ეკლესიის დემონტაჟი, მთავრობის მოთხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესიის დემონტაჟი, მთავრობის მოთხოვნით |
ქავთარაძე |
May 18 2007, 09:26 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
დღეს ხმაურია ბათუმში ქერიის მთაზე, სადაც მშენებარე წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ეკლესიის დემონტაჟი ხელვაჩაურის გამგეობამ მოითხოვა. ქერიის მთაზე წმინდა ათონელ მამათა სამონასტრო კომპლექსის აგება იგეგმება. ეკლესიას საძირკველი ოთხი თვის წინათ ჩაეყარა. ეკლესიის ეზოში მრევლია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეკლესიის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ. ქერიის მთაზე კი სადღეღამისო მორიგეობას დააწესებენ, რათა მშენებარე ეკლესია დაიცვან. http://imedinews.ge/ge/news_read/40062 |
კანონისტი |
May 18 2007, 11:01 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია ამ თემის ცილისმწამებლური სათაური: ეკლესიის დემონტაჟი მთავრობის მოთხოვნით
იცის თუ არა ამის დამწერმა პატივცემულმა ქავთარაძემ, რომ ბასილი დიდის კანონებით, თუკი ეკლესიის დემონტაჟი არ ხდება მთავრობის მოთხოვნით და ეს ცილისწამებაა, იგი უფლის წინაშე როგორც ეკლესიის დამანგრეველი აგებს პასუხს. აცნობიერებს გიორგი ან რომელიმე თქვენგანი ამას?? კარგი რა.... დაფიქრდით მაინც.... როგორ არ გეშინიათ უფლის მცნებების დარღვევის, გასაკვირია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი