რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
KAIROS |
Apr 2 2007, 01:48 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმის ერთერთი დადებითი თვისება ისაა. რომ ხშირად აქ ადამიანები ერთდროულად შემოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრმა სხვადასხვა ენები იცის, შესაბამისად ფლობს საინტერესო ინფორმაციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ვფიქრობ, რომ ეს თოფიქი დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი თვალსაწიერი და გავიგოთ, როგორია რელიგიური აზროვნება მსოფლიოში და რა პრობლემები არსებობს...
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
May 23 2007, 12:20 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა დიდი კამათი და სკანდალი გამოიწვია BBC ის მიერ გადაღებულმა დოკუმენტალურმა ფილმა რომის კათოლიკე იერარქების პედოფილიაზე და მისი დამალვა-მიჩქმალვის საკითხებზე, გუშინ ვატიკანმა გაავრცელა განცხადება, რომ ფილმში ასახული ფაქტები არ ემთხვევა რეალობას, თუმცა ბევრი ფაქტი მართლაც რეალურია და სერიოზულ კამათს იწვვეს... თანადროულად ერთერთმა იტალიურმა ჟურნალმა ჩრდილო იტალიაში გააგზავნა ქალბატონი, რომელსაც ჩუმი დავალება ქონდა მიცემული, ათობით მღვდლისათვის უნდა მოეჩვენებინა თავი, როგორც მღვდლისაგან შეცდენილი ბავშვის დედად და ეკითხა რჩევა, რა გაეკეთებინა, აბსოლიტურად არავინ არ ურჩია მიემართა სამართალდამცავ ორგანოებს! დღევანდელ კათოლიკურ სამყაროში რომ სულიერი კრიზისია ამაზე გინდ ის ფაქტი რომ გადაწყვიტეს ახალგაზრდების მოზიდვა იუთუს ერთერთი სიმღერით წირვაში ჩაერთოთ.მაგრამ დღევანდელი სამყარო ძაან ცდილობს სახელი გაუტეხოს კათოლიკურ ეკლესიას რადგანაც ისინი არ იწყნარებენ კაცობრივ სიბრძნეს და გამოდიან იმ შეხედულებების წინააღმდეგ რომ აბორტი და ევთანაზია არ შეიძლება,ერთსქესიანი ქორწილები არ შეიძლება და აშ.ამის გამო ხდება ასეთი ძირგამომთხრელი "შავი პიარის"წარმოება დღევანდელი სამყაროს მიერ ყველა კუთხით კინოებში, სერიალებში, მასმედიაში, და აშ ყოველივე იმაში რასაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე.და იმ მინუსებს რომელიც გამოვლინდება ეკლესიაში დაიხვევენ ხელზე და ყველა სასულიერო პირი მასეთი გამოჰყავთ და აშ ანუ დღევანდელი სამყარო უკეთებს კათოლიკებს იმას რასაც აკეთებდა კომუნისტები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ (ეკლესიის ნგრევას არ ვგულისხმობ).და არა მარტო კათოლიკებს არამედ ყველას ვინც ამ ღირებულებების წინააღმდეგია მათი დაკნინება. ისე კი ქრისტიანობა იმის ღირსიც არ გახადეს რომ ახალ 2006 წელს მიღებულ ევრო კონსტიტუციაში აღენიშნათ ქრისტიანობის დამსახურება ევროპის განვითარებაში."სხვა რელიგიებს ეწყინებათო" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი