ეკლესიის დემონტაჟი, მთავრობის მოთხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესიის დემონტაჟი, მთავრობის მოთხოვნით |
ქავთარაძე |
May 18 2007, 09:26 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
დღეს ხმაურია ბათუმში ქერიის მთაზე, სადაც მშენებარე წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ეკლესიის დემონტაჟი ხელვაჩაურის გამგეობამ მოითხოვა. ქერიის მთაზე წმინდა ათონელ მამათა სამონასტრო კომპლექსის აგება იგეგმება. ეკლესიას საძირკველი ოთხი თვის წინათ ჩაეყარა. ეკლესიის ეზოში მრევლია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეკლესიის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ. ქერიის მთაზე კი სადღეღამისო მორიგეობას დააწესებენ, რათა მშენებარე ეკლესია დაიცვან. http://imedinews.ge/ge/news_read/40062 |
კანონისტი |
May 18 2007, 10:42 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ისე ჯვარი და ეკლესია ერთი არაა
ჯვარი ჯვარია და სადაც გინდა იქ აღმართავ, ეკლესია კი სალოცავია, სადაც მიწაა ნაკურთხი, წმინდა ტრაპეზი და მისი აგრერიგად ხელშეხება არ შეიძლება ისე გასაკვირია, როგორ დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა? თუ ადგილობრივ მეუფესთან შეთანხმებული იყვნენ, იგი ცხადია, კურთხევას შესაბამისი საერო დოკუმენტაციის გარეშე არ გასცემდა, ხოლო თუკი არ იცოდა მეუფემ, მაშინ ასეთი ეკლესიის აშენება დაუშვებელია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სჯულისკანონს ლეონტი ციტატა თუ მთავრობა ნიღაბს იგლეჯს, ამიხსენით არა, ახლა მიუღიათ თურმე სოროსისგან სპეცპროგრამა, ქართული ეკლესიების დანგრევის თაობაზე და თურმე ყველა ეკლესია უნდა დაანგრიონ, ასე გადაუწყვეტია პრეზიდენტს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი