პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
დავით ივერიელი |
Sep 30 2006, 12:05 AM
პოსტი
#2
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
“MEMENTO MORI”
ტერენტი გრანელი ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა. SILENTIUM ტერენტი გრანელი სიჩუმის ყვავილები ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის. ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი. ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა, როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი. -------------------- მერე რა რომ . . .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი