პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Georg |
Oct 2 2006, 01:36 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორით დიდი იმედიც არის... დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი... დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორით დიდი იმედიც არის. ...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს მოაწყდა მტერი მუქარით, დავით... მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან აღიღო ხმალი მეფემან დავით. და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად. პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას. გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა, მოზიდეს შვილდიც, ბოძალიც სტყორცნეს... მეფის ნახმლევი თითო-ოროლა ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს. დაზაფრეს მტერი, თავზარი დასცეს, დაცხრილეს ზეცა, გატორეს ტევრი... და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ, დაცალეწეს და აოტეს მტერი... რამეთუ დედასამშობლოს დაცვა, რამეთუ დაცვა მშობელი ერის, რამეთუ დაცვა რჯულის და ენის ერთს აქცევს ასად... დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, - როდია მთავარ სიმრავლე ჯარის... დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორით დიდი იმედიც არის. დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ, რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად“, „ვაშად“... ცოტნე დადიანს ეხატა გულზე, ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს. ხმა დიდგორისა დედების ლოცვად, ხმა დიდგორისა მამების რისხვად გვიხმობდა მებრძოლს, გლეხკაცს თუ მგოსანს: - სამშობლო ვიხსნათ! დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ, გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ... იქნებ დიდგორიც რუსთველის გმირებს აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?! რუხს და ბასიანს, მარტყოფს, მარაბდას გვედგა დავითის აჩრდილი დიდი. ის გვამხნევებდა და გვიფარავდა და დავითფერულს თამამად ვცდიდით. ...დრო გადის ...ჩვენს მთებს, დიდგორის კალთებს მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი... დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორით დიდი იმედიც არის! იოსებ ნონეშვილი 1972 უფალო, შეგვიწყალე უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ - ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები. შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ, ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ. უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის - ვულკანზე შემდგარი საქართველო. უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული, ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე, უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი, ამრავლე, აძიერე გმირები ჭეშმარიტი. უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ, ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით, შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად, ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები! უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე, უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც... არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო, არც ისე საწყალია და ხელით სატარები. შოთა ნიშნიანიძე -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი