![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
piligrimi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
ეს სიუჟეტი ეხლა გავიდა ტელევიზორში მგონი არის ყურადღების ღირსი შემდეგი » მრევლი ეკლესიას იცავს 17.05.07 14:50 ბათუმთან ახლოს ხელვაჩაურის რაიონში ადგილობრივი გამგეობა ეკლესიის მშენებლობას კრძალავს. ათონელ მამათა მონასტრის ერთი კომპლექსი უკვე დასრულებულია. გამგეობამ ბერების საცხოვრებელი სენაკების მშენებლობა შეაჩერა. ხელვაჩაურის გამგებლის განცხადებით, ამ ადგილზე მონუმენტის აგება იყო დაგეგმილი და ბერებმა ეკლესიის შენება შეუთანხმებლად დაიწყეს. ეკლესიის მრევლმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მრევლისა და ბერების განცხადებით, ისინი მორიგეობას დააწესებენ და ხელვაჩაურის გამგეობას ეკლესიის დანგრევის ნებას არ მისცემენ. -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
![]() ![]() |
მარიტა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
piligrimi
კი მეც უყურე ეხლა იმედზე გავიდა.ძალიან აღვშფოთდი გამგებლის საუბრით თვითონ თუ არ დაანგრევენ კეთილმოწყობის სამსახური ძალით დაანგრევსო! ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
piligrimi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
ბათუმში წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დემონტაჟი მიმდინარეობს
17 მაისი 2007, 15:47 კულტურა, სხვა ამბები, საქართველო დღეს ხმაურია ბათუმში ქერიის მთაზე, სადაც მშენებარე წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დემონტაჟი მიმდინარეობს. ეკლესიის დემონტაჟი ხელვაჩაურის გამგეობამ მოითხოვა. ქერიის მთაზე წმინდა ათონელ მამათა სამონასტრო კომპლექსის აგება იგეგმება. ეკლესიას საძირკველი ოთხი თვის წინათ ჩაეყარა. ეკლესიის ეზოში მრევლია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეკლესიის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ. ქერიის მთაზე კი სადღეღამისო მორიგეობას დააწესებენ, რათა მშენებარე ეკლესია დაიცვან. ესეც იმედის ნიუსი piligrimi კი მეც უყურე ეხლა იმედზე გავიდა.ძალიან აღვშფოთდი გამგებლის საუბრით თვითონ თუ არ დაანგრევენ კეთილმოწყობის სამსახური ძალით დაანგრევსო! ![]() ხო იმედია ყველაფერი დროულად გადაწყდება უბრალოდ საცოდავობაა ასე რომ ხდება ![]() ![]() -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 07:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი