![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო
![]() ![]() დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
თავი 2
- .:. - - .:. - თაყვანისცემა მოგვებისგან 1. ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს: 2. სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას. 3. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. 4. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე. 5. ხოლო მათ უთხრეს: ჰურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. (მიქ. 5,2) 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოჰკითხა მათ დრო ვარსკვლავის გამოჩენისა. 8. და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, და როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 9. ხოლო ისინი, როდესაც მოუსმინეს მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა. 10. ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გახარეს დიდი სიხარულით. 11. და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან; დავარდნენ და თაყვანის სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში. ლტოლვა ეგვიპტეში 13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი. 14. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში. 15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს. (ოს. 2,1) ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში 16. მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, განრისხდა ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელს მის საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოკითხა მოგვებისგან. 17. მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქილი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან. (იერ. 31,15.) დაბრუნება ეგვიპტიდან 19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში 20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, რომლებიც ეძებდნენ ყრმის სულს. 21. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. 22. და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის, ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა, ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა და წავიდა გალილეის მხარეში. 23. და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზარეველი ეწოდება. (მსჯ. 13,5; ეს. 11,1-2.) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი