ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნათია |
May 27 2007, 10:46 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სახიერმა ღმერთმა ადამიანებს მისცა სჯული იმისათვის, რომ მათთვის შემწეობა აღმოეჩინა, მოექცია ისინი სიკეთისადმი და გაემართა მათი ცხოვრება. ღვთის მიერ მოცემულ კანონებს დაცემული კაცი უნდა აღედგინა, მაგრამ იგი ვერ გაიმართა. ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს დასახმარებლად მოუვლინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ქვეყნიერების წყლულების განკურნება, ვერც მათ მოახერხეს ადამიანის ხსნა და გადარჩენა. წინასწარმეტყველი ისაია ამაზე ბრძანებდა: „არა არს მის შორის სიმართლე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი, დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ის. 1, 6). აღნიშნული სიტყვების აზრი შემდეგია: ქვეყნიერების წყლული, ანუ ბოროტება მცირე არ არის, მას რომ მარტო ერთი რომელიმე ადგილი მოეცვა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი განკურნება, მაგრამ მან დაიპყრო მთელი ქვეყანა. ყოველი ადამიანი დაემონა ცოდვას, ყოველივე დაპყრობილ იქნა ბოროტების მიერ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს ერთგან: „ვკურნე ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51, 9) ე.ი. ბაბილონს, ანუ ქვეყანას ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან არ შეინანა და არ დაუტევა უკეთურება. და როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „..ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფს. 106, 18). ე.ი. ყოველი ქვეყნიური სიკეთე იგემა კაცმა, ყოველი ქვეყნიური სიამე მოიძაგა და ერთიღა - სრული დაღუპვა და სიკვდილიღა დარჩენოდათო. აი, სწორედ, კაცობირობის ხსნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი - იესო ქრისტე, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოხდა სასწაული ენით გამოუთქმელი: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, მიიღო სახე მოკვდავი ადამიანის, რათა როგორც წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ბრძანებს - მსგავსითა განეკურნა მსგავსი, სულითა - სული, ხორცითა - ხორცი. იესო ქრისტემ ცოდვის გარდა ყოველმხრივ ადამიანის ბუნება მიიღო. მან მიიღო არსება ჩვენი. იგი იქმნა განახლებული ადამი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი