აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
შოთა |
Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი
#221
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ალექსანდრე |
Oct 2 2006, 02:18 AM
პოსტი
#222
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
საფლავთა მცველი...
ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ფრიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა. - ისინი (მთავრობები! - ავტ.) სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ; მას არაფერი აქვს საერთო ხალხის ენასთან, სურვილებსა და ცხოვრებასთან! - მეუბნება ჩემი გამყოლი, 50-ოდე წლის მამაკაცი. დღეს ოჩამჩირეში მიასვენებენ მოხუცს, რომელმაც სიცოცხლის ბოლო 15 წელიწადი დევნილობაში გაატარა. იმ წლებს სიცოცხლეს არც უწოდებდა. სიკვდილის წინ თავად ასწავლა შვილებსა და შვილიშვილებს, როგორ და ვისი დახმარებით გადაესვენებინათ საგვარეულო სასაფლაოზე, თავისი აფხაზი და ქართველი ბიძაშვილების, მეგობარ-მეზობლების გვერდით... თავიდან არც უფიქრიათ ჭირისუფლებს, რომ აფხაზები დაეხმარებოდნენ; მკვდრები კი არა, ცოცხლებიც აღარ ვუნდივართო, ხელი ჩაიქნია მოხუცის უფროსმა ვაჟმა ზაურმა და თამაზმაც მხარი აუბა, მაგრამ უფროსის სიტყვის მორჩილება სჩვეოდათ, ასე იყვნენ გაზრდილები; მკვდარი მამის კიდევ მეტი რიდი ჰქონდათ, ვიდრე ცოცხლისა და მისგან ნასწავლი გზითა და ხერხით, კაციდან კაცისთვის გადაცემით გააგზავნეს ამბავი გარდაცვლილი მოხუცის უკანასკნელ ნებაზე აფხაზეთში... ...თავად ჩამოვიდნენ აფხაზები. როგორ, არც თავად თქვეს და არც დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მოხუცს წესისამებრ მიაგეს პატივი და დაიბარეს: ზუგდიდამდე ჩამოასვენეთ, იქ ჩვენ გიპატრონებთო. ბევრი ხვეწნაც არ დამჭირვებია, თან გამიყოლეთ-მეთქი. - აფხაზებსა და ქართველებს არც არასოდეს ჩაუთვლიათ ერთმანეთი მტრებად, ბევრი ერთმანეთის სისხლით ნათესავი და მოყვარეა და იმ დროზე ოცნებობენ, როცა თამამად შეეძლებათ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება!.. - მითხრა გამყოლმა. - ახლა ვინ უშლით ხელს? - ვეკითხები. - ერთი მუჭა პოლიტიკოსები... მოღალატეები ქართველებშიც არიან და აფხაზებშიც; ორგულები ბლომად გვყავს, მათთვისაც არაფერს ნიშნავს ხალხის ბედ-იღბალი, ოღონდ თავად შეინარჩუნონ გავლენა, ძალაუფლება, სიმდიდრე... ...საზღვარზე არც აფხაზს შევუჩერებივართ და არც რუსს, არც სხვა ვინმეს და როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავდივართ, დევნილ ქართველებს კი არა, მეც მიჭირს ცრემლის შეკავება. ყველაზე “ჩაკეტილ” აფხაზშიც კი ჩანს “ნახევარი” ქართველი, რომელიც ვერასოდეს გარუსდება. ნეტავ გენახათ, როგორ დაიტირეს 15 წლის უნახავი მეზობელი და მოკეთე, როგორ ჩაგვიკრეს გულში ყველა. გარდაცვლილის მიტოვებულ სახლში ახლა უცხოები არიან ჩასახლებულები, ჭიშკარი მჭიდროდაა ჩაგმანული. შფოთი არავის უნდა და პირდაპირ სასაფლაოზე დავაპირეთ წასვლა. იწყინეს აფხაზებმა და მიცვალებული ერთმა თავის ეზოში შეასვენა, წინასწარ გამართულ ფაცხაში დაასვენებინა, არც მღვდლის მოყვანა დავიწყებიათ და არც სახელდახელოდ ჭიქის წაქცევა კაცებს. ...საფლავიც გაჭრილი დაახვედრეს და სანამ ჭირისუფალი გარდაცვლილს ემშვიდობებოდა, მოვლილ საფლავებს ჩამოვუარე, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და აფხაზური გვარები და რაც მთავარია, არც ერთ ქართულ საფლავს არ ეტყობოდა უპატრონობა. როცა აღტაცება გამოვთქვი, მოხუცი მამაკაცი დამანახვეს, მითხრეს, - ამ საფლავების მცველია, ომის დროსაც კი არ დაანება ათასი რჯულის ყაჩაღსა და მამაძაღლს მათი შებილწვა. ზამთარ-ზაფხულ აქ ტრიალებს და ამბობს, ეს საფლავები შეგვარიგებს და გაგვამართლებს ქართველებთანო. უხმოდ გადავეხვიე ნათელმზერიან მოხუცს: ქართველი ხარო, მკითხა ქართულად და თავზე გადამისვა დაკოჟრილი ხელისგული. ლამის გული ამომიხტა საგულედან... არც უკან წამოსულები შევუჩერებივართ ვინმეს. გარდაცვლილს აღარავინ ტიროდა, საოცრად მშვიდად იყო ჭირისუფალი. მათი სიმშვიდე მეც გადმომედო და რაც მთავარია, იმედი გამიათმაგდა: რამდენი წელიწადიც უნდა გავიდეს, ვერავინ გაჰყოფს საქართველოს, ხალხი არ დაუშვებს ამას, ხალხს არც არასოდეს დაუკარგავს ერთმანეთი და ისევ თავად იპოვის ერთმანეთისკენ სავალ გზებს... აფხაზეთი ჩვენია, ისევე როგორც საქართველოა აფხაზების!.. (გაზეთი კვირის პალიტრა, 2-8 ოქტომბერი) -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი