![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ჩემი და ზაფხულში ცოტა ვერ იყო სულიერად ხოდა, მოძღვარმა ურჩია 10 დღით მონასტერში წადიო, ხოდა ბებიაჩემი დადგა და ტირის:
"რა ცოდვა გაქ ნენა ამისანა მალაზონი რომ უნდა გახთეო, ახლა თავს ჩამევიხჩოფ და მაი ვარესი ცოდვა არ იქნებაო?" მერე გადაწყვიტა: "ვინცხამ ეტყობა "შეაცთინა" და ახლა ორსულათაა და იმიზა მივა ეკლესიაშიო და ეხვეწებოდა ბებია, მე გაგიზდი მაგ ბაღანასო" ![]() იმდენი ვიცინეთ, იმდენი ცუდად ვიყავით მთელი ოჯახი (მორწმუნე მშობლები მყავს), მერე ტაძარში ადგილი არ იყო და ჩემი დაიკოც ვერ წავიდა, ბებიაჩემი უნდა გენახათ ![]() ![]() ლამის ქეიფი გამართა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი