პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Georg |
Oct 2 2006, 01:59 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
მორის ფოცხიშვილი
უცხო სხეული ანუ ბარბარიზმებით სავსე ბალადა ვიღაც მომბღავის ტაოდან, რაღაც შიგ ხორხში კვნესის, - არც რა ბრუხუნი „ბრავო“ და არც რა სლუკუნი „მერსი“. არც რა ბუყბუყი ჭაობად, არც რა ტაფაზე ხრაკვა, - არც ის ლამაზი „ჩაო“ და არც ის მაცდური „პაკა“. გეყო, რაც დარდი გდაღავდა, გრისხავ, გიწყრები, გისტვენ, - აღარასოდეს „აღა“ და აღარასოდეს „მისტერ!“ ვის რას არგებს და რად უნდა ხვითო სხვათა და სხვისი, - არც რა ფაშფაშა „ფრაუ“ და არც რა მისნური „მისის“. ბედად თუკი რამ გადაგვრჩა, საშვილიშვილოდ დაგვრჩა, - აღარასოდეს „ჩა-ჩა-ჩა“, აღარასოდეს “ჩაჩა!“ დადექ სარფთან და არხოტთან, არ წამოეგო ანკესს, - არც რა დიადი „საღოლ“ და არც რა ზვიადი „დანკე!“ არც ეფექტური „ეფენდი“, არც რიტორული „რაჯა“, - იქნევდე, როგორც იქნევდი სიტყვას მათრახად, ხანჯლად. ისმოდე, როგორც ისმოდი, ლოცვად, გალობად, ლხენად, თორემ შეხედე, ის მოდის... ფხიზლად, იბერთა ენავ!!! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი