![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
მართლმადიდებლებო და არამართლმადიდებლებო, დადიხართ სხვადასხვა რელიგიების სალოცავებში? მე დავდივარ, მაინტერესებს მათი ლოცვები როგორია, და ა.შ. ვიცი აქ ბევრი იქნება ისეთი ვისაც "ეშინია" სხვა სალოცავებში შესვლის, მაგრამ იქნებით ისეთები, ვისაც არც გეშინიათ და ინტერესიც გაქვთ იცნობდეთ სხვა რელიგიებს
![]() მე პირადად მადლს ვგრძნობ კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, რადგან უფალი ყველგან არის...და ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა რელიგიაშია.... |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ვაგრძელებ..... ისლამს აქვს რწმენის 5 საფუძველი: 1. შაჰადა - ანუ აღიარება ისლამისა ყოველი მუსლიმი ვალდებულია გულით და სრული გონებით წარმოთქვას ეს სიტყვები მხოლოდ არაბულ ენაზე: აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა-ლაჰ ვა აშჰადუ ანნე მუჰამმადუ რასულლაჰ ვამოწმებ რომ არ არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და კიდევ ვამოწმებ, რომ მუჰამედია მისი მოციქული 2. სალაათ - ანუ ლოცვა ყოველი მუსლიმი ვალდებულია დღეში 5 ჯერ ილოცოს 3. ზაქაათ - ანუ მოწყალების გაცემა ყოველი მუსლიმი ვალდებულია, შეძლების მიხედვით დაეხმაროს გაჭირვებულებს 4. სავმ, ან ოორუჯ - მარხვა მუსლიმები წელიწადში ერთ მარხვას ინახავენ. ესაა რამადანის (იგივე რამაზანის) მარხვა მარხვა გრძელდება ერთი მთვარის თვე (28 დღე), იწყება რამაზანის მთავრის გამოჩენისას. მუსლიმი ვალდებულია დღის განმავლობაში საკვები არ მიიღოს 5. ჰაჯჯ - მექის მოლოცვა სიცოცხლეში ერთხელ მაინც მექის მოლოცვა სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოველი მუსლიმის ვალდებულებაა, თუკი მას სათანადო შესაძლებლობ აქვს თავად ისლამური დოქტრინა ეფუძნება 6 კომპონენტის რწმენას: 1. ტავჰიდ - რწმენა ერთი ღმერთისა, მოწყალისა და მწყალობლისა 2. ნაბიი ვა რუსულ - რწმენა წინასწარმეტყველებისა და მოციქულისა 3. ქითააბ - რწმენა წმინდა წერილის 4 წიგნისა - თორა (ძვ. აღთქმა), ზებურ (ფსალმუნი), ინჯილ (სახარება), ყურან (ყურანი) 4. მალააიქათ - რწმენა ანგელოზებისა და უსხეულო არსებებისა 5. ყიაამათ - რწმენა განკითხვის დღისა 6. ყადრ - რწმენა ბედისწერისა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი