებში შესვლის, მაგრამ იქნებით ისეთები, ვისაც არც გეშინიათ და ინტერესიც გაქვთ იცნობდეთ სხვა რელიგიებს
![]() მე პირადად მადლს ვგრძნობ კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, რადგან უფალი ყველგან არის...და ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა რელიგიაშია.... |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გლახა
ციტატა ნუ გრცხვენია თქვი რომ შენ კანცელარიაშიც გრძნობ ![]() ![]() მაშ ასე. მცირე ექსკურსი არამართლმადიდებლურ ტაძრებში დავიწყოთ მეჩეთით მეჩეთი წარმოადგენს ისლამური რელიგიის საკულტო ტაძარს. თავად სიტყვა მომდინარეობს არაბულიდან ალ-მასჯიდ (مسجد ) და ნიშნავს შესაკრებელს. ქალაქის მნიშვნელოვან, საკრებულო, ან სხვაგვარად საკათედრო მეჩეთს ეწონდება ჯამე-მეჩეთი მეჩეთის აუცილებელი ნაწილებია: ყიბლა, ანუ ნიში, რომელიც აჩვენებს მიმართულებას მექისაკენ, საითკენაც პირით უნდა იყვნენ მიბრუნებული მლოცველები მინბარი, ანუ ქადაგების ადგილი მინარეთი, გარეთა კოშკი, რომლიდანაც სალოცავად მოუწოდებს მორწმუნეთ მუეძინი ლოცვას აღავლენს იმამი, რომელიც შეიძლება საერო პირიც იყოს. სავალდებულოა პარასკევის შუადღის ნამაზი (ანუ ას-სალაათ) მუსლიმმა მოისმინოს მეჩეთში ![]() ქოჯათეფეს მეჩეთი ანკარაში (თურქეთი) ![]() ლოცვისას (ალ-მასჯიდ ალ-უმააიე, დამასკო, სირია) ![]() მინბარი (ორთაქოი ჯამიი, სტამბული, თურქეთი) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი