![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
კატოს პოსტზე მაგარი ვიხალისე
![]() ![]() მე დიდი წინააღმდეგობა არ მქონია მაგრამ დედაჩემს თუ ბევრს ველაპარაკები ეკლესიაზე და რწმენაზე ცოტა ეჭვის თვალით მიყურებს ხოლმე. მეც ვჩუმდები. ადრე უფრო ვამჩნევდი ამას მაგრამ შარშან მთელი ჩემი მრევლი მოსალოცად ვიყავიტ ატენის სიონსა და უფლისციხეში და მერე ჩემთან ვიტრაპეზეთ. ძალიან ბევრი ვიყავით. ხოდა იქ რომ ჩვენი მამაო და მრევლი გაიცნო მიხვდა რომ ამ ხალხზე მართლა ბევრი კაი შემეძლო მელაპარაკა. ახლა თვითონ მეკითხება ხოლმე იმათ ამბებს. ![]() თვითონ ძალიან მწყინს რომ არ დადის ეკლესიაში. ჩვენს სოფლეში არ არის ტაძარი და შორს კიდევ ვერ მიდის რომ წირვა-ლოცვას დაესწროს. ეხლა მე მგონი აშენდება და დედაჩემიც დაიწყვებს ეკლესიურ ცხოვრებას უფლის შეწევნით. სხვებისაგან კი მსგავსიო მაგალითები ბევრი გამიგია მშობლები რომ აბრკოლებენ შვილებს. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი