ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება |
იოანა |
May 21 2007, 01:39 PM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ, და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3], და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5]. და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ. _________________________________________ 1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება) უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი... უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა. დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია: დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე? ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა... „უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს“. (იოანე 4, 3) „ვითარცა ესმა ესე იესოს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). და არ ჩქარობს მაცხოვარი წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ უნდა მოხდეს უდიდესი სასწაული - ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, თუ ვინ არის მაცხოვარი. ბოლოს იგი მაინც ემზადება ბეთანიას წასასვლელად. სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელები მას უმუქრებოდნენ სიკვდილით და მოციქულები სთხოვენ, არ წავიდეს იქ. „მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?“ (იოანე 11, 8). და აი, ამ დროს თომა მოციქული (ვისი თავის ქალაც, როგორც დიდი სიწმიდე, ჩვენს სიონის ტაძარში ასვენია) მიმართავს მოციქულებს და ეუბნება: „წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად“. შეხედეთ თომას, რომელსაც უწოდებენ ურწმუნოს, რომელიც თითქოს შეორგულდა იესო ქრისტეს აღდგომაში! ეს თომა მიდის იუდეაში, რომ მასთან ერთად მოკვდეს. შემდეგ მოდის ხმა ბეთანიიდან, რომ ლაზარე მოკვდა. მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს და ეუბნება - „ლაზარემ დაიძინა“. მოციქულები ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის სიტყვების აზრს და პასუხობენ: „ლაზარემ თუ დაიძინა, ის განიკურნება, უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს“ (იოანე 11, 12). ისინი გულისხმობდნენ, რომ ძილი არის ნიშანი ჯანმრთელობისა; მაგრამ მაცხოვარი ამბობდა სხვა ძილზე - სიკვდილზე. და წავიდა ბეთანიას უფალი. მაშინ მიეგება მას ტირილით ლაზარეს დაჲ მართა და უთხრა: - „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (იოანე 11, 21) შენ რომ აქ ყოფილიყავ, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. მაცხოვარს სურს, ჩაუნერგოს მართას რწმენა და ეუბნება მას: - გრწამს, რომ მე შემიძლია აღვადგინო ლაზარე? გრწამს, რომ მე ვარ ქრისტე? - „ჰე, უფალო, მრწამას, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი სოფლად“. - პასუხობს მას მართა. - „ჰრქუა მას იესუ: აღსდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. რქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე. და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე - გრწამს ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.“ (იოანე 11, 23-27). მაცხოვარი შედის ბეთანიას. მას ხვდება მეორე დაჲ ლაზარესი - მარიამი; ისიც ტირილით, ისიც ამავე სიტყვებით, შენ რომ აქ ყოფილიყავ, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს. - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა. „და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს“ (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა. მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. ამას გვაუწყებს დღევანდელი სახარება. მაგრამ ამასთან ერთად, დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“. ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი. „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“. რატომ მოელის? ეს ხომ არის ენა „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“? ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას. რატომ მოელის ის „დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით. იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ. ლაზარეს შაბათი 13(26) აპრილი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
KAIROS |
May 22 2007, 03:37 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მოდი რა ხარ თეოლოგი? მიხედე სენს საქმეს და აქ რა მოზამბიკის ეკონომიკაზე მსჯელობთ? თეოლოგიურად აბსურდებს წერთ და ამიტომ გეკამათებით, ან რა შუაშია პატრიარქის ავტორიტეტი და ჩემი? მე რასაც გწერთ მამებზე დაყრდნობით, ჩემს პირად აზრს რომ ვწერ, ვამბობ კიდეც, ასე რომ თუ მეკამათები, კი ნუ უხეშობ, არამედ დამიმტკიცე რაზე დაყრდნობით ავრცელებთ ამ აბსურდს? თორემ ისე სჯერა ეგერ იმ კაცს ხარაგაულშია ნოეს კიდობანიო და გჯეროდეთ თქვენც და გიმეორებთ ჩემი აზრი არაფერ შუაშია, ქრისტიანული დოგმატიკიდან რაც არ გამომდინარეობს ის არ უნდა გაავრცელოთ! ადრე რომ ერთი ენა იყო ეგ რა შუაშია??? ჯერ უნდა გაარკვიოთ რაა საერთოდ ცხონება და რა შუაშია ენები და გრამატიკები??? რა ახლა სამოთხეში ქართულად ლაპარაკობენ თუ როგორაა თქვენი საქმე? თუ მერე ტკლაც და გადაირთვებიან ქართულად? რა ზღაპრებს წერთ, რას ჭორაობთ !!! ელემენტალურად არ გესმით მართლაც ქრისტიანული დოგმატიკა! დამითმია ბურთი და მოედანი, წერეთ და დატკბით "ქართული დოგმატიკით" ქრისტე ქართველი იყო ხომ? რატომაც არა, აბა თუ არ იყო ქართველი, მაშინ ქართულად განკითხვა რატომ უნდა მოაწყოს? ეეეეეჰ, მწყდება გული ხალხო, სერიოზულად მიკვირს, რისი გჯერათ და რატომ ახტებით თავზე ქრისტიანულ დოგმატიკას? პატრიარქმა თქვა და მორჩა, ესაა სულ? ესქატოლოგიაზე წაიკითხეთ მამები და ისწავლეთ ჯერ და მერე წერეთ ეს აბსურდები! კაი, გავბრაზდი ახლა მე აქ აღარ დავწერ, თუ რამე იპოვეთ მამებში რომ განკითხვა ქართულ ენაზე იქნებაო არ გამომაპაროთ და დამიწერეთ იქ თეოლოგიაში, მანამ კი არკვიეთ რომელი საუკუნის ქართული იქნება, რა კილოთი განიკითხავენ, ქართული ენის კურსებს რამდენ ხანში გაივლიან ძველი და ახალი აღთქმის მამები და წმიდანები და აბა ჰე, ბევრია სამუშაო! მაპატიეთ, მაგრამ სარკაზმია ეს ყველაფერი... ბოდიში კიდევ ერთხელ... აქ აღარ დავწერ! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
leluka |
May 22 2007, 04:09 PM
პოსტი
#3
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
რა ახლა სამოთხეში ქართულად ლაპარაკობენ თუ როგორაა თქვენი საქმე? თუ მერე ტკლაც და გადაირთვებიან ქართულად? რა ზღაპრებს წერთ, რას ჭორაობთ !!! ელემენტალურად არ გესმით მართლაც ქრისტიანული დოგმატიკა! როცა ადამიანს არ ესმის უნდა აუხსნა და არ უნდა გაიქცე მაშინ ეგ ცოდნა რაც გაგაჩნია რად გინდა მე მაგალითად ახალბედა ვარ და თუ არ მესმის ვიტყვი კიდეც და მირჩევნია რომ ასეთმა განათლებულმა ადამიანმა ჩემი დონეზე ჩამოხვიდე თუ შეგიძლია და გასაგები ენით მელაპარაკო ჯერ არ გვესმის ამდენი ბატონო მე მაპატიეთ დამითმია ბურთი და მოედანი, წერეთ და დატკბით "ქართული დოგმატიკით" ქრისტე ქართველი იყო ხომ? რატომაც არა, აბა თუ არ იყო ქართველი, მაშინ ქართულად განკითხვა რატომ უნდა მოაწყოს? ვინ ამბობს მერე მე არ ვამბობ და არც კი ვიცი ჩემ პოსტში დავწერე მგონი მამები და წმიდანები და აბა ჰე, ბევრია სამუშაო! მაპატიეთ, მაგრამ სარკაზმია ეს ყველაფერი... მასე გგონია ? ბოდიში კიდევ ერთხელ... აქ აღარ დავწერ! რო დაგეწერა აჯობებდა -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 09:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი