რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
KAIROS |
Apr 2 2007, 01:48 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმის ერთერთი დადებითი თვისება ისაა. რომ ხშირად აქ ადამიანები ერთდროულად შემოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრმა სხვადასხვა ენები იცის, შესაბამისად ფლობს საინტერესო ინფორმაციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ვფიქრობ, რომ ეს თოფიქი დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი თვალსაწიერი და გავიგოთ, როგორია რელიგიური აზროვნება მსოფლიოში და რა პრობლემები არსებობს...
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
May 20 2007, 11:26 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა (მოსკოვის საპატრიარქო) და საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მიტროპოლიტ ლავრის სინოდი) “კანონიკური ერთობის აქტს” ხელი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში მოაწერეს
17 მაისს ფერისცვალების ეკლესიაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ისა და საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი იერარქის, აღმოსავლეთ-ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტ ლავრის მისვლით დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის “კანონიკური ერთობის აქტზე” ხელმოწერის ცერემონია, რაც ფაქტობრივად საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის “მიტროპოლიტ ლავრის ფრთის” მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებას ნიშნავს. როგორც "Портала-Credo.Ru"-ს კორესპონდენტმა განაცხადა, გაერთიანების “შემხვედრი”კომისიის მდივნებმა, დეკანოზებმა ნიკოლოზ ბალაშოვმა და ალექსანდრე ლებედევმა წაიკითხეს თავიანთი ეკლესიების სინოდების გადაწყვეტილება “აქტის” დამტკიცების შესახებ. პროტოდიაკონმა ვლადიმირ ნაზარკინმა ამბიონიდან წაიკითხა “აქტის” ტექსტი, რის შემდეგაც პატრიარქი ალექსი II და მიტროპოლიტი ლავრი მანტიებში შემოსილნი ავიდნენ ამბიონზე, დასხდნენ სპეციალურად დადგმულ მაგიდასთან და ხელი მოაწერეს დოკუმენტის ორ-ორ ეგზემპლიარს. ხელმოწერის შემდეგ მიტროპოლიტი ლავრი “აქტის” ყდას ეამბორა. პატრიარქი ალექსი II საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიესალმა სიტყვებით “ქრისტეა ჩვენთან”, რაზეც მიტროპოლიტმა ლავრმა უპასუხა: “არს და იყოს”. პატრიარქის მთავარმა დიაკონმა მრავალჟამიერი იგალობა, ჩამოთვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წმინდა სინოდის წევრები და მხოლოდ ამის შემდეგ ახსენა მიტროპოლიტი ლავრი და საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო სინოდის წევრები. ტაძარში მარჯვნივ იდგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი