![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
ჩემს ახლობელს სიმსივნე დაუდგინეს თავში. აუტანელი თავის ტკივილები ქონდა და ექიმთან მისულა ტომოგრაფიის გადასაღებად. მან კი პირდაპირ აჯახა თურმე სიმსივნე გაქვს თავში და თუ ბედი გაქვს კეთილთვისებიანი აღმოჩნდებაო.საწყალი გოგო მარტო ყოფილა და ისეთი შოკი მიიღო, უცებ გონზე ვერ მოვედი რას მელაპარაკებოდა ექიმიო.
მეორე დღეს ეკლესიაში მოვიდა სასოწარკვეთილი,შველას ეძებდა, თან აქ მარტო იმყოფება. მამაომ აზიარა ლოცვები წაუკითხა. ჩვენს მოძღვარს დაუკავშირდა მიონხენში ისიც ლოცვებში იხსენიებს. საქართველოში მისი ძმები ეკელსიებში დადიან მისთვის სალოცავად( დედას ვერ უმხელენ ჯერ) ყველა მისთვის ვლოცულობთ, საქართველოშიც იხსენიებენ მის სახელს ლოცვებში. საავადმყოფოში რომ დააწვინეს გამოკვლევაზე, ისეთი განმტკიცებული დამხვდა სულიერად, ძალიან გამიხარდა 2 დღის წინ სასოწარკვეთილი, ეხლა ისეთი ძლიერი იყო იქით გვამშვიდებდა უფლის ნებით ყველაფერს გადავლახავო. ასეთი მოულოდნელი გარდასახვა მასში მართლაც რომ სასწაულია, რომელიც მასზე წაკითხულმა ლოცვებმა გამოიწვია. საქართველოშიც იხსენიებენ მის სახელს ლოცვებში. აქამდე ეკლესიური არ იყო. მხოლოდ იშვიათად გამოივლიდა ეკლესიაში. უფალმა ეს განსაცდელი დაუშვა მის გადასარჩენად. უფლის ნებით და ლოცვების ძალით ოპერაცია იმედი გვაქვს მშვიდობიანად ჩაივლის. დიდება უფალს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი