IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბაგრატიონების მემკვიდრე, საჭირბოროტო საკითხი
Lenus
პოსტი May 23 2007, 12:28 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს არ არის მონარქიასა და მის მოწინააღდეგეებს შორის გასამრთი დიალოგი.

უბრალოდ, წმინდა გენეალოგიურად და სამართლებრივად, ვისაც გესმით ეს საკითხი, ვინ ითვლება დღეს ბაგრატიონების კანონიერ მემკვიდრედ?

არგუმენტაცია სავალდებულოა )))



აი მოსაზრება დ. ნინიძის ნაშრომიდან "ბაგრატიონები XIX-XX საუკუნეებში"

----------

დ. ნინიძე
ბაგრატიონები XIX-XX საუკუნეებში

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას ბაგრატიონთა სამეფო ტახტისა და მეფობის გაუქმება მოჰყვა. აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთში გადასახლებულ იქნა სამეფო გვარის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით, თემურაზ II-ისა და ერეკლე II-ის შთამომავალნი, როგორც ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა მემკვიდრენი. ქართველი ერი ვერ ეგუება სახელმწიფოებრიობისა და ბაგრატიონთა სამეფო გვარის დაცემას და იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის - ყველა აჯანყება, რომლიც საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენისაკენაა მიმართული, მეფობის კანდიდატებად ქართლ-კახეთის მეფეების - თეიმურაზისა და ერეკლეს შთამომავლებს ასახელებს.
რუსეთში წინა საუკუნეებში გადასახლებული ბაგრატიონთა სახლის სხვა სამეფო განშტოების წარმომადგენელნიც ცხოვრობდნენ, ბუნებრივია, იქ XIX საუკუნეში მათი სტატუსის საკითხიც დადგა. საერთოდ, გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო შტოებში ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა მწვავედ დაისვა - მხედველობაში გვაქვს ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლების დინასტიური ბრძოლა და ქართლის თავადთა „ლეგიტიმისტური მოძრაობა“.
ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, მიუხედავად ირან-ოსმალეთის აგრესიისა, XVI-XVII სს-ის ქართულ სამეფოთა ტახტებზე (მცირე გამონაკლისით იმერეთში) მხოლოდ ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის წარმომადგენელნი ადიან, რაც უპირველესად მტკიცე ისტორიული ტრადიციით აიხსნება - საქართველო და ბაგრატიონები იმდენად განუყოფელ ცნებებად იქცნენ, რომ მძიმე ვითარებაშიც კი სამეფო დინასტიის შეცვლის მცდელობა, თუ მათი სამეფო ტახტიდან ჩამოშორება ქართველობის წინააღმდეგ მრძოლად აღიქმებოდა და დამპყრობლისათვის მწვავე უკურეაქციის საშიშროებას შეიცავდა, ამიტომ ირან-ოსმალეთი იძულებულია ბაგრატიონთა საგვარეულოს ასეთ ფუნქციონირებას ანგარიში გაუწიოს. როცა რუსეთის იმპერიამ ბაგრატიონთა მეფობა გააუქმა, ქართველი ბატონიშვილები ხაზგასმით აღნიშნავენ (კერძოდ, იულონ ბატონიშვილი), რომ «... наш царский дом, процветавший во времена великого Юстиниана, уцелел даже до сего времени; если это допустило право персидких государей–тиранов, то тем более имеем мы несомненную надежду, что смилуется нами христианский царь». იგივეს ამბობს დავით ბატონიშვილიც. თვითონ ბაგრატიონთა სამეფო სახლში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ბაგრატიონთა გვარის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია - დარეჯან დედოფლის სიტყვებით, 1200 წელია საქართველოს მეფეებად ბაგრატიონები არიან და „ეს ყოველ ქვეყანაზე და მთელ ევროპაში გამცხადებულია“.
ბაგრატიონთა დამოუკიდებელ სამეფო შტოეთა ჩამოყალიბების შემდეგ, სამივე სახლის წარმომადგენელნი კვლავ თვლიან, რომ ბაგრატიონთა გარდა „სხვა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა“. ეს კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას და დინასტიურ ბრძოლას ქართულ სამეფო სახლებს შორის.
დაპირისპირებულ შტოთა ბაგრატიონები ყოველმხრივ ცდილობდნენ მეორე სახლის წარმომავლობისა და წარსულის დაკნინებას. ქართლის ბაგრატიონთა ინტერესების გამომხატველ ისტორიულ წყაროთა ავტორები ყოველმხრივ ცდილობენ გარკვეულად მაინც გამოხატონ განსხვავება სამეფო სახლების რანგსა თუ სტატუსში - მაგალითად, ქართლის ხელისუფალთ „მეფის“ ტიტულით მოიხსენიებენ, სხვებს კი „ბატონის“ ან სხვა მსგავს ხარისხში. ასე იქცევა თვით ვახტანგ VI, როცა კახეთის მეფეს მხოლოდ „კახთა ბატონს“ უწოდებს; ბერი ეგნატაშვილი ამ მხრივ მკვეთრ დიფერენციაციას აკეთებს - მაგალითად: „ხოლო ამას ჟამში წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმა მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს...“. „ქართლოცენტრიზმის“ კლასიკური მაგალითია ალექსანდრე ამილახვარის „გეორგანული ისტორია“, სადაც კახეთის ბაგრატიონები ქართლის ტახტის უზურპატორებად არიან გამოცხადებული; დაპირისპირება იქმადე მიდის, რომ ქართლის ტახტზე უცხო ძალის ხელისუფლობაც კი ურჩევნიათ, ვიდრე მეორე შტოს ბაგრატიონთა ბატონობა - ალექსანდრე ამილახვარი ვახტანგ VI-ზე ამბობს, რომ მან „წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ამდენ მტერს და მთელი ქართლი თურქეთის სულთანს მისცა, რათა იგი სპარსელებს და კახეთის მფლობელებს არ დარჩენოდა“.
კარგადაა ცნობილი, რომ ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა გამეფებას ქართლის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა: ფეოდალური ოპოზიციაც თავის მხრივ გაერთიანებული „ქართლ-კახეთის“ სამეფოს დაშლას და მათთვის „საშიში მეფეების“ ქართლიდან განდევნას ცდილობს. ვახტანგ VI-ის ჩამომავლათა საკითხი დიდხანს იდგა პრობლემად თეიმურაზ-ერეკლეს ტახტის წინაშე. ეს იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა სახლის გამეფებას ბოლომდე ვერ შეეგუა. არსებულ ვითარებას კარგად ახასიათებს გაძევებული ანტონ I კათალიკოსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი: «Нине ж царствующие в Грузии не наследники престола нашего, а Грузия пренадлежит деду моему и в наследство фамилии моей...». იესე მეფის ძის - ალექსანდრე ბატონიშვილის 1759 წლის არზაში იმპერატრიცა ელისაბედ I-სადმი აღნიშნულია: «Нине царствующие тамошнего престола не наследники, а принадлежит тот престол фамилии отца моего по линии ближним...».
აღსანიშნავია, რომ პრობლემა თავად ქართლის სახლის წარმომადგენლებმა შექმნეს. ვახტანგ VI-მ რუსეთში გამგზავრებით და იქ კავშირების ძიებით, სახელმწიფო მმართველი დინასტიის გარეშე დატოვა, რაც დიდი შეცდომა იყო. გამართლდა შანშე ერისთავის წინასწარმეტყველება ვახტანგ VI-ის სახლისა და მის ჩამომავალთა საქართველოდან ფეხის ამოკვეთის თაობაზე: „ბაქარ დააბრუნე, სულ ნუ დააგდებ ამ ქვეყანას... უფრო ძალიანბა გამოგიჩნდება“. რადგან ვახტანგ VI-ის სახლმა ქართლი დატოვა, ხოლო საგარეო ვითარება შესაბამის საშუალებას იძლევა, ამით რატომ არ უნდა ესარგებლათ თეიმურაზსა და ერეკლეს?! მითუმეტეს, ვახტანგის ნაბიჯის შედეგად შეიქმნა მმართველობის ვაკუუმი, რაც დიდხანს არ შეიძლება გაგრძელებულიყო. ამ დროს, ასეთი ვითარებისა და დაშლის საპირისპიროდ, თეიმურაზ-ერეკლეს გადაწყვეტილებას ორი ქართული სამეფოს გაერთიანება და გაძლიერება მოჰყვა, რაც დიდი და პროგრესული მოვლენა იყო.
თუ ერთ დროს თავადთა რანგში მყოფი გვერდითი შტოს საგვარეულო სახლის - მუხრანბატონების ჩამომავლებს ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ ქართლის ტახტი, რატომ იგივე არ შეეძლო, ქართლის მეფეების არყოფნის პერიოდში, თეიმურაზ-ერეკლეს სახლს?! მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას ისტორიული წარსულის თვალსაზრისით:
XV ს. 60-იან წლებში საქართველოს სამეფოს დაშლა რელაობაა; 1490 წ. კონსტანტინე II-ის დარბაზის გადაწყვეტილება ერთია, ხოლო მწარე პოლიტიკური რეალობა მეორე. ყალიბდება ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფო შტოები: ქართლის ბაგრატიონები სამეფო გვარის უპირველესი შტოა, მისი მამამთავარია კონსტანტინე II. ლეგიტიმიზმის თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას, რომ იგი არაკანონიერი „მეფის“ – „ჯერეთ არ კურთხეული“ ბაგრატიონის - დიმიტრი „პროვინციის მეფის“ ჩამომავალია. თუ ერთიანი ქართული მონარქიის დაშლია იურიდიულ გაფორმებად 1490 წ. დარბაზის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ, მაშინ ქართლის ბაგრატიონები ოფიციალურად არსებული ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი ხელისუფლის ჩამომავალნი გამოდიან - თუმცა, როგორც ითქვა, პოლიტიკური რეალობა სხვაგვარია. ერთიანი სამეფოს ბოლო მეფეა გიორგი VIII – 1466 წლიდან კი იგი კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლის მამამთავარია. ამდენად, კახეთის ბაგრატიონები რეალურად ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის ჩამომავალნი არიან. ამიტომ, ისინი „რიგითი“ ფეოდალები (როგორც ზოგჯერ უწოდებენ) ან უზურპატორები კი არა, თავისი წარმომავლობით ბაგრატიონთა იმ შტოს პირდაპირი ჩამომავალნი გამოდიან, რომელიც სათავეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი მეფისგან (გიორგი VIII) იღებს. დაშლის შედეგად ე.წ. „ბატონიშვილობის საკითხი“ ძალიან გამწვავდა. მართალია გაქრა „პროვინციის მეფეთა“ ინსტიტუტი, მაგრამ საპირისპიროდ სამეფო სახლის სხვადასხვა განშტოება წარმოიშვა - „ბაგრატიონად თქმულთა“ რიცხვი მომრავლდა, ზოგიერთი მათგანი კი თავადის რანგში მოგვევლინა.
XVI ს. ქართლის ბაგრატიონთა რამდენიმე შტო ჩამოყალიბდა: ლუარსაბ I-ის, დაუთ-ხანის... XVII ს. პირველ ნახევარში ქართლის პირდაპირი სამეფოს შტოს არსებობა შეწყდა ლუარსაბ II-ის, სიმონ II-ისა და როსტომ-ხანის შემდეგ, სიმონ I დიდის ძმის, სავახტანგოს „პატრონის“, ვახტანგის ჩამომავალნი ქართლში ფეხს ვერ იკიდებენ. სხვა გვერდითი შტოები უკვე თავადის რანგში არიან - გოჩაშვილნი, ბაგრატიონ-დავითიშვილები, რამაზიშვილები. ამ განშტოებათა ლეგიტიმიზმზე, ბუნებრივია საუბარი არ გვიხდება.
XVI ს. დასაწყისში ყალიბდება ქართლის ბაგრატიონთა კიდევ ერთი უმცროსი შტო - მუხრანბატონები; იოანე ბატონიშვილის სიტყვებით, ისინი იყვნენ „მეორისა ხარისხით ბაგრატიონად წოდებულნი და პირველნი თავადნი“. ქართლის ბაგრატიონთა უფროსი შტოს შეწყვეტის გამო, ქართლის მეფე ხდება როსტომ მეფის შვილობილი, გათავადებული განშტოების ჩამომავალი - ვახტანგ V („შაჰნავაზი“), ანუ თავადი მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მმართველნი ხდებიან. „მუხრანბატონებად“ კი ვახტანგ V-ის უმცროსი ძმის, კონსტანტინეს შთამომავალთა შტო ყალიბდება. როგორც აღინიშნა, მუხრანბატონთა გამეფებული ეს შტო ვახტანგ VI-ის მეთაურობით რუსეთში გადასახლდა - შემდგომში ბაგრატიონთა ამ განშტოების წარმომადგენლებს აღარ უმეფიათ.
მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტზე ლეგიტიმურნი ხდებიან როსტომის მიერ ვახტანგის (ბახუტას) შვილობისა და ირანის შაჰის მხრიდან მათი ცნობის შემდეგ. ასევეა კახეთის ბაგრატიონების შემთხვევაშიც - რომანოვებმა 1783 წლის ტრაქტატით. სწორედ ერეკლე II-ის შტოს ლეგიტიმურობა სცნეს ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე; სხვათაშორის, ირანი მათაც უჭერს მხარს. კერძოდ, თეიმურაზს. მთავარი კი ის ასრის, რომ თეიმურაზის შტო კანონიკურადაა კუღთხეული, თანაც სვეტიცხოველში ქრისტიანული წესით. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თეიმურაზ II თეიმურაზ I-ის ჩამომავალია, რომელიც უკვე იჯდა ქართლის ტახტზე: თეიმურაზ II-ის მამა - ნაზარალი-ხანი (ერეკლე) ასევე ფლობდა ქართლს; ვახტანგ VI-ის შემდეგ ქართლი კონსტანტინეს გადაეცა, რომლის ძმა და მემკვიდრეც სწორედ მეფე თეიმურაზ II-ა. ამ დროის შემდგომი მუხრანბატონები (დღეს მხოლოდ ამ შტოს ჩამოავალნი არსებობენ) პირველ მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფი და მათი შთამომავალნი არიან; აღნიშნული შტოს არცერთ წევრს არასოდეს უმეფია, თავადთა წოდებას ეკუთვნიან და როგორც ყმა, ვასალნი, ისე ემსახურებოდნენ სამეფო ტახტს. ამ გვერდითი შტოს წარმომადგენლებს სამეფო ტახტის არსებობის ხანაში ფიქრიც არ ჰქონდათ გამეფებაზე - ასეთი იყო ერეკლე II-ისა და მისი მოხელის იოანე მუხრანბატონის ურთიერთობაც - ერეკლე II-ის წყალობიდან: „თქვენ ჩვენზე ერთგულობა და თავდადებით ნამსახურობა რომ ვიცანით... გიბოძეთ დეა წყალობა გიყავით, თქვენის ოჯახის ნაქონი ჩვენის კარის სახლთხუცობა...“.
ქართლის მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილია კახეთის ბაგრატიონთა გამეფების წინააღმდეგი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამეფოს მეორე დიდი ნაწილი 1744 წელს თიმურაზისა და ერეკლეს გამეფებას აღგრთოვანებით შეხვდა: „კ (20) წელს გადევლო და მემკვიდრე-მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთ“ (პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი). ეს მნიშვნელოვანი და პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ, შესაბამისად, ურთულესი საქმეც, რაც თეიმურაზ-ერეკლეს შესანიშნავად ესმოდათ. პროგრესული საქმე ძმათა სისხლის ღვირს გარეშე უნდა განხორციელებულიყო, რასაც შორსმჭვრეტელური დიპლომატიური ნაბიჯები სჭრდებოდა - ამ მიზნით ძალზე ჭკვიანურად წინა წამოიწია თეიმურაზ მეფის მეუღლისა და ვახტანგ VI-ის ასულის - თამარ დედოფლის პიროვნებამ; პროგრესისა და გაერთიანებისათვის მებრძოლმა დედოფალმა ნადირ-შაჰის ნდობისა და ქართლის თავადთა ანტიკახური განწყობილების შენელების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საერთოდ, თამარის - ვახტანგ VI-ის ასულობა და თეიმურაზის ცოლობა ქართლის ტახტზე ფეხმოკიდების რთული საკითხებისა და ლეგიტიმურობის გასაღებად იქცა. ასეთ ვითარებაში, რუსეთში გადახვეწილ ქართლის ბატონიშვილებს საყრდები საფუძველი სულ უფრო ეცლებათ, მათ რეალურად ქართლისათვის აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ. ამ ფონზე თეიმურაზ II-ს ერთობლივად შეეძლო განეხორციელებინა ქრისტიანული მმართველობის აღდგენა, სიმპათიების მოპოვება რუსეთთან და ლოიალობა ირანთან ურთერთობაში; თეიმურაზ-ერეკლეს ტახტმა ფაქტობრივად დამოუკიდებელი და გაერთიანებული აღმოსავლეთ საქართველო ამიერკავკასიის ჰეგემონად აქცია, აწარმოა გამიზნული საშინაო პოლიტიკა წესრიგისა და ქართული სახელმწიფოებრივი სტრიქტირების დასახვეწად... ასეთ შედეგებს ქართლში ფეოდალთა „ლეგიტიმისტური მოძრაობა“ წინ ვეღარ დაუდგებოდა - ამ ეტაპზე ერეკლე II-ის მმართველობის შედეგად, ქართლ-კახეთის უდიდესი ნაწილი მხარს „პატარა კახის“ პოლიტიკას უჭერს.
რა ვითარება შეიქმნა თეიმურაზ-ერეკლეს ჩამომავალთა რუსეთში იძულებით გადასახლების შემდეგ:
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ XVI-XVIII სს. რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა გვარის ყველა წარმომადგენლისათვის დინასტიური სტატუსის ცნობა-აღიარება უკლებლივ ხდებოდა. ოფიციალურ აქტებში ისინი ბატონიშვილებად (Царевичи) და პრინცეპად იწოდებოდნენ, რუსეთის ხელისუფლება მათ იმავე რანგში განიხილავდა, როგორც სხვა უცხოურ სახელმწიფოთა მსგავსი რანგის წარმომადგენლებს, მაგ., როგროც რუსეთში მოღვაწე გერმანელი პრინცები. რუსეთის მირე ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგ საიმპერატორო კარი სამეფო სახლის წევრების ხარისხში მხოლოდ ქართლ-კახეთის ბოლო მეფეების უახლეს შთამომავლებს განიხილავს. დაპყრობის შემდეგ რუსეთში ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შვილები და ცოლები დედოფლისა და ბატონიშვილის ტიტულს ინარჩუნებდნენ. მათ შთამომავლებს 1833 წ. 25 აპრილის სახელმწიფოს საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭათ ტიტული - ტავადი გრუზინსკები, იმერეთის მეფის შთაომავლებს კი - იმერეტინსკები. 1842 წ. 18 ივნისის მინისტრთა კომიტეტის სპეციალურ დოკუმენტში - «О сбособах для упрочения состояния членов бывших царских домов Грузии и Имеретии» „საქართველოს ყოფილი სამეფო სახლის“ წევრებად მხოლოდ ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ჩამომავლებია დასახელებული: ერეკლეს ძე ფარნაოზი, გიორგი XII-ის ძეები - თეიმურაზ, მიხეილ, ილია, ოქროპირი, ირაკლი... „იმერეთის ყოფილი სახლის“ წევრებად კი დავით II-ის შვილი - კოსტანტინე, თავადი ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები - ბაგრატიო-იმერეტინსკები. მათზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გარკვეული პრივილეგიები ვრცელდებოდა.
1865 წ. 20 ივნისის სახელმწიფოს საბჭოს გადაწყვეტლებით - «О предоставлебии титула светлости потомкам последних царей Грузии и Имерети, происходящим от мужского поколения, князьям Грузинским и Имеретинским» - ეს ტიტული მიენიჭათ მხოლოდ ქართლისა და კახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ჩამომავლებს და იმერეთის მეფეების ალექსანდრე V, სოლომონ I-ისა და დავით II-ის შთამომავალთა ნაწილს; ამ დროს პიროვნებათა სია, ვისაც ეს ტიტული ერგო, უფრო განივრცო, კერძოდ, იგულისხმება სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები. ხაზგასმულია, რომ იგი არ მიენიჭა არცერთ სხვა შტოს, მათ შორის არც ვახტანგ V-ის განშტოების წარმომადგენლებს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „თავადის“ ღირსება დაუმტკიცდა ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს - 1825 წ. 20 სექტემბრისა და 1826 წ. 25 მარტის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი ცნობილ იქნენ თავადის რანგში, კერძოდ, ქართლის სამეფო სახლიდან ვახტანგ VI-ის პირდაპირი შთამომავლები (სენატის 1859 წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით, ისინი ასევე დამკტიცებულ იქნენ თავადის ღირსებაში „საგვარეულო წიგნის“ («Родословная книга») V ნაწილში შეტანით), თავადი ბაგრატიონები და თავადი ბაგრატიონ-მუხრანსკები (მათი მხოლოდ რამდენიმე განშტოება) და კახეთის სამეფო სახლის უმცროსი შტო - თავადი დავიდოვები და ბაგრატიონ-დავითიშვილები. ყურადსაღებია, რომ ეს შტოები მხოლოდ თავადის რანგს აღწევენ, მაგრამ სხვა სპეციალური ტიტული, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-იმერეტინსკებს, არ მიუღიათ.
რომელმა შტოებმა მოაღწია ჩვენამდე:
ლიხთ-იმერეთის ბაგრატიონთა შტო პირველად დავით ნარინის შთამოავლების დრს ჩამოყალიბდა, რომელიც 1402 წ. შეწყდა. იმერეთის ბაგრატიონთა მამამთავრებია ბაგრატ VI, წარმომავლობით ალექსანდრე I დიდის ძმის (გიორგი) შვილი. ეს განშტოება ყველაზე ადრე ცდილობს ბაგრატიონთა ძირითადი შტოდან გამოყოფას. საიმპერატორო კარის ნებართვით, მისი ჩამომავალი სოლომონ I-ის შტოს წარმომადგენელნი „ბაგრატიონ-იმერეტინსკებად“, ხოლო დავით II-ისა კი „იმერეტინსკებად“ იწოდნენ. 1900 წ. ვარშავის გენერალ-გუბერნატორის, თავადის ალექსანდრე კოსნტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა გვარის ამ შტოში უფროსობა სოლომონ I-ის ძმის - ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს - თავად დავით ალექსანდრეს ძე ბაგრაიონ-იმერეტინსკის გადაეცა, რომლის ასული ნინო ბაგრატიონი დღეს თბილისში ცხოვრობს.
რუსეთში მცხოვრები ვახტანგ VI-ისა და მისი ძმის - მეფე იესეს შთამომავლების შტო XX ს. დასაწყისში შეწყდა - 1919 წ. თავად დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალებით ბაგრატიონთა სახლის ამ შტოს არსებობა დასრულდა. რაც შეეხება დარჩენილ უმცროს დინასტიურ ხაზს - 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი დას. ევროპაში გადასახლდა - მათი შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ა.შ.; ისინი დაუნათესავდნენ ევროპის სხვადასხვა სამეფო სახლების წარმომადგენლებს. XX ს. 40-იან წლებში, გარკვეული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხი და სწორედ ამ დრსო ამოტივტივდა გათავადებულ მუხრანბატონთა უმცროსი შტო. 1946 წ. 5 დეკემბრის აქტით რუსეთის ტახტის მემკვიდრემ - ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა ხელი მოაწერა ბაგრატიონთა სახლის სამეფო ღირსების აღიარების აქტს და ოფიციალურად სცნო ეს განშტოება უფროსად ბაგრატიონთა საგვარეულოში. 1957 წ. მამის - გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი ბაგრატიონი საქართველოს სამეფო სახლის მეთურად გამოცხადდა. მისი მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონი დღეს ესპანეთში ცხოვრობს.
ისტორიულად დღევანდელი ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოს - მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფის ჩამომავალნი არიან, ისინი ყოველთვის თავადთა რანგში იყვნენ, ქართული სამეფოების არსებობის ხანაში გამეფება არც უცდიათ და როგორც ვასალნი ისე ემსახურებოდნენ იგივე ერეკლე II-ის სამეფო ტახტს. აქედან გამომდინარე, რა მდგომარეობა გვაქვს მთავარი შტოს - ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლების თვალსაზრისით:
1880 წ. მეფე გიორგი XII-ის ვაჟის - ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალთა ხაზზე გადავიდა. 1888 წ. დავით ბაგრატის ძე გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ გვარში უფროსობა მის ძმისშვილს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის გადაეცა; გიორგი XII-ის შვილიშვილის - ოლღა გრუზინსკის ჩანაწერიც ადასტურებს, რომ «Петр, ныне старший в царском роде...». ამ პეტრეს შვილიშვილია დღეს თბილისში მცხოვრები ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ლიტ.: მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.
ს. ბიჭიკაშვილი, დ. ნინიძე, ა. მხეიძე, ბაგრატიონები, თბ., 1995.
დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.
დ. ნინიძე, „მუხრანბატონები“, თბ. 1997.
დ. ნინიძე, „გუარი მეფეთა ბაგრატიონთა“ - გოჩაშვილნი, თბ., 1998.
დ. ნინიძე, „აქა ანბავი თვალდამწვრიანთა“ (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.
Дворянские роды Российской Империи, 1721-1917. т III, Князья, М., 1996.

* * *
[ცნობისათვის, ეს მონოგრაფია დაიბეჭდა წიგნ-კრებულში სახელწოდებით "საქართველოს მეფეები"]


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი May 26 2007, 12:29 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lenus
შენი აზრით ვინ არის დღეს ტახტის კანონიერი მემკვიდრე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   ბაგრატიონების მემკვიდრე   May 23 2007, 12:28 PM
დათიკო   თემა ძალიან საინტე...   May 23 2007, 03:23 PM
marine   თემა ძალიან საინტáƒ...   May 23 2007, 03:28 PM
Lenus   დიდი მადლობა მეგობ...   May 24 2007, 12:57 PM
მამფალი   ისე საინტერესოა ას...   May 24 2007, 05:43 PM
Lenus   მამფალი რომელი გიáƒ...   May 24 2007, 07:55 PM
მამფალი   Lenus თუ ძმებზე გადავა...   May 24 2007, 08:12 PM
Lenus   მამფალი მიზანი ძეáƒ...   May 24 2007, 08:22 PM
მამფალი   მე პას.   May 24 2007, 08:26 PM
იმერელი   საინტერესოა თავად ...   May 24 2007, 08:34 PM
დათიკო   Lenus შენი აზრით ვინ აáƒ...   May 26 2007, 12:29 PM
abo   http://m.foto.radikal.ru/0705/0f/8510d9c50386.jpg ...   May 27 2007, 12:40 PM
Lenus   დათიკო, საბოლოო სá...   May 28 2007, 01:53 PM
ulvashi   იმერელი მონარქიიáƒ...   May 28 2007, 02:06 PM
იმერელი   მონარქიის აღდგენა...   May 29 2007, 01:48 PM
Lenus   და ბოლოს, პატრიარქá...   May 29 2007, 09:19 AM
ივერიელი   როგორც ვხედავ ხალხ...   May 29 2007, 02:58 PM
Lenus   ამას ვის ხედავს ჩეáƒ...   May 29 2007, 07:57 PM
დათიკო   ივერიელი Lenus მოდით ნ...   May 29 2007, 08:05 PM
Lenus   არა ბატონო ივერიეá...   May 29 2007, 08:06 PM
დათიკო   ჩემი აზრით ამ ემთხáƒ...   May 29 2007, 08:19 PM
Lenus   დათიკო ეს თემა ხომ á...   May 29 2007, 08:34 PM
მნათე   უკომენტაროდ http://www.manu...   May 29 2007, 09:01 PM
ივერიელი   Lenus მე შენთან არც კáƒ...   May 29 2007, 09:20 PM
ივერიელი   დათიკო მართალი ხა...   May 29 2007, 10:00 PM
დათიკო   Lenus ივერიელი კარგი ი...   May 29 2007, 10:22 PM
დათიკო   აი ამ საკითხზე შევá...   May 29 2007, 10:35 PM
ივერიელი   დათიკო მე დავწერე...   May 29 2007, 11:40 PM
Lenus   დათიკო ნებისმიერá...   May 30 2007, 07:00 AM
ივერიელი   Lenus შენ კიდევ რა ნამá...   May 30 2007, 06:56 PM
დათიკო   ივერიელი ივერ თუ გáƒ...   May 30 2007, 08:18 PM
ივერიელი   დათიკო თუ სურვილი á...   May 30 2007, 08:57 PM
დათიკო   ივერიელი შენ ფორუáƒ...   May 30 2007, 11:46 PM
ივერიელი   დათიკო აჰ მრავალჯ...   May 31 2007, 12:07 AM
დათიკო   ივერიელი ნუ, ფაქტიá...   May 31 2007, 12:51 AM
ივერიელი   დათიკო დიახ ბატონ...   May 31 2007, 01:44 AM
დათიკო   ივერიელი ჩვენი ურáƒ...   May 31 2007, 02:12 AM
abo   დათიკოთქვენი ჩარეá...   May 31 2007, 02:13 AM
ივერიელი   დათიკო დაწერილს ა...   May 31 2007, 02:59 AM
marine   ჩემო ძვირფასო ფორუ...   May 31 2007, 11:12 AM
დათიკო   ივერიელი ნორმალურ...   May 31 2007, 06:53 PM
ივერიელი   დათიკო შენს დაწერáƒ...   May 31 2007, 10:31 PM
t.l.   100%   May 31 2007, 10:37 PM
Lenus   სიცრუეა, პატივცემá...   Jun 1 2007, 09:23 AM
ივერიელი   Lenus ცრუები და დემაგáƒ...   Jun 1 2007, 02:33 PM
მამფალი   აუ ეხლა ეგ პოტენციáƒ...   Jun 1 2007, 06:26 PM
დათიკო   ივერიელი მაგაზე აáƒ...   Jun 1 2007, 06:35 PM
დათიკო   ახ ახლა გასაგებია :...   Jun 1 2007, 06:52 PM
ივერიელი   დათიკო :D სანამ აიბáƒ...   Jun 1 2007, 09:23 PM
t.l.   საინტერესოა..... ველá...   Jun 1 2007, 09:25 PM
ივერიელი   აგერ ბატონო რას წეáƒ...   Jun 1 2007, 09:55 PM
დათიკო   ივერიელი არ ვიცი ვá...   Jun 1 2007, 10:35 PM
ივერიელი   დათიკო მალანია არ...   Jun 1 2007, 11:05 PM
დათიკო   ივერიელი სოლომონს...   Jun 2 2007, 12:16 AM
ივერიელი   ივერიელი სოლომონáƒ...   Jun 2 2007, 01:29 AM
ივერიელი   აჰა როგორც იქნა ვიáƒ...   Jun 2 2007, 04:58 AM
Lenus   ეს რა პასუხია?? იქოáƒ...   Jun 2 2007, 06:34 AM
ივერიელი   Lenus შენი უსინდისობა...   Jun 2 2007, 03:54 PM
დათიკო   ივერიელი შენ რომეáƒ...   Jun 2 2007, 04:14 PM
t.l.   http://img294.imageshack.us/img294/389/63724790rp0...   Jun 2 2007, 04:15 PM
ივერიელი   დათიკო მემკვიდრეá...   Jun 2 2007, 04:20 PM
დათიკო   და კიდევ ერთ რამეზáƒ...   Jun 2 2007, 04:27 PM
ივერიელი   დათიკო ეს შენ დიდáƒ...   Jun 2 2007, 04:32 PM
დათიკო   ივერიელი ივერ, ერთá...   Jun 2 2007, 04:44 PM
ივერიელი   არისტო ბაგრატიონáƒ...   Jun 2 2007, 04:47 PM
დათიკო   ესე იგი როგორც ჩანáƒ...   Jun 3 2007, 12:30 AM
ივერიელი   დათიკო 2+2 რამდენია? ...   Jun 3 2007, 12:58 AM
Lenus   დედა დედა, რა დღეში ...   Jun 3 2007, 08:38 AM
t.l.   რავიცი რავიცი..... მá...   Jun 3 2007, 09:39 AM
Lenus   ტლ შენ ეს თემა მოსáƒ...   Jun 3 2007, 10:53 AM
t.l.   "ტ" არაა ეგ "თ...   Jun 3 2007, 12:04 PM
Lenus   არისტო ბატონიშვილá...   Jun 3 2007, 11:23 AM
Lenus   ხალხო, მე რაც ნაშრო...   Jun 3 2007, 11:35 AM
Lenus   როდესაც პატარა იმá...   Jun 3 2007, 12:12 PM
t.l.   ეგ თქვენ ფიქრობთ აá...   Jun 3 2007, 12:18 PM
დათიკო   t.l. ტყულად ცხარობ, ძვ...   Jun 3 2007, 02:44 PM
t.l.   არა დათიკო არ ვნერá...   Jun 3 2007, 04:17 PM
ივერიელი   t.l. დაანებე თავი, მაáƒ...   Jun 3 2007, 03:44 PM
ketino   წავიკითხე პოსტები ...   Jun 4 2007, 01:44 PM
დათიკო   ივერიელი პირველ რáƒ...   Jun 4 2007, 01:53 PM
.nino   რამდენიმე გვერდი წ...   Jun 4 2007, 05:41 PM
ივერიელი   დათიკო მე შენთან დá...   Jun 4 2007, 10:46 PM
ილია   რატყვილა მსჯელობთ ...   Jun 4 2007, 10:50 PM
t.l.   ილია რაის ბატონყმო...   Jun 4 2007, 10:55 PM
ილია   კაი.. მარა იმედია თáƒ...   Jun 4 2007, 10:58 PM
t.l.   :არა: XXI... და მაგალიáƒ...   Jun 4 2007, 11:18 PM
ილია   რომელი მაგალითი გáƒ...   Jun 4 2007, 11:25 PM
t.l.   რომელი მაგალითი გáƒ...   Jun 4 2007, 11:32 PM
დათიკო   ნუ გადაუხვევთ, თემáƒ...   Jun 4 2007, 11:27 PM
ილია   არა მე რამაღელვებáƒ...   Jun 4 2007, 11:35 PM
Lenus   ილია წაიკითხე თემáƒ...   Jun 5 2007, 07:33 AM
Lenus   დათიკო არაა ეგ ამáƒ...   Jun 5 2007, 07:54 AM
ილია   რავქნა მასე ვფიქრáƒ...   Jun 5 2007, 08:45 AM
Lenus   ივერიელი კაცო, შეáƒ...   Jun 5 2007, 08:47 AM
Lenus   ციტატა(ივერიელი) P.S. ...   Jun 5 2007, 10:15 AM
დათიკო   Lenus იმ საკითხთან დაკ...   Jun 5 2007, 03:25 PM
Lenus   დათიკო სამწუხაროდ...   Jun 6 2007, 06:23 AM
Lenus   ნიშანდობლივია ბშ ა...   Jun 6 2007, 08:13 AM
Lile   ჰოოო... მე მაინც ვერ á...   Jun 6 2007, 11:57 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd November 2026 - 12:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი