![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] ღმერთი და ღვთისმსახურება
იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12) მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს. როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ. თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე. გავაგრძელებ....... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] რწმენის სიმბოლოები და ჰიმნები
ახალ აღთქმისეულ ეკლესიას აერთიანებდა რამდენიმე ძირითადი ჭეშმარიტების რწმენა.რწმენის ეს დებულებები ატარებდნენ შემდეგ სახელებს:"მოციქულთა მოძღვრება",ჭეშმარიტი მოძღვრება" ანდა "ჭეშმარიტების სიტყვა.ისინი თავის გამოხატულებას პოულობდნენ არა მარტო ახალი აღთქმის წერილებში,არამედ ღვთისმსახურების დროს შესრულებულ ჰიმნებშიც. ზოგიერთი ადრექრისტიანული რწმენის სიმბოლო ძალიან უბრალო და ლაკონიურია."იესო უფალია" - აი ქრისტიანული რწმენის უმარტივესი სიმბოლო.ალბათ ეს სიტყვები უნდა წარმოეთქვა ყოველ რწმენაზემოქცეულს.რწმენის ზოგიერთი სიმბოლო სამ დებულებას შეიცავდა:"ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი,ქრისტე იესო" (1 ტიმ.2:5); "ერთია უფალი,ერთია რწმენა,ერთია ნათლისღება" (ეფეს.4:5). დროდადრო ახალი აღთქმის ავტორები აშკარად იმოწმებენ ქრისტიანული რწმენის დებულებებს. 1 ტიმ. 3:16 - სხვა არაფერია,თუ არა რწმენის სიმბოლო,რომელიც გადმოცემულია ჰიმნის ფორმით (რასაც ხშირად შევხვდებით უფრო გვიანდელ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში): "ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ. ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში". კიდევ უფრო დაწვრილებითი აღსარება რწმენისა გვხვდება ფილიპ. 2:6-11_ში.ჰიმნი ახალმოქცეულის აღსარებით მთავრდება:"რათა... ყოველმა ენამ აღიაროს,რომ იესო ქრისტე არის უფალი,მამა ღმერთის სადიდებლად". ამ ჰიმნს,შესაძლოა,ნათლისღების წეს-ჩვეულების შესრულების დროს გალობდნენ. საქ. 2:42; 1 ტიმ. 4:6; 2 ტიმ. 1:13; 1 კორ. 12:3; 1 ტიმ. 2:5; ეფ. 4:5. P.S. დავასრულე... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი